გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 853

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 853

აღდამის რაიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა
თარიღი 29 ივლისი 1993
სხდომა № 3259
კოდი S/RES/853 (დოკუმენტი)
თემა სომხეთი-აზერბაიჯანი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 853 მიიღეს ერთხმად 1993 წლის 29 ივლისს. უშიშროების საბჭოს 822 რეზოლუციის (1993) დადასტურების შემდეგ, საბჭომ შეშფოთება გამოხატა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუარესების გამო და დაგმო აღდამისა და აზერბაიჯანის სხვა რაიონების ოკუპაციას, და მოითხოვა სომხების მიერ აღნიშნული ტერიტორიებიდან ჯარების სრულ გაყვანას.[1]

რეზოლუციის ტექსტი იწყება დაუყოვნებლივ ცეცხლის და საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით, რომელშიც აღინიშნა მშვიდობიანი მოსახლეობა და სახლების დაბომბვა, აგრეთვე საბჭომ მოითხოვა რეგიონში საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად შესვლა. საბჭომ, ასევე მოუწოდა ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ეკონომიკური კავშირების აღდგენას ამ პროცესის ფარგლებში, მოუწოდა გენერალურ მდივანს, ბუტროს ბუტროს-გალისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ დევნილთა დახმარება.

კონფლიქტის აღმოფხვრის მცდელობებთან დაკავშირებით, საბჭომ დადებითად შეაფასა ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობა, რომელსაც იან ელიასონი ხელმძღვანელობდა,[2] მაგრამ შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტის უარყოფით გავლენაზე კომისიის მუშაობაზე. ამასთან დაკავშირებით, საბჭომ მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ იმ ქმედებებისგან, რომლებიც ხელს შეუშლიან საკითხის მშვიდობიანად მოგვარებას. საბჭომ, მიესალმა ამ უკანასკნელის მიერ, რეგიონში მონიტორინგის მისიის შექმნას.

საბჭომ, სთხოვა სომხეთის მთავრობას გამოიყენოს თავისი გავლენა აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომხებზე, რათა მათ დაიცვან 822-ე და მიმდინარე რეზოლუცია, ასევე მინსკის ჯგუფის ამჟამინდელი დადგენილები და წინადადებები. საბჭომ, ასევე მოუწოდა ქვეყნებს, თავი შეიკავონ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიწოდებას დაპირისპირებულ მხარეებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის გააქტიურება.

საბოლოოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის განხილვისას, მეორე რეზოლუციაში საბჭომ გენერალურ მდივანს, სსკ-ის თავმჯდომარესთან, ასევე მინსკის ჯგუფის თავმჯდომარესთან კონსულტაციების შემდეგ, მოითხოვა მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ambrosio, Thomas (2001). Irredentism: ethnic conflict and international politics. Greenwood Publishing Group, გვ. 159. ISBN 978-0-275-97260-8. 
  2. Chayes, Abram (1996). Preventing conflict in the post-communist world: mobilizing international and regional organizations. Brookings Institution Press, გვ. 520. ISBN 978-0-8157-1385-2.