გოჯი ზურებიანი
გოჯი ზურებიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1906 მულახი, მესტიის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი |
1975 მულახი, მესტიის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ალპინისტი |
გოჯი ზურებიანი (დ. 1906, მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი, — გ. 1975, იქვე) — ქართველი მთამსვლელი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950).[1] ალპინიზმით დაკავდა 1937 წელს. სსრკ-ში პირველმა განახორციელა ჯგუფთან ერთად კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937). მონაწილეობდა ა. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მცირე (ლეხზირი-ულუყარა) და დიდ (წურუნგალა–აილამა–შხარა) ტრავერსებში (1940), კაკო მარის ხელმძღვანელობით უშბაზე და რამდენიმე უსახელო მწვერვალზე ჩატარებულ ექსპედიციებში (1946–1947), ტრავერსში შხელდაზე (1949). იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1950, შხელდა–უშბა). მოპოვებული აქვს ოქროს მედალი შხელდა-უშბის ტრავერსის გავლისათვის (1950).[2] დაჯილდოებულია (1940, 1943-45) საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, სსრკ და საქართველოს სპორტკომიტეტების საპატიო სიგელებით, მედლებით „მამაცობისათვის“ და „კავკასიის დაცვისთვის“. გოჯი ზურებიანი იყო სვანეთის უფროსი თაობის ერთ-ერთი წამყვანი ალპინისტი.[3]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 404.
- კავკასიონზე (კრებული), შემდგ. დ. ფურცელაძე, რედ. ნ. კეცხოველი, თბ., 1959.