წურუნგალა
იერსახე
წურუნგალა | |
---|---|
კოორდინატები: 42°56′15″ ჩ. გ. 43°11′10″ ა. გ. / 42.937556° ჩ. გ. 43.186278° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4222 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
წურუნგალა — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ყორულდაშის (ცხენისწყლის მდგენელი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4222 მ. აგებულია ქვედა იურული თიხაფიქლებით. წურუნგალის ქვედა კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ზედაზე — სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი. სამხრეთ კალთის ძირას არის ალპინისტური ბანაკი „აილამა“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 351.