შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
Logo rustavelis fondi.jpg
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
დაარსების თარიღი

28 ივლისი, 2010

იურიდიული სტატუსი

სსიპ

მიზანი/მიმართულება

მეცნიერების ხელშეწყობა სახელმწიფო დაფინანსების გზით

ყოფილი სახელი

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის ბრძანების საფუძველზე დაარსდა, როგორც საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) უფლებამონაცვლე.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობა მიმართულია მეცნიერების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, მეცნიერების დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებისკენ.

ფონდი ახორციელებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგს და სამინისტროსთვის წარადგენს ანგარიშს საგრანტო დაფინანსების საფუძველზე შექმნილი ახალი სამეცნიერო პროდუქციისა და მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტის მონაცემების თაობაზე.

ფონდის საქმიანობას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ფონდის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს სამეცნიერო საბჭო, რომელიც ითანხმებს ფონდის მუშაობის უპირატეს მიმართულებებს; კონტროლს უწევს თითოეული სამეცნიერო მიმართულებისათვის განსაზღვრული დაფინანსების ხარჯვას და ამტკიცებს დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად წარდგენილ პროექტებს. სამეცნიერო საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად.

ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში განაცხადების წარდგენა ხდება ელექტრონულად. ფონდი ადმინისტრირებას უწევს საქართველოს მეცნიერთა ერთიან მონაცემთა ბაზას, რომელიც მუდმივად განახლებადია დარეგისტრირებული მეცნიერების მიერ.

ფონდი თანამშრომლობს მსოფლიო წამყვან და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან და მათთან ერთად ახორციელებს ერთობლივ საგრანტო კონკურსებს. ასევე, ფონდი არის სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების საკონტაქტო ორგანიზაცია საქართველოში.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული ყველა საგრანტო კონკურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მიზნები და უპირატესობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოში სამეცნიერო საქმიანობის განვითარების ფინანსური ხელშეწყობა
  • ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კვლევითი და ინოვაციური პროექტების დაფინანსება
  • ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვა
  • მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა
  • ქართული აკადემიური წრეების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მხარდაჭერა.

სამეცნიერო მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი პროექტებს 10 სამეცნიერო მიმართულებით აფინანსებს. ესენია:

  • ქართველოლოგიის მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები;
  • საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;
  • მათემატიკური მეცნიერებები;
  • ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები;
  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
  • სამედიცინო მეცნიერებები;
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
  • აგრარული მეცნიერებები.

კონკურსები და პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები ფუნდამენტური კვლევებისათვის
  • სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები გამოყენებითი კვლევებისათვის
  • მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები
  • საკონფერენციო გრანტები
  • უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსი
  • პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის
  • უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსი
  • სახელმწიფო გრანტების კონკურსი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის
  • საგრანტო კონკურსი ,,სახელმწიფო გრანტი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში საერთო კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებისა და შემდგომში ამ პროგრამების საქართველოში გადმოტანის მიზნით”
  • ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა
  • საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის საგრანტო კონკურსი
  • ქართული ეროვნული სამოსის კვლევის საგრანტო კონკურსი
  • ქართული საბავშვო ფოლკლორის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი
  • სასწავლო შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების საგრანტო კონკურსი
  • მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“
  • საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]