სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალი
იერსახე
სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალი | |
---|---|
მდებარეობა | სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ |
დაარსდა | 1976 |
ენა | ინგლისური |
საიტი | siff.net |
სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალი (ინგლ. Seattle International Film Festival, შემოკლებით SIFF) — კინოფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება 1976 წლიდან სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, აშშ-ში. SIFF ითვლება ერთ-ერთ წამყვან კინოფესტივალად ჩრდილოეთ ამერიკაში, რომლის აუდიტორია წლიდან წლამდე იზრდება; 2006 წელს ფესტივალს ესწრებოდა 160,000 მაყურებელი.[1] ფესტივალი მიმდინარეობს 24 დღის განმავლობაში მაისსა და ივნისში და მოიცავს ფილმების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის დამოუკიდებელ, უცხოურ და დოკუმენტურ ფილმებს.
2006 წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 300-ზე მეტი ფილმი. 2008 წელს ეს ციფრი შედარებით შემცირდა, ხოლო 2010 წელს ფესტივალზე წარმოადგინეს 400-ზე მეტი მხატვრული ფილმი.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალი Twitter-ზე
- ფესტივალის ოფიციალური გვერდი Flickr-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SIFF to Create New Home for Great Films at Seattle Center (28 ნოემბერი, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-12. ციტირების თარიღი: 2018-07-08.
- ↑ Venues. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-13.