გრინპისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრინპისი
Greenpeace
ინგლ. Greenpeace
შეიქმნა 1971. ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა
ტიპი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია
მიზანი ბუნების დაცვა
ემსახურება რეგიონს ყველა ქვეყანაში
დამფუძნებელი (-ები) Irving Stowe, Dorothy Stowe, Jim Bohlen, Paul Côté, Robert Hunter და Ben Metcalfe
https://www.greenpeace.org/international/

გრინპისი (ინგლ. Greenpeace „მწვანე მშვიდობა“) — საერთაშორისო საზოგადოებრივი ბუნებისდამცველი ორგანიზაცია, დაარსდა კანადაში 1971 წელს.

მისი ძირითადი მიზანია გლობალური ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, მათზე საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიქცევის გზით. გრინპისი ცდილობს შეცვალოს ადამიანების დამოკიდებულება, დედამიწის ბუნებრივი სიმდიდრეების მიმართ. გრინპისი არსებობს მხოლოდ მომხრეების და კერძო საქველმოქმედო ფონდების შემოწირულობის ხარჯზე, პრინციპულად არ იღებს ფინანსურ დახმარებას, სახელმწიფო, კომერციული სტრუქტურებისგან და პოლიტიკური პარტიებისგან. გრინპისი დღესდღეობით არის ძლიერი საერთაშორისო ძალა, რომელიც 2,5 მილიონი ადამინის მხარდაჭერას ეყრდნობა. გრინპისი მიზნების მიღწევის დროს არ იყენებს არავითარ აგრესიას, მისი პროტესტი მხოლოდ მშივიდობიანი მეთოდებით არის გამოხატული. გრინპისში სამუშაო მიმართულებებს კომპანიები ჰქვია.

ნავთობის კომპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრინპისის საპროტესტო აქცია Esso/Exxon Mobil წინააღმდეგ

გრინპისის აქტივისტები ატარებენ საპროტესტო აქციებს ნავთობპროდუქტების გამოყენების წინააღმდეგ, რადგანაც მათი გამოყენების დროს ატმოსფეროში გამოიყოფა ბევრი ტოქსიკური ნივთიერება.

ზოგიერთ რადიკალურად განწყობილ გრინპისის წევრებს ჰქონიათ მცდელობები, შეეღწიათ ტანკერებზე, რომელთაც ნავთობი გადაჰქონდათ. ერთ–ერთი დიდი გამარჯვება გრინპისელებისა მსგავს კამპანიებში იყო ნავთობის პლათფორმის „ბრენთ სპარის“ (ინგ.Brent Spar) ჩაძირვაზე უარის თქმა ბრიტანული კომპანიის Shell-ის მიერ 1995 წელს, რადგანაც ის შეიცავდა ბევრ ტოკსიკურ ნივთიერებას. რამდენიმე აქტივისტმა შეძლო პლათფორმაზე გადასულიყო და საკუთარი თავი მიეჯაჭვა მასზე.

რასაც მოყვა მასმედიის და საზოგადოების მწვავე რეაქცია, ასევე Shell–ის აქციების ფასების ვარდნა.

ყველაფრისდა მიუხედავად ბრიტანეთის პარლამეტმა ნება დართო Shell–ს ამ პროცედურის ჩატარებაზე, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ ჩაეძიერა პლათფორმა და მოქცეულიყო ისე, როგორც მას აქტივისტები ურჩევდნენ: დაეშალათ პლათფორმა ხმელეთზე.

აქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იან წლებში გრინპისმა მრავალი აქცია ჩაატარა, ვეშაპების კომერციული მიზნებისთვის დაჭერის წინააღმდეგ. პირველ ექსპედიციაში გრინპისელები გაემრთნენ კანადიდან, ქალაქ ვანკუვერიდან, რათა გაემართათ საპროტესტო აქცია საბჭოთა ვეშაპმჭერი გემების წინააღმდეგ.

ისინი პატარა გასაბერი ნავებით, მანევრირებდნენ გემებსა და ცხოველებს შორის, რათა არ მიეცათ ვეშაპმჭერი გემებისთვის ვეშაპების ჰარპუნით დაჭერის საშუალება. ეს იყო ისტორიაში პირველი პროტესტი ვეშაპმჭერების და მათი სასტიკი რეწვის მიმართ. გრინპისელები აგრძელებდნენ ამ ტაქტიკით ბრძოლას ისლანდიელი, ესპანელი და იაპონელი ვეშაპმჭერების წინააღმდეგ. 1982 წელს გრინპისმა მიაღწია იმას, რომ საერთაშორისო ვეშაპმჭერ კომისიას გამოეცხადებინა მორატორიუმი, ვეშაპების კომერციულ დაჭერაზე, რომელიც ძალაში შევიდა 1986 წელს. 1994 წელს ანტარქტიკული ზღვები ვეშაპებისთვის გამოცხადდა ნაკრძალად.

1997 წელს გრინპისის აქტივისტებმა, რამდენიმე ხნით დაიკავეს კუნძული როკოლი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნები სადაც არის გრინპისის ფილიალები

რეგიონალური ოფისები: ავსტრია, უნგრეთი, სლოვაკეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ისრაელი, ლიბანი, მალტა, თურქეთი, ინდონეზია, ტაილანდი, ფილიპინები, ავსტრალია, პაპუა-ახალი გვინეა, სოლომონის კუნძულები, ფიჯი

ნაციონალური ოფისები: ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდენი პორტუგალია, რუსეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია, კონგო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, კანადა, აშშ, მექსიკა, არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, ახალი ზელანდია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]