გურამ ქარაზანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურამ ქარაზანაშვილი (დ. 11 ივნისი, 1964, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1987 წელს გაიარა ინტერნატურა ქირურგიაში რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე. 1987-1989 წლებში იყო კლინიკური ორდინატორი უროლოგიის კათედრაზე მოსკოვის ცენტრალურ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1989-1991 წლებში — ამავე ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის ასპირანტი. 1995 წელს გაიარა კლინიკური სტაჟირება ონკოუროლოგიასა და ზოგად უროლოგიაში ნაიმეგენის (ნიდერლანდები) საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის უროლოგიურ დეპარტამენტში. 1996 წელს — კლინიკური სტაჟირება ოპერაციულ უროლოგიაში და ენდოუროლოგიაში მაინის ოფენბახის (გერმანია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგირ დეპარტამენტში. 1997-1998 წლებში - კლინიკური და სამეცნიერო მუშობა უროლოგიაში ბონის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში. 2000-2001 წლებში — კლინიკური და სამეცნიერო მუშობა მალმეს (შვედეთი) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიურ დეპარტამენტში. 2003 წელს — აკადემიური გაცვლა ამერიკისა და ევროპის უროლოგთა ასოციაციებს შორის (მეიოს კლინიკა, დუკის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ვანდერბილტის უნივერსიტეტი, აშშ) და კლინიკური სტაჟირება ზოგად უროლოგიაში ვენის (ავსტრია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიური დეპარტამენტში. 2005-2007 წლებში — კლინიკური-სამეცნიერო მუშობა ონკოუროლოგიასა და ბავშვთა უროლოგიაში ქალაქი ბონის (გერმანია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიურ კლინიკაში. 2012 წელს — კლინიკური სტაჟირება ლაპარასკოპიულ უროლოგიაში ბერლინის (გერმანია) ვივანტეს კლინიკებში ფრიდრიხზაინსა და ურბანში. 2017 წელს — კლინიკური სტაჟირება ონკოლოგიურ, რობოტულ ქირურგიაში ფლორიდის (ორლანდო, აშშ) ჰოსპიტალში.

1991–2001 წლებში — რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიის განყოფილების უროლოგი. 1993-1999 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1994 წლიდან — საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს საატესტაციო კომიტეტის უმაღლესი კატეგორიის უროლოგი. 1996 წლიდან — სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის უროლოგიური სამსახურის უფროსი. 2001-2004 წლებსი — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური კლინიკის ასისტენტი. 2004 წელს — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური კლინიკის დოცენტი. 2005-2006 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური კლინიკის პროფესორი. 2005-2010 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის გენერალური დირექტორი. 2006 წლიდან — ჟურნალ „European Urology“-ს რეცენზენტი. 2006-2009 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური კლინიკის უროლოგიის ასოცირებული პროფესორი. 2007-2012 წლებში — შპს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების“ წამყვანი სპეციალისტი უროლოგიაში. 2010-2011 წლებში — „ლეჩკომბინატ N1-ის“ სამედიცინო დირექტორი. 2012 წელს — „ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის“ წამყვანი სპეციალისტი უროლოგიაში. 2012 წლიდან — უნივერსიტეტ „გეომედის“ სრული პროფესორი. 2015 წლიდან — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი. 2018 წლიდან — სს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების“ გენერალური დირექტორი. მისი სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდება ევროპისა და ამერიკის პროფესიონალურ, სამეცნიერო ჟურნალებში: researchgate.net. არის „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გრანტის მფლობელი (2014, 2016, 2018). არაერთი სახელობითი სტიპენდიის და ჯილდოს მფლობელი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი უროლოგიაში. ექიმი-უროლოგი, ონკოუროლოგი, ბავშვთა უროლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ზედა საშარდე გზების ობსტრუქციული უროპათიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს“, დაიცვა 1991 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენი პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში“, დაიცვა 2002 წელს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2011 — საქართველოს ეროვნული პრემია

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამეცნიერო სემინარი-კონფერენცია „სხვადასხვა ნოზოლოგიების ეპიდემიოლოგიური მახასიათებლები საქართველოში“ = Medical conference „Epidemiological characteristics of different nosologies in Georgia“, ბაკურიანი, 6-7 თებერვალი, თბილისი, მერიდიანი, 2010, გვ. 56 ISBN 9789941102554

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 282
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 373

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]