გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 884

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Small Flag of the United Nations ZP.svg
გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუცია 884
Zangilan in Azerbaijan.svg
ზანგილანის რაიონი აზერბაიჯანში
თარიღი 12 ნოემბერი 1993
სხდომა № 3313
კოდი S/RES/884 (დოკუმენტი)
თემა სომხეთი-აზერბაიჯანი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 884 მიიღეს ერთხმად 1993 წლის 12 ნოემბერს. უშიშროების საბჭოს 822-ე (1993), 853-ე (1993) და 874-ე (1993) რეზოლუციების შეხსენების შემდეგ, საბჭომ შეშფოთება გამოხატა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობასა და მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევების გამო, კერძოდ, ზანგილანის რაიონისა და ჰორადიზის ოკუპაციის გამო.

საბჭომ, ასევე დაგმო აზერბაიჯანში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები და დაბომბვები, რისთვისაც მოუწოდა სომხეთის მთავრობას გამოიყენოს თავისი გავლენა მთიანი ყარაბაღის სომხების მიერ წინა უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასა და დაცვას. ასევე მიესალმა ეუთოს მინსკის ჯგუფის დეკლარაციას ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

რეზოლუციამ მოითხოვდა მხარეებს, დაუყოვნებლივ საომარი მოქმედებების შეწყვეტას, ზანგილანის რაიონიდან და ქალაქ ჰორადიზიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას, ასევე აზერბაიჯანის სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ძალების გაყვანას. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლოდროინდელ დარღვევებთან დაკავშირებით, საბჭომ მოუწოდა მხარეებს მიიღონ რუსეთის მთავრობასა და ეუთოს მინსკის ჯგუფს შორის შეთანხმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. საბჭომ, ასევე სთხოვა სხვა ქვეყნებს, თავი შეიკავონ კონფლიქტში ჩარევისაგან, განსაკუთრებით კი ირანს, რომელიც აზერბაიჯანულ-ირანულ საზღვართან საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, თავისი ჯარები გადაისროლა საზღვარზე.[1]

საბოლოოდ, საბჭომ გენერალურ მდივანს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაუწიონ ჰუმანიტარული დახმარება დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი დევნილებისთვის. შემდეგ, გენერალურ მდივანს, ბუტროს ბუტროს-გალისა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფს დაევალა, ამცნონ საბჭოს განვითარებული მოვლენების შესახებ.

ამ რეზოლუციის მიღების მიუხედავად, დაბომბვები და პერიოდული ბრძოლები გაგრძელდა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Croissant, Michael P. (1998). The Armenia-Azerbaijan conflict: causes and implications. Greenwood Publishing Group, გვ. 94–95. ISBN 978-0-275-96241-8. 
  2. Human Rights Watch/Helsinki (1994). Azerbaijan: Seven years of conflict in Nagorno-Karabakh. Human Rights Watch, გვ. 45. ISBN 978-1-56432-142-8.