ბერნი სანდერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერნანდ სანდერსი
ინგლ. Bernie Sanders
Bernie Sanders.jpg
დაბ. თარიღი 1941 წლის 8 სექტემბერი (74 წლის)
აშშ, ბრუკლინი, ნიუ-იორკი
რეზიდენცია ბერლინგტონი, ვერმონტი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა პოლიტიკოსი
აქტიური 1971-დღემდე
პარტია

თავისუფლების კავშირი (1971-1979) დამოუკიდებელი (1979-2015)

დემოკრატიული (2015-დღემდე)
მეუღლე(ები)

დებორა შილინგი (1964-1966)

ჯეინ ო'მეარა (1988-დღემდე)
მშობლები მამა: ელი სანდერსი (1904-1962)
დედა: დოროტი გლასბერგი (1913-1960)
საიტი https://berniesanders.com/

ბერნანდ „ბერნი“ სანდერსი (ინგლ. Bernand „Bernie“ Sanders; დ. 8 სექტემბერი, 1941, ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მემარცხენე პოლიტიკოსი, 2007 წლიდან სენატორი ვერმონტის შტატიდან. 1981-1989 წლებში იყო ვერმონტის ყველაზე დასახლებული ქალაქის, ბერლინგტონის მერი (42 000 მაცხოვრებელი), 1991-2007 აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრი. თავს მიიჩნევს დემოკრატ სოციალისტად.[1][2] მხარს უჭერს სოციალ-დემოკრატიის სკანდინავიურ მოდელს. არის დამოუკიდებელი დეპუტატი, დაკავშირებულია ვერმონტის პროგრესულ პარტიასთან (ინგლ. Vermont Progressive Party) და თავისუფლების კავშირთან (ინგლ. Liberty Union). სენატში მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას, კომიტეტების ფორმირების დროს შედის პროგრესიული კონგრესმენების ფორუმში (ინგლ. Congressional Progressive Caucus). დამოუკიდებელ დეპუტატთა შორის ყველაზე დიდი დრო დაჰყო სენატში. 2013-2015 წლებში იყო აშშ-ს სენატის ვეტერანთა საკითხების კომიტეტის მდივანი.

ამერიკელი მემარცხენე პოლიტიკოსებიდან სანდერსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. სანდერსი თავს წარმოაჩენს მუშათა და საშუალო კლასების დამცველად, ეწინააღმდეგება კორპორაციების და უოლ-სტრიტის გავლენის გაზრდას, ქონებრივ უთანასწორობას, პოლიციის ძალადობას და რასობრივ დისკრიმანაციას. 

მთელი პოლიტიკური კარიერის მანძილზე სანდერსი იცავდა სამოქალაქო, სამუშაო და სოციალურ უფლებებს (სამედიცინო დაზღვევის, ფინანსურად უზრუნველყოფილი შვებულების, ფეხმძიმობის შემთხვევაში შვებულებაში გაშვების, ქალთა, აფროამერიკელების და ლგბტ-საზოგადოების უფლებების დაცვის ჩათვლით). სანდერსი ითხოვს მინიმალური ანაზღაურების ოდენობის გაზრდას, სამართლიან საგადასახადო სისტემას, უფასო უმაღლეს განათლებას (ბანკების ტრანზაქციებისთვის გადასახადების დაკისრების ხარჯზე), სახელმწიფოს მიერ ფინანსური სფეროს უფრო ძლიერ კონტროლს, პენიტენციარნიის სისტემის რეფორმირებას, მარიხუანას დეკრიმინალიზაციას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას.

