დიდი ქვეყანა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიდი ქვეყანა
ჟანრი ვესტერნი
დამდგმელი რეჟისორი უილიამ უაილერი
პროდიუსერი გრეგორი პეკი, უილიამ უაილერი
სცენარის ავტორი რობერტ უაილდერი
ნაწარმოები დიდი ქვეყანა
- დონალდ ჰემილტონი
როლებში გრეგორი პეკი, ჯინ სიმონსი
კომპოზიტორი ჯერომ მოროსი
ოპერატორი ფრანც პლეინერი
მონტაჟი რობერტ ფლეჩერი, ჯონ ფაურე, რობერტ სვინკი
დისტრიბუტორი United Artists
გამოსვლის თარიღი 1 ოქტომბერი, 1958
ხანგრძლივობა 165 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
შემოსავალი $4 მლნ

დიდი ქვეყანა (ინგლ. The Big Country) — უილიამ უაილერის 1958 წლის ვესტერნის ჟანრის ფილმი, რომელიც გადაღებულია ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ბერლ აივზმა მიიღო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება ვითარდება ააშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში, XIX საუკუნეში. გაშლილ ველსა და კანონიონებით დაფარულ დიდ ტერიტორიაე მდებარეობს ორი დასახლება. ერთი ეკუთვნის მაიორ ჰენრი ტერილს, მეორე კი გლეხ რუფუს ჰენესის. ტერილიცა ჰენესიც საკუთარი ნახირისთვის ერთსა და იმავე მდინარეს იყენებს, რაც მათ შორის მტრობის საბაბია. ჰენრი ტერილი მდიდარია, მას ბევრი დაქირავებული და დიდი ნახირი ჰყავს. რუფუს ჰენესის კი ლოთი ვაჟებისა და დიდი სანათესაოს მეტი არაფერი გააჩნია. ერთ დღეს ქვეყანაში გამოჩნდება ჯეიმზ მაკ-კი, გემის კაპიტანი, რომელიც ჰენრი ტერილის ქალიშვილზეა დანიშნული. ჯეიმზი ადგილობრივებს არ მოსწონთ, რადგან ის უარს ამბობს დაუმორჩილებელ ცხენზე შეჯდომაზე და ჩხუბზე ჰენრი ტერილის მოჯამაგირების უფროს სტივთან. მაკ-კი გადაწყეტს, ბოლო მოუღოს მხარეში არსებულ მტრობას ორ გვარს შორის.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]