დასავლეთი სუდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სუდანის სავანა (მწვანე ფერი) დასავლეთ აფრიკაში

დასავლეთი სუდანი — ცენტრალური სუდანის საპირისპირო ისტორიული რეგიონი დასავლეთ აფრიკაში. მოიცავს მთელი ბურკინა-ფასოს, ცენტრალური და სამხრეთი მალის, ნიგერის, გვინეის, განის, კოტ-დ’ივუარის და მავრიტანიის ნაწილების დღევანდელ ტერიტორიებს. დასავლეთი სუდანის ტერიტორიაზე მდებარეობდნენ შუა საუკუნეების სახელმწიფოები: განის იმპერია (750—1076), ტეკრური (დაახ. 800 — დაახ. 1285), მალის იმპერია (XIII—XV საუკუნეები), სონგაის იმპერია (1462—1591) და სხვები, მოგვიანებით ფულბე ხალხის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები.

დასავლეთი სუდანის ტერიტორიაზე მდებარეობდა კოლონია საფრანგეთის სუდანი.