რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რუსთავის მეტალურგიული კომბინატი)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რუსთავის მეტალურგიული კომბინატი

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა — მსხვილი საწარმო საქართველოში, ქალაქ რუსთავში. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 1948 წელს დაარსდა და ამიერკავკასიაში სრული მეტალურგიული ციკლის პირველი საწარმო იყო, რომელიც ამზადებდა ფოლადს, ცხლადნაგლინ უნაკერო მილებს, თუჯის, ალუმინისა და რკინის სხვადასხვა კონსტრუქციებს. ქარხანა აწარმოებდა უნაკერო მილებს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ახლო აღმოსავლეთის ნავთობის საბადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

2011 წელს შეიქმნა შპს „რუსთავის ფოლადი“, რომელმაც შეიძინა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქტივები. ქარხანა მრავალი სახეობის პროდუქციას აწარმოებს, რომელთა შორისაა: არმატურა, უნაკერო მილები, კვადრატული ნამზადი, თუჯის სხმულები, ლითონკონსტრუქციები, მექანიკური დეტალები, ფასონური სხმულები, გრანულირებული წიდა, სილიკომანგანუმი, კირი და კირქვა. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ახორციელებს ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ს, რუსეთის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე, ასევე მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]