დღნორისის ციხე
დღნორისის ციხე — გვიანდელი შუა საუკუნეების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში. აგებული იყო სოფელ დღნორისის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) მაღლა, ჩრდილო-დასავლეთით.
დღნორისის ციხე კონტროლს უწევდა მდინარე რიონის მარცხენა ნაპირის გაყოლებით, იმერეთის დაბლობიდან, რაჭისა და ლეჩხუმისაკენ მიმავალ გზებს. წერილობით წყაროებში პირველად იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი, დამოწმებულია რუკებზე. გადმოცემის თანახმად XVIII საუკუნეში იგი ინასარიძეების კუთვნილება იყო. ვახუშტი ბატონიშვილი დღნორისის ციხეს ოკრიბის საზღვრებში აქცევს. XVII-XVIII საუკუნეებში დღნორისის ციხე ლეჩხუმთან ერთად იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა, ხოლო შემდეგ ლეჩხუმი და დღნორისის ციხე სამეგრელოს საზღვრებში მოექცა; მას სამეგრელოს მთავარი განაგებდა.
ციხის მიდამოებში აღმოჩენილია ბრინჯაოს ნივთები და კოლხური თეთრის განძები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 525.