გრანადა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრანადა (მრავალმნიშვნელოვანი).
გრანადა
სრული სახელი Granada Club de Fútbol, S.A.D.
მეტსახელი ნასრიდები (ესპ. Nazaríes)
გრანა (ესპ. El Graná)
დაარსდა 14 აპრილი, 1931; 93 წლის წინ (1931-04-14)
სტადიონი ნუევო ლოს კარმენესი
გრანადა, ესპანეთი
(ტევადობა: 23,934 მაყურებელი)
პრეზიდენტი ჩინეთის დროშა ციან ლიჟანგი
მწვრთნელი ინგლისის დროშა ტონი ადამსი
კაპიტანი საფრანგეთის დროშა დიმიტრი ფულკიე
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2016-17 პრიმერა დივიზიონი, მე-20 ადგილი (დაქვეითდა)
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი „გრანადა“ (ესპ. Granada Club de Fútbol) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1921 წელს, ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ გრანადაში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ნუევო ლოს კარმენესზე.

„რეალ ბეტისთან“ და „სევილიასთან“ ერთად „გრანადა“ არის მესამე ანდალუზიური კლუბი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში. პირველად უმაღლეს ლიგაში აღზევდა 1941-42 წლების სეზონში, სადაც ჯამში 20 სეზონი გაატარა. საუკეთესო შედეგია მე-6 ადგილი, რომელიც 2 სეზონში დაიკავა. 1959 წელს ითამაშა ესპანეთის თასის ფინალში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 1931 წლის 14 აპრილს, როგორც „რეკრეატივო გრანადა“,[1] პირველი პრეზიდენტი იყო ხულიო ლოპეს ფერნანდესი. პირველი საფეხბურთო მატჩი „გრანადამ“ ჩაატარა ხაენის „დეპორტივოს“ წინააღმდეგ, სადაც გაიმარჯვა ანგარიშით 2-1. ამ მატჩში კლუბის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა ანტონიო ბომბილიარმა.

1941-42 წლების სეზონში „გრანადა“ პირველად აღზევდა პრიმერა დივიზიონში. შემდეგ 80-იან წლებამდე კლუბი ან პრიმერა დივიზიონში ასპარეზობდა ან სეგუნდა დივიზიონში. 70-იან წლებში „განადამ“ ზედიზედ 8 სეზონი გაატარა უმაღლეს ლიგაში და 2 სეზონში (1971-72 და 1972-73) დააფიქსირა კლუბის ისტორიის საუკეთესო შედეგი, მე-6 ადგილი.

1959 წელს „გრანადამ“ შეძლო ესპანთის თასის ფინალში გასვლა, სადაც სანტიაგო ბერნაბეუზე დამარცხდა „ბარსელონასთან, ანგარიშით 4-1.

1980-იან წლების დიდი ნაწილი კლუბმა გაატარა სეგუნდა დივიზიონსა და სეგუნდა დივიზიონ ბ-ში (დონით მესამე ჩემპიონატი). 2002-03 წლების სეზონში, ფეხბურთელებზე ხელფასების არ გადახდის გამო დაქვეითდა დონით მეოთხე ჩემპიონატში.[2] 4 სეზონის შემდეგ, „გრანადაში“ მოვიდნენ მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი და მისი შვილი პაკო, მათი დახმარებით კლუბმა შეძლო ჩემპიონატის მოგება და დონით მესამე ჩემპიონატში აღზევება. თუმცა კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა.

გრანადა „დეპორტივოს“ წინააღმდეგ

„გრანადამ“ ოთხი სეზონი გაატარა დონით მესამე ჩემპიონატშიც. 2009 წლის ივლისში, პინანსური პრობლემების გამო კლუბი დახურვის პირას იყო.[3] პრობლემა მოგვარდა „უდინეზესთან თანამშრომლობით, რომელმაც „გრანადისგან“ ბევრი ფეხბურთელი შეიძინა, ხოლო „უდინეზესგან“ ანდალუზიურმა კლუბმა დუბლშემადგენლობით და აკადემიის ფეხბურთელებით მიიღო შევსება.[3] 2009-10 წლების სეზონში „გრანადამ“ შეძლო პირველი ადგილის დაკავება რეგიონულ ჩემპიონატში, გაიმარჯვა პლეი-ოფში და 22 წლიანი პაუზის შემდეგ აღზევდა სეგუნდა დივიზიონში.

2010-11 წლების სეზონში, კლუბმა დაიკავა მე-5 ადგილი. მოთამაშეების უმეტესობა იჯარის წესით ირიცხებოდა „უდინეზედან“.[3] 2011 წლის 18 ივნისს, სეგუნდა დივიზიონის პლეი-ოფში „გრადანამ“ პენალტების სერიაში დაამარცხა „სელტა (1-1) და სტუმრად გატანილი გოლის წესით „ელჩე“ (ანგარიში ჯამში 1-1), შედეგად 35 წლიანი პაუზის შემდეგ აღზევდა პრიმერა დივიზიონში.[4][5]

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე პორტუგალია პორტუგალია რუი სილვა
3 მცველი ურუგვაი ურუგვაი გასტონ სილვა
4 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი სერხი სამპერი
5 მცველი ნიგერია ნიგერია უჩე აგბო
6 მცველი ესპანეთი ესპანეთი დავიდ ლომბანი
7 თავდამსხმელი კოლუმბია კოლუმბია ადრიან რამოსი
8 ნახევარმცველი განა განა მუბარაკ ვაკასო
9 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ესეკიელ პონსე
10 ნახევარმცველი კოტ-დ’ივუარი კოტ-დ’ივუარი ჟერემი ბოგა
11 ნახევარმცველი საბერძნეთი საბერძნეთი პანაგიოტის კონე
13 მეკარე მექსიკა მექსიკა გილიერმო ოჩოა
14 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი ფრანკ ტაბანუ
15 ნახევარმცველი ისრაელი ისრაელი ომერ ატცილი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 ნახევარმცველი მაროკო მაროკო მეჰდი კარსელა-გონსალესი
17 მცველი პორტუგალია პორტუგალია რუბენ ვეზუ
18 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ანდრეას პერეირა
19 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ისააკ კუენკა
20 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი მატიე სონიე
21 ნახევარმცველი სლოვენია სლოვენია რენე კრჰინი
22 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი დიმიტრი ფულკიე (კაპიტანი)
23 მცველი ესპანეთი ესპანეთი ექტორ ერნანდესი
24 თავდამსხმელი უკრაინა უკრაინა არტემ კრავეცი
25 მცველი ისლანდია ისლანდია სვერირ ინგასონი
26 ნახევარმცველი კოტ-დ’ივუარი კოტ-დ’ივუარი ვიქტორიენ ანგბანი
34 ნახევარმცველი მალი მალი ალი მალე

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Datos del club (Club data); Granada official website (ესპანური)
  2. 22 años en el infierno Spanish. Granada Hoy (20 ივნისი, 2011). ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 How Udinese beat the system and stands at the gates of La Liga. A Football Report (14 ივნისი, 2011). ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2011.
  4. Granada promoted to La Liga. Sky Sports (18 ივნისი, 2011). ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2011.
  5. Granada, en Primera 35 años después Spanish. Marca (18 ივნისი 2011). ციტირების თარიღი: 18 ივნისი 2011.