სანდერსი აქტიურად აკრიტიკებდა «პატრიოტულ პაქტს», მასიური თვალთვალის პროგრამას და აშშ-ს საგარეო პოლიტიკის სხვა ბევრ ასპექტს ერაყის ომის ჩათვლით, რომლის შესაძლო კატასტროფულ შედეგებზე საუბრობდა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს. ამტკიცებს, რომ ისეთი შეთანხმებები, როგორიც ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობის შეთანხმება და ჩრდილოეთ-ამერიკული ვაჭრობის თავისუფალი ზონა გამოიწვევს აშშ-ში სამუშაო ადგილების შემცირებას და ამერიკელების ხელფასების შემცირებას. მხარი დაუჭირა აშშ-ს კუბასთან და ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზაციას. ამავე დროს მხარს უჭერს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთზე კონფლიქტის გამო. ითხოვს რუსი ბიზნესმენების და ჩინოვკინების ანგარიშების გაყინვას.[3] ISIS-თან ბრძოლას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს უმთავრეს მიზნად მიიჩნევს და უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ «თავდაცვის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი კვლავ საბჭოთა კავშირთან ცივ ომზე იხარჯება[4] და არა ტერორიზმთან ბრძოლაზე».

ჰილარი კლინტონთან ერთად დემოკრატიული პარტიის მხრიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია.

სექციების სია

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ღარიბი პოლონელ-ებრაელი იმიგრანტის, ელი სანდერსის ოჯახში, რომელმაც სოფელი სლოპნიზე 1921 წელს დატოვა. ელი სანდერსის ნათესავების უმრავლესობა ჰოლოკოსტს ემსხვერპლა. დედამისი იყო ნიუ-იორკელი დოროტი გლასბერგი, რომელსაც ასევე გააჩნრდა ებრაული ფესვები. ბერნის ძმა, ლარი სანდერსიც მემარცხენე პოლიტიკოსი გახდა. წარმოადგენდა ინგლისის და უელსის ლეიბორისტულ, შემდეგ მწვანეთა პარტიებს.

სწავლობდა ჯეიმს მედისონის სახელობის სკოლაში. იღებდა კარგ ნიშნებს, წერდა სკოლის გაზეთისთვის, არჩეული იქნა კლასის პრეზიდენტათ და კალათბურთის გუნდის კაპიტნის რანგში მოიგო შტატის ჩემპიონატი. ბერნის სურდა ძმისნაირად ჰარვარდის უფლების სკოლაში ჩაბარება, მაგრამ იძულებული გახდა მიზნებზე უარი ეთქვა დედისთვის აღმოჩენილი ავადმყოფობის გამო. ჰარვარდში სწავლის ნაცვლად სანდერსი იძულებული იყო ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაებარებინა ბრუკლინის კოლეჯში, რომელიც მშობლების ბინიდან ახლოს მდებარეობდა. მიუხედავად ორი ოპერაციისა, სანდერსის დედა მაინც გარდაიცვალა. ბრუკლინის კოლეჯში ერთწლიანი სწავლის შემდეგ სანდერსი ჩიკაგოს უნივერსიტეტში გადავიდა.

ჩიკაგოს უნივერსიტეტში სწავლის დროს სანდერსი იყო ახალგაზრდული სოციალისტური მოძრაობის წევრი, სტუდენტობის დროს ასევე ჩაერთო შავკანიანებისთვის სამოქალაქო უფლებების მიზემის მოძრაობაში. 1962 წელს ჩაატარა აქცია რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სტუდენეტების ჩასახლების დროს. სხვა 32 სტუდენტთან ერთად ჩაატარა მჯდომი გაფიცვა (sit-in) სამოქალაქო უფლებების მხარდასაჭერად. იყო ერთ-ერთი რამდენიმე ათასი სტუდენტიდან,   რომელიც მარტინ ლუთერ კინგის მიერ ორგანიზებულ სამუშაო ადგილების და თავისუფლების მარშზე გაემგზავრა და ცნობილი გამოსვლა «მე მაქვს ოცნება» მოისმინა.

1964 წელს დაამთავრა ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გარკვეული დრო იცხოვრა ებრაულ კიბუც შაარ-ხა-ამაკიმში,[5] მაგრამ მალევე გადავიდა ვერმონტში, სადაც რეჟისორად, მწერლად და მკვლევარად მუშაობდა.

