დავითი (ქორეპისკოპოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „დავით“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დავით.
დავითი
კახეთის ქორეპისკოპოსი
მმართ. დასაწყისი: 976
მმართ. დასასრული: 1009
წინამორბედი: კვირიკე II
მემკვიდრე: კვირიკე III
გარდ. თარიღი: 1009

დავითიკახეთის ქორეპისკოპოსი (მთავარი) 976-1010 წლებში, კვირიკე II-ის ძე. კახეთის უკანასკნელი მთავარი, რომელიც ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა. მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ჰქონდა ქართლშიც. ებრძოდა საქართველოს მეფე ბაგრატ III-ს, რომელიც კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის იღვწოდა. 1008 წელს დავითი იძულებული გახდა მრავალრიცხოვანი ჯარით კახეთზე გამოლაშქრებულ ბაგრატ III-თვის დაებრუნებინა ქართლის ციხეები (წირქვალი, გრუი). ამავე ლაშქრობის დროს ბაგრატ III-მ მოახერხა ჰერეთის დაპყრობა, მაგრამ როგორც კი მეფე გაბრუნდა, დავითმა ეს მხარე კვლავ კახეთს შეუერთა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
კვირიკე II
კახეთის ქორეპისკოპოსი
976 - 1009
შემდეგი:
კვირიკე III