გაგრა (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი გაგრა | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 2004 | ||
სტადიონი |
მერანი თბილისი, საქართველო (ტევადობა: 1,500) | ||
პრეზიდენტი | ბესო ჩიხრაძე | ||
მწვრთნელი | ზვიად ჯელაძე | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა | ||
2023 | მე-7 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
საფეხბურთო კლუბი გაგრა — საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისში, საქართველოს თასის გამარჯვებული 2011 და 2020 წლებში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003–04 წლებში გუნდი, რომელიც შემდეგ გაგრის სახელით გამოვიდა, ჭაბუკთა ლიგაში ასპარეზობდა ლოკომოტივის სახელით. კლუბი 1985–86 წლებში დაბადებული ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული. სწორედ ამ წელს უეფამ პირველად ჩაატარა ჭაბუკთა ლიგა საქართველოში და კლუბმა გამოსვლა ჩემპიონობით დაასრულა. საფეხბურთო კლუბ გაგრის ჩამოყალიბების იდეა უკვე არსებობდა. იდეა ეკუთვნოდა უკრაინაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ბესო ჩიხრაძეს. 2004 წელს, ივლისში დღის წესრიგში დადგა კლუბის სახელწოდების საკითხი. გუნდს დაერქვა გაგრა, რადგან პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე წარმოშობით გაგრიდან იყო.
პირველ ლიგაში გაგრა ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრდა, მაგრამ უმაღლესში გადასვლას ვერ ახერხებდა. 2007 წელს გაგრა ფლეი-ოფში დამარცხდა საჩხერის ჩიხურასთან, 2008 წელს – ცხინვალის სპარტაკთან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ლიგის გამარჯვებულ „ჭიათურას“ არ აღმოაჩნდა მყარი ფინასური გარანტიები, მის ნაცვლად უმაღლეს ლიგაში გაგრა გადავიდა. გუნდმა პირველივე მატჩი სენსაციით დაიწყო, მან მოქმედი ჩემპიონი თბილისის დინამო დაამარცხა. გაგრამ უმაღლეს ლიგაში ორი სეზონი გაატარა და შემდეგ პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2011 წლის სეზონი გუნდმა კარგად ჩაატარა, მოიგო პირველი ლიგა და გახდა საქართველოს თასის გამარჯვებული, დაამარცხა რა ფინალში „ტორპედო ქუთაისი“.
-
გაგრა
-
გაგრა
2020 წლის სეზონში „გაგრა“ მეორედ დაეუფლა დავით ყიფიანის სახელობის თასს: გათამაშების 1/16 ფინალში 4-0 დაამარცხდა ფოთის კოლხეთი-1913, შემდეგ — 1-0 ბათუმის დინამო, მომდევნო ეტაპებზე კი პენალტების სერიაში სძლია გორის დილას, საბურთალოს და სამგურალს.
ევროთასებზე გამოსვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს თასის გამარჯვებულმა „გაგრამ“ 2011-12 წ. უეფა-ს ევროპა ლიგის გათამაშებაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მას მეტოქედ კვიპროსის ანორთოსისი ერგო, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 2-3 დამარცხდა.
2020 წელს თასის მოგების შედეგად გუნდი უეფას კონფერენს ლიგის სადებიუტო 2021-22 წწ.სეზონში გამოვა.
სეზონი | გათამაშება | ეტაპი | კლუბი | სახლში | სტუმრად | საერთო |
---|---|---|---|---|---|---|
2011–12 | უეფა-ს ევროპა ლიგა | II საკვალიფიკაციო | ანორთოსისი ფამაგუსტა | 2–0[1] | 0–3[2] | 2–3 |
2021–22 | უეფა-ს კონფერენს ლიგა | I საკვალიფიკაციო | სუტიესკა ნიკშიჩი | 1–1[3] | 0–1[4] | 1–2 |
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს თასის მფლობელი: 2010-11 და 2020.
შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერიოდი | ქვეყანა | მწვრთნელი |
---|---|---|
2004-2009 | კახი კარანაძე | |
2009—2009 | ვიქტორ კაშჩეი | |
2008—2010 | ვლადიმერ ხაჩიძე | |
2010—2011 | ანატოლი პისკოვეცი | |
2011—2012 | ზვიად ჭელაძე |
შტაბი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პრეზიდენტი - ბესო ჩიხრაძე
- დირექტორი - გოდერძი ჩიხრაძე
- პრესატაშე - მიხეილ აფხაზავა
- ბუღალტერი - თემურ ბულისკერია
- უსაფრთხოების ოფიცერი - გოგა ვაშაკიძე
- ადმინისტრატორი - ჯონი ჩაკვეტაძე
- სელექციონერი - ლერი გაბესკირია
- მთავარი მწვრთნელი - ანატოლი პისკოვეცი
- მეორე მწვრთნელი - ზვიად ჯელაძე
- დუბლის მწვრთნელი - თეიმურაზ ჩხაიძე
- მეკარეების მწვრთნელი - დავით მამარდაშვილი
- ფიზმომზადების მწვრთნელი - შალვა ნადირაძე
- ექიმი - ზურაბ ლომინაძე
- ფიზიოთერაპევტები- ლაშა ტატაშვილ, როლანდ ხვადაგიანი
- ბავშვთა გუნდის მწვრთნელი - პაატა გოცირიძე
კლუბს ჰყავს დუბლშემადგენლობა და ასაკობრივი ნაკრებები 1991-92, 1993-94, 1995-96 წლებში დაბადებული ფეხბურთელებისთვის. კლუბს აქვს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების საკუთარი პროგრამა.
გაგრას ბომბარდირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ფეხბურთელი | ქვეყანა | გოლები |
2010-11 | აბაიომი ოვონიკოკო | ნიგერია | 11 |
2008-09 | გიორგი გაბედავა | საქართველო | 6 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-01-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.uefa.com/uefaeuropaleague/match/2007121--gagra-vs-anorthosis/
- ↑ https://www.uefa.com/uefaeuropaleague/match/2007081--anorthosis-vs-gagra/
- ↑ https://www.uefa.com/uefaeuropaconferenceleague/match/2032789--gagra-vs-sutjeska/
- ↑ https://www.uefa.com/uefaeuropaconferenceleague/match/2032757--sutjeska-vs-gagra/
|