ენტონი მაკარტენი
იერსახე
| ენტონი მაკარტენი | |
|---|---|
| Anthony McCarten | |
|
ენტონი მაკარტენი | |
| დაბადების თარიღი |
1961 ნიუ-პლიმუთი, ახალი ზელანდია |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი |
|
| საქმიანობა |
|
ენტონი მაკარტენი (ინგლ. Anthony McCarten; დ. 1961) — ახალზელანდიელი სცენარისტი, დრამატურგი და რომანისტი.
დაიბადა და გაიზარდა ნიუ-პლიმუთში, ახალ ზელანდიაში.[1] დაამთავრა ფრენსის დაგლასის მემორიალური კოლეჯი. მესის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო დედოფალ ვიქტორიას უნივერსიტეტში. 1980-იან წლებში დაიწყო პიესების წერა.
მაკარტენი არის რამდენიმე ბიოგრაფიული ფილმის სცენარის ავტორი, მათ შორისაა: „ყველაფრის თეორია (2014), „მძიმე დროება“ (2017) და „ბოჰემური რაფსოდია“ (2018). მიღებული აქვს BAFTA-ს ორი ჯილდო და ოსკარის სამი ნომინაცია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენტონი მაკარტენი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ენტონი მაკარტენის პროფილი almabooks.co.uk-ზე
- ენტონი მაკარტენი nzonscreen.com-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Saltmarsh, Matthew. (24 May 2008) From sex comedy to exiles: Prolific New Zealander's worldwide reach. The New York Times. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2014.