შინაარსზე გადასვლა

კაკო მარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაკო მარი
დაბადების თარიღი 2 დეკემბერი, 1902
დაბლაციხე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 17 სექტემბერი, 1990 (87 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ალპინისტი

ივანე (კაკო) მარი (დ. 2 დეკემბერი, 1902, დაბლაციხე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 17 სექტემბერი, 1990, თბილისი) — ქართველი მთამსვლელი და მთამსვლელობის ორგანიზატორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952).[1] სამხედრო ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. კაკო მარი პროფესიით იყო ეკონომისტი, მეცნიერ-თანამშრომელი. ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936) და თავმჯდომარე (1940-43), საქართველოს სამთო-სამაშველო სამსახურის უფროსი, მთამსვლელობის უფროსი ინსტრუქტორი, საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985). იყო ალპინისტურ კლუბ „წეის“ დირექტორი (1938-39). მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ასვლა მყინვარწვერზე ახალი, სამხრეთ-აღმოსავლეთი გზით (1932), ნამყვამ-წურუნგალა-აილამისა (1947) და შხელდა-უშბის (1950) ტრავერსები, სასიმაღლო-სპორტული ასვლები პამირში (1962) და სხვა.[2] დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით.[3]

  • ჯაფარიძე, ივანე., სპორტის დამსახურებული ოსტატები, გვ., 243, თბ., 2010.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]