მანდატი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მანდატი (ლათ. mandatum — დავალება) — უფლებამოსილება, დავალება, ვისიმე რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი. დეპუტატის უფლებამოსილების შესამოწმებლად არჩევითი ორგანო (პარლამენტი, კონფერენცია, საბჭო, საკრებულო, ყრილობა) ირჩევს სამანდატო კომისიას.
საერთაშორისო სამართალში მანდათი პირველი მსოფლიო ომის ემდეგ აღნიშნავდა ანტანტის ამა თუ იმ სახელმწიფოს უფლებამოსილებას, ერთა ლიგის სახელით განეხორციელებინა მართვა-გამგეობა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ომში დამარცხებულ სახელმწიფოს ჩამოერთვა. ამ ტერიტორიას ეწოდებოდა სამანდატო ტერიტორია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 405.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მანდატი სამოქალაქო განათლების ლექსიკონი
- მანდატი უცხო სიტყვათა ლექსიკონი
- იმპერატიული მანდატი სამოქალაქო განათლების ლექსიკონი
- თავისუფალი მანდატი სამოქალაქო განათლების ლექსიკონი