სანდერსის პოლიტიკური კარიერა 1971 წელს დაიწყო, როდესაც ის სოციალისტურ პარტია «თავისუფლების კავშირში» გაწევრიანდა. პარტია ვიეტნამის ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. როგორც პარტიის კანდიდატმა მან არაერთხელ წააგო არჩევნები, მათ შორის აშშ-ს სენატში 1972 და 1974 წელს, მარცხი ასევე განიცადა შტატ ვერმონტის გუბერნატორის 1972, 1976 და 1979  წლის არჩევნები. 1979 წელს დატოვა პარტია და პუბლიცისტიკით დაკავდა. ასევე მუშაობდა არაკომერციული კომპანიის, ამერიკული სახალხო ისტორიული საზოგადოების დირექტორად. იქ მუშაობის დროს გადაიღო დოკუმენტური ფილმი სოციალისტ პოლიტიკოსზე იუჯინ დებსზე. 

1981 წელს, მეგობრის, რიჩარდ შუგარმენის რჩევით სანდერსმა ბერლინგტონის მერის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და აქამდე ექვს არჩევნებში გამარჯვებულ დემოკრატ გორდონ პაკეტს 14 ხმით სძლია. სანდერსმა ამის შემდეგ კიდევ სამ არჩევნებზე გაიმარჯვა, ხოლო 1987 წელს მან დაამარცხა კანდიდატი, რომელსაც მხარს ორივე დიდი პარტია უჭერდა. სანდერსის მომხრეებმა ვერმონტის პროგრესული პარტია დაარსეს.

1985 წელს გახდა პირველი სერიოზული ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელმაც ნიკარაგუაში რევოლუციის შემდეგ ვიზიტი განახორციელა. 1988 წელს დაქორწინდა ჯეინ ო'მირა დრისკოლზე და თაფლობის თვე საბჭოთა კავშირის ქალაქ იაროსლავლში გაატარა.[6] 

1989 წელს, მეოთხე ვადის ამოწურვის შემდეგ სანდერსმა თანამდებობა დატოვა და ჰარვარდის სახელმწიფო მართვის უნივერსიტეტში პოლიტილოგიის სწავლა დაიწყო, ხოლო 1991 წელს ჰამილტონის კოლეჯში გადავიდა.

1990 წელს გამარჯვება მოიპოვა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში ხმების 56 პროცენტით, რის შემდეგაც ყოველ მეორე წელს დიდი განსხვავებით ამარცხებდა ოპონენტებს.

პოლიტიკური შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური და ეკონომიკური ფილოსოფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერნი სანდერსი თავის თავს აღწერს როგორს სოციალისტს[7] და სკანდინავიური მოდელის თაყვანისმცემელს. ჯორჯტაუნსკის უნივერსიტეტში გამოსვლისას სანდერსმა გააიგივა თავისი დემოკრატიული სოციალიზმი და ფრანკლინ რუზველტის წინადადება უფლებების მეორე ბილზე,[8][9] რომელიც მან აღნიშნა როგორც ეკონომიკას შექმნა, რომელიც ყველასთვის მუშაობს, და არა მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის, პოლიტიკური სისტემის რეფორმირება (რომელსაც სანდერსი მოიხსენიებს უსამართლოს და კორუმპირებულს ბევრ ასპექტში), ყველას სიცოცხლის უფასო დაზღვევა და უფასო განათლების შექმნა, გარემოს დაცვა და ცოცხალი დემოკრატიის შექმნა, რომლის პრინციპი ერთი ადამიანი - ერთი ხმა იქნება.[10]

