პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა
პორტ. Comunidade dos Países de Língua Portuguesa
შეიქმნა 17 ივლისი, 1996
სტატუსი მოქმედი
ტიპი საერთაშორისო ორგანიზაცია
წევრები 9 წევრი სახელმწიფო
6 დამკვირვებელი სახელმწიფო
ენა პორტუგალიური
მდივანი მოზამბიკის დროშა მურად მურარგი
თავმჯდომარე Francisco Ribeiro Telles
პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა რუკა
პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა რუკა
http://www.cplp.org/

პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა (პორტ. Comunidade dos Países de Língua Portuguesa, CPLP) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1996 წლის 17 ივლისს და აერთიანებს იმ ქვეყნებს, სადაც პორტუგალიური ენა ოფიციალური სახელმწიფო ენაა.

თანამეგობრობაში შედიან პორტუგალია და მისი ყოფილი კოლონიები — ანგოლა, ბრაზილია, გვინეა-ბისაუ, ეკვატორული გვინეა[1], კაბო-ვერდე, მოზამბიკი, სან-ტომე და პრინსიპი. 2002 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თანამეგობრობას შეუერთდა აღმოსავლეთი ტიმორი[2]. ამას გარდა, ორგანიზაციაში დამკვირვებლების სახით შედიან თურქეთი[1], იაპონია[1], მავრიკი[3], ნამიბია[1], საქართველო[1] და სენეგალი[4].

2005 წელს თანამეგობრობის წევრმა ქვეყნებმა ანგოლის დედაქალაქ ლუანდის თათბირზე, 5 მაისი გამოაცხადეს პორტუგალიური ენის და კულტურის სადღესასწაულო დღედ მთელ მსოფლიოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 X Conferência de Chefes de Estado e de Governo da Comunidade dos Países de Língua Portuguesa Portuguese. CPLP (23 July 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 23 July 2014.
  2. DECLARAÇÃO SOBRE A ACEITAÇÃO DO PEDIDO DE ADESÃO DA REPÚBLICA DEMOCRÁTICA DE TIMOR-LESTE À CPLP Portuguese. CPLP (1 August 2002). ციტირების თარიღი: 23 July 2014.
  3. Observadores Associados Portuguese. CPLP. ციტირების თარიღი: 23 July 2014.
  4. Venezuela, Ucrânia e Croácia querem ser da CPLP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-15. ციტირების თარიღი: 2016-04-01.