გაეროს რეზოლუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუცია (გაეროს რეზოლუცია) — ფორმალური ტექსტი, მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ორგანოს მიერ. თუმცა, გაეროს ნებისმიერმა ორგანომ შეიძლება გამოსცეს რეზოლუცია, მაგრამ პრაქტიკაში ყველაზე მეტ რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭო ან გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს.

სამართლებრივი სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპერტთა უმრავლესობა[1] მიიჩნევს, რომ გენერალური ასამბლეის რეზოლუციების უმრავლესობა არასავალდებულოა. გაეროს წესდების მე-10 და მე-14 სტატიები ეხება გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს, როგორც „რეკომენდაციებს“. გენერალური ასემბლეის რეზოლუციების სარეკომენდაციო ხასიათი, არაერთხელ ხაზგასმით საერთაშორისო სასამართლომაც აღნიშნა.[2] თუმცა, გენერალური ასამბლეის ზოგიერთი რეზოლუცია, რომელიც ეხება გაეროს შიდა საკითხებს, როგორიცაა საბიუჯეტო გადაწყვეტილებები ან ინსტრუქცია დაბალი რანგის ორგანოებს, სავალდებულოა.

გაეროს წესდების 25-ე მუხლის თანახმად, გაეროს წევრი ქვეყანა ვალდებულია, რომ „აღასრულოს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, მიმდინარე წინამდებარე წესდების შესაბამისად“. რეზოლუციები, მიღებული VII თავის მიხედვით, ითვლებიან სავალდებულოდ, მაგრამ VI თავის ქვეშ მიღებულების მიმართ, არ არსებობს აღსრულების მექანიზმები და ზოგადად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ითვლება არასავალდებულოდ. თუმცა, 1971 წელს, საერთაშორისო სასამართლოს წევრების მტკიცებით, ნამიბიის მიღებული უშიშროების საბჭოს სარეკომენდაციო რეზოლუციებს, სავალდებულო ხასიათის იყო.[3] ჰააგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა ერიკა დე-ვეტი და სხვები.[4] დე-ვეტი ამტკიცებს, რომ VI-ე თავი, შეუძლებელია იყოს სავალდებულო.

პრაქტიკაში, უშიშროების საბჭო არ განიხილავს თავის გადაწყვეტილებებს სავალდებულოს, VII თავის გარეთ.[4]

რეზოლუციის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს რეზოლუციები იცავენ საერთო ფორმატს. თითოეული რეზოლუცია შედგება სამი ნაწილისგან: სათაური, პრეამბულა და ოპერატიული მუხლები. მთელი რეზოლუცია შედგება ერთი დიდი წინადადებისგან, რომელიც ამოვსებულია მძიმეებით და წერტილ-მძიმეებით, და მხოლოდ ერთი წერტილით ბოლოში. სათაური შეიცავს რეზოლუციის მიმღები ორგანოს სახელს (იქნება ეს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეა ან სხვა დამხმარე ორგანო). პრეამბულის პუნქტები შეიცავს (ასევე ეწოდება პრეამბულის ფრაზები) მითითებებს, რომლის მეშვეობითაც განიხილება პრობლემა. ოპერატიული მუხლები (ასევე ეწოდება ოპერატიული ფრაზები) არის რეზოლუციის ძირითადი ნაწილი, სადაც განისაზღვრება მოქმედების კურსი, რომლის მეშვეობითაც საბჭო იღებს ლოგიკურ გზებს და რეკომენდაციებს. თითოეული ოპერატიული პუნქტი, ეფუძნება კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.

ბოლო ოპერატიული პუნქტი, უშიშროების საბჭოს მაინც, თითქმის ყოველთვის „ადგენს, საკითხზე კვლავ მუშაობას“ (ზოგჯერ „აქტიურად მუშაობას“). ამ წინადადების მნიშვნელობა გარკვეულწილად გაუგებარია, მაგრამ, ეს გარანტია იმისა, რომ საბჭო მომავალშიც დაუბრუნდება ამ თემას.[5]

სახეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს რეზოლუციები შეიძლება იყოს, როგორც არსებითი, ისე პროცედურული.

გარდა ამისა, რეზოლუციები კლასიფიცირდება ორგანოების მიერ, სადაც იგი მიიღეს, მაგალითად:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. e.g. Higgins (1994) p. 21
  2. Sergei A. Voitovich, International Economic Organizations in the Internatio xczcnal Legal Process, p. 95. Martinus Nijhoff Publishers, 1995. ISBN 0-7923-2766-7
  3. Legal Consequences for States of the Continued Presence of South Africa in Namibia (South West Africa) notwithstanding Security Council Resolution 276 (1970), Advisory Opinion of 21 June 1971 at paragraphs 87-116, especially 113: "It has been contended that Article 25 of the Charter applies only to enforcement measures adopted under Chapter VII of the Charter. It is not possible to find in the Charter any support for this view. Article 25 is not confined to decisions in regard to enforcement action but applies to "the decisions of the Security Council" adopted in accordance with the Charter. Moreover, that Article is placed, not in Chapter VII, but immediately after Article 24 in that part of the Charter which deals with the functions and powers of the Security Council. If Article 25 had reference solely to decisions of the Security Council concerning enforcement action under Articles 41 and 42 of the Charter, that is to say, if it were only such decisions which had binding effect, then Article 25 would be superfluous, since this effect is secured by Articles 48 and 49 of the Charter."
  4. 4.0 4.1 "The International Court of Justice took the position in the Namibia Advisory Opinion that Art. 25 of the Charter, according to which decisions of the Security Council have to be carried out, does not only apply in relation to chapter VII. Rather, the court is of the opinion that the language of a resolution should be carefully analysed before a conclusion can be drawn as to its binding effect. The Court even seems to assume that Art. 25 may have given special powers to the Security Council. The Court speaks of "the powers under Art. 25". It is very doubtful, however, whether this position can be upheld. As Sir Gerald Fitzmaurice has pointed out in his dissenting opinion: "If, under the relevant chapter or article of the Charter, the decision is not binding, Article [69/70] 25 cannot make it so. If the effect of that Article were automatically to make all decisions of the Security Council binding, then the words 'in accordance with the present Charter' would be quite superfluous". In practice the Security Council does not act on the understanding that its decisions outside chapter VII are binding on the States concerned. Indeed, as the wording of chapter VI clearly shows, non-binding recommendations are the general rule here." Frowein, Jochen Abr. Völkerrecht - Menschenrechte - Verfassungsfragen Deutschlands und Europas, Springer, 2004, ISBN 3-540-23023-8, p. 58.
  5. US to UN: Butt out, GreenPeace.org, 10 April 2003