შინაარსზე გადასვლა

ჰანს კრისტიან ანდერსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰანს ქრისტიან ანდერსენი)
ჰანს კრისტიან ანდერსენი
დან. Hans Christian Andersen
დაბადების თარიღი 2 აპრილი, 1805(1805-04-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] [25] [26]
დაბადების ადგილი ოდენსე, დანია-ნორვეგიის კავშირი[1] [27] [3] [25] [28]
გარდაცვალების თარიღი 4 აგვისტო, 1875(1875-08-04)[1] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [15] [16] [17] [18] [19] [20] [22] [23] [25] [26] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი Rolighed, კოპენჰაგენი
დასაფლავებულია ასისტენსის სასაფლაო
საქმიანობა პოეტი[3] [29] [28] [1] , რომანისტი[3] [30] , საბავშვო მწერალი[3] , ავტობიოგრაფი[3] , დრამატურგი[3] , ჟურნალისტი, მოგზაური[3] , papercut artist, რეჟისორი[31] , fairy tale teller[28] , ლიბრეტისტი[28] [1] , ნოველისტი და მწერალი[32]
ენა დანიური ენა
ეროვნება დანიელები[33]
მოქალაქეობა დანიის სამეფო[34] [14] [35] [36]
ალმა-მატერი Slagelse Gymnasium და კოპენჰაგენის უნივერსიტეტი
ჟანრი ზღაპარი და მემუარები
Magnum opus იმპროვიზატორი, ჩემი ცხოვრების ზღაპარი, მახინჯი იხვის ჭუჭული, Thumbelina, The Snow Queen, The Steadfast Tin Soldier, The Little Match Girl, პატარა ქალთევზა, იმპერატორის ახალი სამოსი, The Princess and the Pea, Ole Lukøje, The Ice-Maiden, The Swineherd და The Tinderbox
ჯილდოები წითელი არწივის მე-3 ხარისხის ორდენი, პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, ოქროს ფუნჯი[37] , პოლარული ვარსკვლავის ორდენი[38] , Decoration of the Cross of Honour of the Dannebrog[39] , Knight Grand Officer of the Order of the Dannebrog[39] , Lektorix და დანებროგის ორდენი
მეუღლე [40]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი andersen.sdu.dk

ჰანს კრისტიან ანდერსენი (დან. Hans Christian Andersen; დ. 2 აპრილი, 1805, ოდენსე, დანია ― გ. 4 აგვისტო, 1875, კოპენჰაგენი) — დანიელი პოეტი და მეზღაპრე.

ანდერსენი იყო ღარიბი მეწაღის შვილი. მას ადრევე აღმოაჩნდა დიდი წარმოსახვის უნარი, რაც უფრო გააძლიერა დედამისის ცრუმორწმუნეობამ. მამა 1816 წელს გარდაეცვალა და ჰანს კრისტიანს თავის რჩენა თავად უწევდა. მან შეწყვიტა სკოლაში სიარული, თავადვე ააგო თოჯინების პატარა თეატრი და დაიწყო თავისი მარიონეტებისთვის ტანსაცმლის კერვა. გარდა ამისა, კითხულობდა ყველაფერს, რის შოვნასაც ახერხებდა.

ჰანს კრისტიანის ოცნება იყო ოპერის მომღერლობა, ამის გამო 1819 წელს კოპენჰაგენში წავიდა. აქ იგი გიჟად მიიჩნიეს და სადაც მივიდა ყველა თეატრიდან გამოაგდეს. სამაგიეროდ დაუმეგობრდნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც იყო კრისტოფ ვეისი და სიბონი, მოგვიანებით კი პოეტი ფრედერიკ გულდბერგი. მალე იგი შეგირდ მოცეკვავედ მიიღეს სამეფო თეატრში. სიზარმაცის გამო მან გულდბერგის კეთილგანწყობა დაკარგა, სამაგიეროდ იპოვა ახალი მფარველი ჯონა კოლენის სახით.

მეფე ფრედერიკ VI დაინტერესდა ამ უცნაური ბიჭით, თავის თავზე აიღო მისი მფარველობა და გააგზავნა სლაგელსის გრამატიკის სკოლაში სასწავლებლად. 1822 წელს ანდერსენმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი მოჩვენება პალნატოკის საფლავზე. იგი ძალიან უდისციპლინო და ზარმაცი მოსწავლე აღმოჩნდა და სასწავლებელში 1827 წლამდე დარჩა.

1829 წელს ანდერსენმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ფანტასტიკური რომანით ფეხით მოგზაურობა ჰოლმენის არხიდან ამაგერამდე. ამავე წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული. 1833 წელს მეფემ იგი ევროპაში სამოგზაუროდ გაგზავნა.

1835 წელს გამოვიდა ანდერსენის რომანი იმპროვიზატორი და ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ზღაპრები, რომელთა მნიშვნელობა თავიდანვე არ იქნა აღიარებული და არც კი იყიდებოდა.

1840-1841 წლებში ანდერსენმა იმოგზაურა გერმანიაში, იტალიაში, მალტასა და საბერძნეთში. ეს მოგზაურობა აღწერა თავის ნაწარმოებში პოეტის ბაზარი (1842).

1838 წელს გამოვიდა ზღაპრების მეორე სერია, 1845 წელს კი - მესამე. მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრები ანდერსონს ბავშვებისთვის არ დაუწერია, ისინი სწორედ მოზარდებში გახდა პოპულარული.

ამ პერიოდისთვის იგი უკვე მთელს ევროპაში იყო ცნობილი. 1857 წელს გამოსცა ნოველა ყოფნა თუ არყოფნა. 1872 წელს გამოვიდა ანდერსენის ბოლო ზღაპრები. ამავე წელს მან ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1875 წლის 4 აგვისტოს. იგი დაკრძალულია ასისტენის სასაფლაოზე, კოპენჰაგენში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 Deutsche Nationalbibliothek Record #118502794 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. ↑ Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 1 2 3 4 5 6 7 8 9 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 89. — ISBN 978-2-221-06888-5
  4. 1 2 Hans Christian Andersen
  5. 1 2 H.C. Andersen
  6. 1 2 Hans Christian Andersen — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  7. 1 2 KulturNav — 2015.
  8. 1 2 SNAC — 2010.
  9. 1 2 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  10. 1 2 Nationalencyklopedin — 1999.
  11. 1 2 Find a Grave — 1996.
  12. 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  13. 1 2 IMSLP — 2006.
  14. 1 2 https://web.archive.org/web/20170323062220/http://jeugdliteratuur.org/auteurs/hans-christian-andersen
  15. 1 2 NooSFere — 1999.
  16. 1 2 filmportal.de — 2005.
  17. 1 2 BD Gest’
  18. 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
  19. 1 2 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  20. 1 2 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  21. ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
  22. 1 2 Salzburgwiki
  23. 1 2 Babelio — 2007.
  24. ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija / A. Vujić — LZMK, 2005.
  25. 1 2 3 Archivio Storico Ricordi - digital collection
  26. 1 2 ПроДетЛит — 2019.
  27. ↑ https://www.telegraph.co.uk/technology/google/7546807/Hans-Christian-Andersen-honoured-in-Google-doodle.html
  28. 1 2 3 4 Katalog der Deutschen Nationalbibliothek
  29. ↑ AllMusic — 1991.
  30. ↑ RKDartists
  31. ↑ https://theaterencyclopedie.nl/wiki/index.php?curid=4272
  32. ↑ Národní autority České republiky
  33. ↑ https://www.britannica.com/biography/Hans-Christian-Andersen-Danish-author
  34. ↑ KulturNav — 2016.
  35. ↑ http://www.telegraph.co.uk/travel/destination/denmark/148125/A-weekend-break-in...-Copenhagen.html
  36. ↑ http://www.bbc.co.uk/norfolk/kids/nightingale_preview.shtml
  37. ↑ https://www.hebban.nl/het-gouden-penseel
  38. ↑ https://finlandabroad.fi/web/swe/ajankohtaista/-/asset_publisher/TV8iYvdcF3tq/content/pohjantahden-ritarikunnan-kunniamerkki-leif-tengstromille/384951
  39. 1 2 Dansk Biografisk Leksikon, 3. udgave — 3 — 1984.
  40. ↑ https://www.visitodense.com/tourist/what-do/hans-christian-andersen/hans-christian-andersen-q