Mumford & Sons

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Mumford & Sons
MS2015.jpg
Mumford & Sons 2015 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2007-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
ჯილდოები გრემის ჯილდო წლის საუკეთესო ალბომისთვის, Juno Award for International Album of the Year, Grammy Award for Best Music Film და Americana Award for Emerging Act of the Year[1]
საიტი mumfordandsons.com
Mumford & Sons ვიკისაწყობში

Mumford & Sons — ინგლისური ფოლკ-როკ ჯგუფი, რომელიც ლონდონში 2007 წელს ჩამოყალიბდა.[2] ჯგუფის წევრები არიან: მარკუს მამფორდი (წამყვანი ვოკალი, ელექტრო გიტარა, აკუსტიკური გიტარა, დრამი), ბენ ლოვეტი (ვოკალი, კლავიში, ფორტეპიანო) და ტედ დუანი (ვოკალი, ბას გიტარა, კონტრაბასი). ბანჯოისტმა უინსტონ მარშალმა ჯგუფი 2021 წელს დატოვა.

Mumford & Sons-ს გამოშვებული აქვს ოთხი სტუდიური ალბომი: Sigh No More (2009), Babel (2012), Wilder Mind (2015) და Delta (2018). მათმა სადებიუტო ალბომმა „Sigh No More“ დიდ ბრიტანეთის ჩარტების მეორე პოზიციას მიაღწია, აშშ-ში კი Billboard 200-ში მოხვდა, ხოლო „Babel “და „Wilder Mind“-მა გამოსვლისთანავე პირველი ადგილი დაიკავეს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, პირველი მათგანი კი ათწლეულის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი როკ ალბომი გახდა. [3] [4] ჯგუფს, ასევე, გამოცემული აქვს სამი ლაივ-ალბომი: Live at Shepherd's Bush Empire (2011), The Road to Red Rocks (2012) და Live from South Africa: Dust and Thunder (2017).

ჯგუფმა თავისი არსებობის განმავლობაში მოიგო არაერთი მუსიკალური ჯილდო. ალბომმა Sigh No More-მა ჯგუფს მოუტანა Brit Award 2011 წელს საუკეთესო ბრიტანული ალბომისთვის, Mercury Prize-ის ნომინაცია და გრემის ექვსი ნომინაცია. 2011 წელს გრემის დაჯილდოებაზე ბობ დილანსა და The Avett Brothers-თან ერთად ცოცხალმა შესრულებამ ჯგუფს პოპულარობა მოუტანა აშშ-ში. ჯგუფმა ალბომ Babel-ით მიიღო გრემის რვა ნომინაცია და მოიგო გრემი წლის საუკეთესო ალბომისთვის. ჯგუფმა 2013 წელს, ასევე, მოიგო Brit Award საუკეთესო ბრიტანული ჯგუფისთვის და აივორ ნოველოს ჯილდო საერთაშორისო მიღწევებისთვის 2014 წელს.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sigh No More (2009)
  • Babel (2012)
  • Wilder Mind (2015)
  • Delta (2018)

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Mumford & Sons-ს მიღებული აქვს შემდეგი პრიზები:

  • ARIA Music Awards 2010 — ყველაზე პოპულარული საერთაშორისო შემსრულებელი
  • Q Awards 2010 — საუკეთესო ახალი შესრულება
  • დიდი ბრიტანეთის ფესტივალის ჯილდოები 2010 — გამორჩეული შემსრულებელი
  • Americana Music Honors & Awards 2011 — წლის განვითარებადი შემსრულებელი
  • Billboard Music Award 2011 — საუკეთესო როკ ალბომი (Sigh No More -ისთვის)
  • Billboard Music Award 2011 — საუკეთესო ალტერნატიული ალბომი (Sigh No More -ისთვის)
  • Billboard Music Award 2011 — საუკეთესო ალტერნატიული შემსრულებელი
  • Brit Awards 2011 — წლის ბრიტანული ალბომი (Sigh No More -ისთვის)
  • Billboard Music Awards 2013 — ტოპ-როკ ალბომი ( Babel- ისთვის)
  • Brit Awards 2013 — წლის ბრიტანული ჯგუფი
  • Echo Music Prize 2013 — საერთაშორისო როკ / პოპ ჯგუფი
  • გრემის ჯილდო 2013 — წლის ალბომი ( Babel- ისთვის)
  • გრემის ჯილდო 2013 — საუკეთესო მუსიკალური ფილმი ( Big Easy Express-ისთვის)
  • Juno Award 2013 — წლის საერთაშორისო ალბომი
  • აივორ ნოველოს ჯილდო 2014 — საერთაშორისო მიღწევები
  • UK Americana Awards 2018 — ნოვატორის ჯილდო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 

  1. https://americanamusic.org/awards
  2. Mumford and Sons.
  3. New Mumford & Sons album Babel is fastest seller of 2012 in UK and US. the Guardian (3 October 2012). ციტირების თარიღი: 28 September 2014
  4. Mumford & Sons' 'Babel' Scores Biggest Debut of Year, Bows at No. 1 on Billboard 200 Chart. Billboard (3 October 2012). ციტირების თარიღი: 28 September 2014