გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 854

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 854

ოკუპირებული აფხაზეთი
თარიღი 6 აგვისტო 1993
სხდომა № 3261
კოდი S/RES/854 (დოკუმენტი)
თემა აფხაზეთი, საქართველო
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 854 მიიღეს ერთხმად 1993 წლის 6 აგვისტოს. გაეროს უშიშროების საბჭოს 849-ე რეზოლუციის მიხედვით, რომელიც ეხებოდა სამხედრო დამკვირვებლების განლაგებას, თუ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება შესრულდებოდა, საბჭომ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა და დამტკიცება, ასევე 10 სამხედრო დამკვირვებელი განლაგდა რეგიონში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაკვირვებლად.[1]

სამხედრო დამკვირვებელთა გუნდის მანდატი სამი თვის შემდეგ იწურებოდა, საბჭო მიიჩნევდა, რომ დამკვირვებელთა გუნდი უნდა გაერთიანებულიყო გაეროს დამკვირვებელთა მისიაში, თუ ასეთი მისია შეიქმნებოდა. იგეგმებობა გენერალური მდივანის, ბუტროს ბუტროს-გალის მოხსენება დამკვირვებელთა მისიის შემოთავაზებულ დადგენილებაზე, მათ შორის ფინანსურ ხარჯებსა და ვადებზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამკვირვებელთა მისია საქართველოში გაეროს 858 რეზოლუციით ჩამოყალიბდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Potier, Tim (2001). Conflict in Nagorno-Karabakh, Abkhazia and South Ossetia: a legal appraisal. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 130. ISBN 978-90-411-1477-8.