გერმანულენოვანი ქვეყნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გერმანულენოვანი ქვეყნები — ქვეყნები, სადაც გერმანულ ენას აქვს ოფიციალური სტატუსი და/ან სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფლობს მას. გერმანული ენა მიეკუთვნება ინდოევროპული ენათა ოჯახის გერმანიკული ენების ჯგუფის დასავლეთ-გერმანიკული ენების ქვეჯგუფს და ისეთი ქვეყნების ოფიციალური სახელმწიფო ენაა, როგორებიცაა გერმანია (დაახლოებით 76-77 მილიონი მოლაპარაკე), ავსტრია (7,5 მილიონი მოლაპარაკე), ლიხტენშტაინი, ასევე შვეიცარიის (4,6 მილიონი მოლაპარაკე, ანუ მთლიანი მოსახლეობის 72,4 %), ლუქსემბურგის და ბელგიის ერთ-ერთი ოფიციალური ენა. გერმანულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ჯგუფები ასევე ცხოვრობენ საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, რუსეთში, პოლონეთში და რუმინეთში.

"გერმანული ენის გავრცელების არეალი ევროპაში":
  ოფიციალური ენა (დე-იურე ან დე-ფაქტო) და მოსახლეობის უმრავლესობის მშობლიური ენა
  გერმანული, როგორც ოფიციალური ენა, მაგრამ არამშობლიური მოსახლეობის უმრავლესობისათვის
  გერმანული (ან მისი დიალექტი) მოსახლეობის უმცირესობისათვის იურიდიულად აღიარებული ენაა
  გერმანულ (ან მისი მსგავსი ვარიანტები) ენაზე საუბრობს მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი და არ აქვს იურიდიული სტატუსი

დიალექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურული გერმანული ენა (Hochdeutsch) საყოველთაოდ მიღებულია განათლების და საქმის წარმოების სფეროში, ოფიციალურ დაწესებულებებში და სხვა ოფიციალურ სტრუქტურებში. არსებობს გერმანული ენის ბევრი რეგიონალური დიალექტი, მაგალითად, ქვემო გერმანული, რომელზეც ლაპარაკობენ ქვეყნის ჩრდილოეთში (ის რაღაცით ჰგავს ნიდერლანდურ ენას და უფრო ახლოს დგას ინგლისურ ენასთან, ვიდრე ლიტერატურულ გერმანულთან), შვაბური სამხრეთ-დასავლეთში, ბავარიული სამხრეთში და ზემო საქსონური სამხრეთ-აღმოსავლეთში. ავსტრიაში და შვეიცარიაში გამოიყენება ლიტერატურული გერმანული ენის საკუთარი ვარიანტები (შესაბამისად, ავსტრიული და შვეიცარიული, რომლებიც არ უნდა აგვერიოს ბავარიულ ენასთან ან შვეიცარიულ დიალექტთან), რომლებიც განსხვავდებიან ფონეტიკის, მორფოლოგიის და ლექსიკის ზოგიერთი თავისებურებებით.

D-A-CH[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამი მსხვილი გერმანულენოვანი ქვეყანა შეიძლება ავღნიშნოთ აბრევიატურით DACH (დახ), რომელიც ნიშნავს D (გერმანიას, Deutschland), A (ავსტრიას (ლათ. Austria) და CH (შვეიცარიას, ლათ. Confoederatio Helvetica). აბრევიატურა უპირატესად გამოიყენება ღონისძიებების, კონფერენციების დასახელებისთვის, მაგალითად, «DACH Meteorologentagung»[1] ან ამ სამი ქვეყნის საერთო პროექტებისათვის. ნავიგატორებისთვის ასევე არსებობს იმავე დასახელების ელექტრონული ბარათები[2].

გერმანული ოფიციალური ენის სახით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანული ენა 6 სუვერენული სახელმწიფოს ოფიციალური ენაა, რომელთაგან თითოეული მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. ამ ქვეყნებს (სამხრეთ ტიროლის დამატებით) ასევე შექმნილი აქვთ გერმანული მართლწერის საბჭო.

ქვეყანა მოსახლეობა
2014/2015 წლები
ენა შენიშვნა
გერმანულ ენაზე მოლაპარაკე[3][4][5] მეორე ენა[3][5]
გერმანიის დროშა გერმანია 81 083 600 74 430 000 (91,8 %) 5 600 000 (6,9 %) ერთადერთი საერთოეროვნული ოფიციალური ენა
ბელგიის დროშა ბელგია 11 245 629 73 000 (0,6 %) 2 472 746 (22 %) დე-იურე საერთოეროვნული ოფიციალური ენა (მოსახლეობის უმრავლესობის ენა მხოლოდ გერმანულენოვან თემში)
ავსტრიის დროშა ავსტრია 8 602 112 7 999 964 (93 %) 516 000 (6 %) დე-იურე ერთადერთი საერთოეროვნული ოფიციალური ენა
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 8 256 000 5 329 393 (64,6 %) 395 000 (5 %) ოფიციალური ენა ფედერალურ დონეზე; დე-იურე ერთადერთი ოფიციალური ენა 26 კანტონიდან 17-ში
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი 562 958 11 000 (2 %) 380 000 (67,5 %) დე-იურე საერთოეროვნული ოფიციალური ენა
ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი 37 370 32 075 (85,8 %) 5200 (13,9 %) დე-იურე ერთადერთი საერთოეროვნული ოფიციალური ენა
ჯამი 109 787 669 87 875 432 9 368 946 მოლაპარაკეთა ჯამი: 97 244 378

გერმანული ენა რეგიონებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანული, ან მისი ერთ-ერთი დიალექტი, ოფიციალური ენაა რამდენიმე ქვეყნის ადმინისტრაციულ ერთეულში. თითოეულ ამ რეგიონში, გერმანული ენა, ქვეყანაში არსებულ სახელმწიფო ენასთან ერთად, ოფიციალური ენაა ადმინისტრაციულ დონეზე.

რეგიონი ქვეყანა მოსახლეობა
2006/2011 წლები
გერმანულ ენაზე
მოლაპარაკენი
შენიშვნა
Flag of South Tyrol.svg ბოლცანოს პროვინცია იტალიის დროშა იტალია 511 750 354 643 (69,3 %)[6] ოფიციალური ენა პროვინციის დონეზე; გათანაბრებულია იტალიურთან]]
POL województwo opolskie flag.svg ოპოლეს სავოევოდო (28 კომუნა)
POL województwo śląskie flag.svg სილეზიის სავოევოდო (3 კომუნა)
პოლონეთის დროშა პოლონეთი 250 000 ~50 000 (~20 %)[7] დამხმარე ენა 31 კომუნაში;[8]
ასევე ეროვნული უმცირესობის ენა[9]
Bandeira do Espírito Santo.svg ესპირიტუ-სანტუ (5 მუნიციპალიტეტი)
Bandeira de Santa Catarina.svg სანტა-კატარინა (2 მუნიციპალიტეტი)
Bandeira do Rio Grande do Sul.svg რიუ-გრანდი-დუ-სული (2 მუნიციპალიტეტი)
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 205 000 n/a ოფიციალური ენა 9 მუნიციპალიტეტში[10];
ასევე ენა კულტურულ ღონისძიებებში ესპირიტუ-სანტუს შტატში[11]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]