შინაარსზე გადასვლა

გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი

გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი — მუზეუმი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში. სახლში დაიბადა ქართველი ინჟინერი და ქორეოგრაფი გიორგი სალუქვაძე.

შენობა წარმოადგენს ერთსართულიან ოდას. გადახურულია კრამიტით. ხის ღია აივანი შემკულია ნახარატევი მოაჯირით, ჩუქურთმიანი სვეტისთავებით და კამარებით. ოდა ნაგებია წაბლის ხის მასალით, შუაში ამოსენებულია აგურის ბუხარი. მუზეუმის ეზოში დგას 1913 წელს დარგული ცაცხვის ხე. მუზეუმში პერიოდულად იმართება ადგილობრივი კულტურული ღონისძიებები, მათ შორის კალანდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21037