არჩეულის ეგნატე ნინოშვილის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არჩეულის ეგნატე ნინოშვილის მუზეუმი
Museum of Egnate Ninoshvili.jpg
მუზეუმის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
კოორდინატები: კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
დაარსდა 1950
მდებარეობა არჩეული
სტატუსი სახლ-მუზეუმი
ექსპონატი 6 ათასი
დირექტორი ავთანდილ გოგიჩაიშვილი

არჩეულის ეგნატე ნინოშვილის მუზეუმიმუზეუმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ოფიციალურად გაიხსნა 1950 წლის 18 იანვარს ცნობილი ქართველი მწერლის ეგნატე ნინოშვილის პატივსაცემად. მუზეუმი შედგება ოთხი საგამოფენო დარბაზისაგან. პირველ დარბაზში ნინოშვილის ბავშვობის წლების ამსახველი განყოფილებაა. მეორე დარბაზში გამოფენილია მწერლის მიერ არალეგალური ცხოვრების პირობებში შექმნილი რომანის „ჯანყი გურიაში“ ილუსტრაციები. მესამე დარბაზში ეგნატესა და ნადასი კალანდაძის უიღბლო სიყვარულის ამსახველ ამბებს მოგვითხრობს, რომლის შესახებაც მწერალმა მოგვითხრო თავის ნაწარმოებში „ქრისტინე“. მეოთხე დარბაზი მთლიანადაა მიძღვნილი თემისადმი: „ეგნატე და თანამედროვეობა“.

ამჟამად მუზეუმში დაცულია 6 ათასამდე ექსპონატი.

მუზეუმი განთავსებულია გურული ტიპის ოდა-სახლში. სახლი აგებულია წაბლის ხის მასალისაგან, ერთსართულიანია, შემდგარია ქვის ბოკონებზე, შედგება სამი ოთახისგან. შენობას ამშვენებს რიკულებიანი აივნები ხის კიბით, გადახურულია მარსელის კრამიტით, სამთავე ოთახში არის ბუხარი. სახლი საგვარეულო იყო, იგი ეკუთვნოდა ეგნატეს მამას, ბიძას და მამიდებს. ოთახები მოწყობილია მათი მემორიალური ნივთებით. სახლს გარშემო აკრავს ნაკრძალი ტყე, ასწლოვანი ხეებით, საერთო ფართობით 7 ჰექტრამდე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი, თბ. 1984 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: