ჩარლზ დარვინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დარვინი, ჩარლზ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარლზ დარვინი
Charles Darwin 1880.jpg
დაბ. თარიღი 12 თებერვალი 1809(1809-02-12)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი მთა, Shrewsbury, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[4]
გარდ. თარიღი 19 აპრილი 1882(1882-04-19)[1] [2] [5] [3] (73 წელი)
გარდ. ადგილი დაუნ-ჰაუსი, Downe, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[6]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო ბიოლოგია და გეოლოგია
მუშაობის ადგილი სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება
ალმა-მატერი ქრისტეს კოლეჯი, ედინბურგის სამედიცინო სკოლის უნივერსიტეტი, შრუსბერის სკოლა და ედინბურგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნების ბაკალავრი, ხელოვნების მაგისტრი და კანონიკური და სამოქალაქო სამართლის დოქტორი
მეუღლე ემა დარვინი
მამა რობერტ დარვინი
დედა სიუზანა დარვინი
შვილ(ებ)ი ენ დარვინი, ფრენსის დარვინი, უილიამ ერასმუს დარვინი, ჰენრიეტა დარვინი, ჯორჯ ჰოვარდ დარვინი, ლეონარდ დარვინი, ჰორეს დარვინი და ჩარლზ უორინგ დარვინი
ნათესავ(ებ)ი ურსულა მომენსი, ერასმუს დარვინი, ჯოზაია უეჯვუდი, ჯოზაია უეჯვუდ II, ემა დარვინი, ბერნარდ დარვინი და რობინ დარვინი
ჯილდოები უოლასტონის მედალი[7] , სამეფო მედალი, კოპლის მედალი, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, Pour le Mérite[8] და სამეფო საზოგადოების წევრი
ხელმოწერა Charles Darwin Signature.svg

ჩარლზ რობერტ დარვინი (ინგლ. Charles Robert Darwin; დ. 12 თებერვალი, 1809, შრუზბერი, — გ. 19 აპრილი, 1882, დაუნი, ლონდონის მახლობლად) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის დროს ჩატარებული ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებების შედეგები მან გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“ (1839, 1845). საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (თეორიის პირველი მონახაზი — 1842, პირველი მოკლე პუბლიკაცია — 1858). დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. მისი მოძღვრების თანახმად, ორგანიზმთა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდება გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ბუნებრივი გადარჩევის გზით, რაც ბუნებაში განაპირობებს მიზანშეწონილებას (დარვინისგან დამოუკიდებლად, მსგავსი შეხედულებანი ჩამოაყალიბა ა. უოლესმა, მაგრამ თვითონვე სცნო დარვინის პრიორიტეტი). თავისი იდეები დარვინმა განავითარა უფრო გვიან გამოქვეყნებულ თხზულებებში. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“ (1868) მოცემულია როგორც ადამიანისათვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ისე ევოლუციიის დამადასტურებელი დიდძალი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული საქმიანობიდან. ადამიანის წარმოშობის მატერიალისტური იდეა გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ ( 1872). დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის საკითხებზე. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერაბაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]