ელ-ალტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქალაქი
ელ-ალტო
El Alto
Altiplano de La Paz Bolivia.jpg
ქალაქის პანორამა
დროშა გერბი
Bandera de El Alto.svg Escudo del Alto.JPG

ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
დეპარტამენტი ლა-პასი
პროვინცია პედრო-დომინგო–მურილიო
კოორდინატები 16°31′00″ ს. გ. 68°10′00″ დ. გ. / 16.51667° ს. გ. 68.16667° დ. გ. / -16.51667; -68.16667
მმართველი ედგარ პატანა
დაარსდა 1985
ფართობი 363 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4,150
მოსახლეობა 900 000 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი 02
ელ-ალტო — ბოლივია
ელ-ალტო

ელ-ალტო — ქალაქი ბოლივიის მთიანეთში. ერთ დროს წარმოადგენდა ლა-პასის უბრალო გარეუბანს, ამჟამად კი ბოლივიის ერთ-ერთი უდიდესი და სწრაფად მზარდი ქალაქია. 2001 წელს, მისი მოსახლეობა 649 958 ადამიანს შეადგენდა, უკვე 2010 წლისთვის კი 900 000-ზე მეტს. ელ-ალტო ზღვის დონიდან 4 150 მეტრზე მდებარეობს და წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქს. კლიმატი საკმაოდ ცივია. მაქსიმალური ტემპერატურა ზაფხულში 17 °С-ია.

ელ-ალტო ბოლივიის ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია. ამის მიზეზია ლა-პასის დეპარტამენტიდან მიგრანტთა დიდი რაოდენობით შემოდინება, რაც განპირობებულია 1952 წელს დაწყებული სამრეწველო რეფორმით. ეს პროცესი კიდევ უფრო გაიზარდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამავე დროს, ელ-ალტო მთელს ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ქალაქია ინდიელი მაცხოვრებლების რაოდენობით. მოსახლეობის 76% აიმარას წარმომადგენელია, 9% კეჩუას, 15% მეტისები და მხოლოდ 1% კრეოლები.

ქალაქში მდებარეობს ელ-ალტოს საერთაშორისო აეროპორტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: