რენდი ნიუმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რენდი ნიუმენი
RandyNewman1975.jpg
რენდი ნიუმენი 1975 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რენდალ სტიუარტ ნიუმენი
დაბ. თარიღი 28 ნოემბერი 1943(1943-11-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] (75 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია[1]
ეროვნება ებრაელები
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • არანჟირება
  • პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • პიანინო
  • გიტარა
ლეიბლ(ებ)ი
ჯილდოები ენის ჯილდო და დისნეის ლეგენდები[7]
საიტი randynewman.com
რენდი ნიუმენი ვიკისაწყობში

რენდალ სტიუარტ ნიუმენი (ინგლ. Randall Stuart Newman; დ. 28 ნოემბერი, 1943) — ამერიკელი მომღერალი, კინოკომპოზიტორი, პიანისტი, სიმღერებისა და არანჟირების ავტორი. რომელიც ცნობილია თავისი გამორჩეული ხმის ტემბრითა და კინოკომპოზიციებით.

რენდი ნიუმენი დაიბადა 1943 წელს ლოს-ანჯელესში, ებრაულ ოჯახში. ბავშვობა გაატარა ახალ ორლეანში, ლუიზიანის შტატში. როდესაც ნიუმენს 11 წელის შეუსრულდა, ოჯახი კვლავ ლოს-ანჯელესში დაბრუნდა საცხოვრებლად. სკოლის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა კალიფორნიის უნივერსიტეტში.

ნიუმენმა სიმღერების წერა 17 წლის ასაკში დაიწყო. 1961 წელს გამოსცა პირველი სინგლი „Golden Gridiron Boy“.[8] 1968 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი „Randy Newman“. ამას მოჰყვა მეორე ალბომი „12 Songs“ 1970 წელს. მომდევნო ალბომი სახელწოდებით „Sail Away“ გამოსცა 1972 წელს, რომელმაც ბილბორდის ჩარტში 163 პოზიცია დაიკავა. 1971 წელს საკუთარი თავი მოსინჯა კომპოზიტორის რანგში და შექმნა მუსიკა ნორმან ლირის სატირიული კომედიური ფილმისთვის „Cold Turkey“.

1980-იანი წლებიდან დღემდე, იგი ძირითადად მოღვაწეობს როგორც კინოკომპოზიტორი. მას დაწერილი აქვს მუსიკა ფილმებისთვის: „რეგტაიმი“ (1981), „ბუნებრივი“ (1984), „გამოფხიზლება“ (1990), „ფლეზენთვილი“ (1998), „შეხვედრა მშობლებთან“ (2000), „ფავორიტი“ (2003) და „ტყავისქუდიანები“ (2008). მას აგრეთვე ეკუთვნის დისნეი-პიქსარის ცხრა ანიმაციური ფილმის მუსიკა: „სათამაშოების ისტორია“ (1995), „ჯეიმზი და გიგანტური ატამი“ (1996), „მწერის ცხოვრება“ (1998), „სათამაშოების ისტორია 2“ (1999), „მონსტრების კორპორაცია“ (2001), „მანქანები“ (2006), „პრინცესა და ბაყაყი“ (2009), „სათამაშოების ისტორია 3“ (2010), „მონსტრების უნივერსიტეტი“ (2013), „მანქანები 3“ (2017) და „სათამაშოების ისტორია 4“ (2019).

ნიუმენს მიღებული აქვს ოსკარის ოცი ნომინაცია საუკეთესო ორიგინალური მუსიკისა და საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიებში, საიდანაც მოგებული აქვს ორი. იგი აგრეთვე სამი ემის, შვიდი გრემისა და ხუთი ენის[9] მფლობელია.

ნიუმენი შეყვანილია სიმღერების ავტორთა[10] (2002), დისნეის ლეგენდებისა (2007)[11] და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზებში (2013).[12] 2010 წელს გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი ჰოლივუდის დედების ხეივანში.[13]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
კინომუსიკა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118734709 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. SNAC — 2010.
  3. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. Discogs — 2000.
  5. filmportal.de — 2005.
  6. Munzinger-Archiv — 1913.
  7. https://d23.com/walt-disney-legend/randy-newman/
  8. Nielsen Business Media, Inc. (November 3, 1962). Billboard. Nielsen Business Media, გვ. 4–. წაკითხვის თარიღი: 13 ივლისი, 2012. 
  9. Randy Newman chronology. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-23. წაკითხვის თარიღი: 2010-04-20.
  10. - Songwriters Hall of Fame. წაკითხვის თარიღი: 8 ივნისი, 2019.
  11. Randy Newman Disney Legend. D23.com. წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი, 2014.
  12. Rock and Roll Hall of Fame Announces 2013 Inductees“, Rockhall.com, Rock and Roll Hall of Fame, 11 დეკემბერი, 2012. წაკითხვის თარიღი: 11 დეკემბერი, 2012. 
  13. Inducted to the Walk of Fame — Randy Newman. Hollywood Walk of Fame (2 ივნისი, 2010). წაკითხვის თარიღი: 16 აგვისტო,2019.