მეორე მხრივ, აკადემიკური კომენტატორები აღნიშნავენ, რომ სანდერსის პოლიტიკური პლატფორმის იდენტიფიკაცია, როგორც დემოკრატიული სოციალიზმის მართებული არ არის. სემუელ გოლდმანი, ჯორჯ ვაშინგტონის სახ. უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დოცენტი ამტკიცებს, რომ სანდერსის პლატფორმა არ არის სოციალისტური და უფრო 1950-იანების ველფერიზმის წააგავს, რომელიც მიმართულია კაპიტალიზმის რეგულირებაზე და არა განადგურებაზე. გოლდმანი ასევე აღნიშნავს, რომ ბერნი სანდერსი არ ითხოვს წარმოების საშუალების საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ მოქცევას და არც იმისკენ ისწრაფვის, რომ შემოსავლის სისტემა გააუქმოს.[11] ლეინ კენვორტი, სან-დიეგოს უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი აცხადებს, რომ ბერნი სანდერსი არის სოციალ-დემოკრატი და არა დემოკრატ-სოციალისტი. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ორი იდეოლოგია ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. კენვორტი მიუთითებს, რომ სოციალ-დემოკრატიის მიზანი არ არის კაპიტალიზმის განადგურება, რის გამოც სანდერსის მიერ გამოყენებული ტერმინი სოციალიზმი, იმ დროს, როდესაც ის თვითონ სოციალური დემოკრატიისთვის გამოდის, გაუგებრობას იწვევს. ასევე, ტერმინმა შეიძლება მისი საპრეზიდენტო კამპანიისთვის ნეგატიური შედეგები მოიტანოს. მაიკლ კონჩალი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტი რუზველტის სახ. უნივერსიტეტში ასევე თვლის, რომ სანდესის შეხედულებები უფრო სოციალ-დემოკრატიულია, ვიდრე სოციალისტური. კონჩალი აღნიშნავს, რომ სოციალ-დემოკრატია ნიშნავს შერეული ეკონომიკის მხარდაჭერას, სადაც კერძო მეწარმეობა შეთავსებული არის სახელმწიფო დანახარჯებთან, სოციალური დაზღვევების პროგრამებთან, კეინსიანური მაკროეკონომიკური პოლიტიკასთან და დემოკრატიულ მონაწილეობას ხელისუფლებაში და სამუშაო ადგილზე - ეს ყველაფერი კი ბერნი სანდერსის პლატფორმის ნაწილია.[12]

ანდრეი მარკოვეცი, შტატ მიჩიგანის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი, დემოკრატიულ სოციალიზმის განხილვას როგორც კერძო საკუთრებისგან თავისუფალი სოციალისტური საზოგადოების შექმნის მცდელობას არასწორად მიიჩნევს. დანიაშიც, რომელზეც ხშირად საუბრობს თვითონ სანდერსი, არ არსებობს მის მიერ აღწერილი მოდელი (და არც სხვაგან სადმე), რის გამოც გამოდის, რომ სანდერსის თვითიდენტიფიკაცია არასწორია.[13] ბხასკარ შანკარა, სოციალისტური ჯურნალის „Jacobin” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი სანდერს თვლის სოციალ-დემოკრატად და არა სოციალისტად. პროფესორმა ნოამ ჩომსკიმ განაცხადა, რომ სანდერს შეუძლია თავის თავს სოციალისტი დაუძახოს, მაგრამ სინამდვილეში ის უფრო რუზველტის ახალ კურსს უჭერს მხარს, ნამდვილი სოციალისტებისგან განსხვავებით. ამავე დროს ორივე მემარცხენე ინტელექტუალმა მხარი დაუჭირა სანდერსის ნომინაციას ამერიკის პრეზიდენტად, რადგან ისინი თვლიან, რომ ეს მოვლენა ნამდვილი სოციალისტური იდეების პროპაგანდისთვის კარგი იქნება.

ამერიკელი სოციალისტები, სოციალისტური მუშათა პარტიის წარმომადგენლები და სანდერსის სხვა მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სანდერსი არ შეიძლება სოციალისტად ჩაითვალოს, რადგან მისი მიზანი არის კაპიტალიზმის რეფორმირება და არა მისი სოციალისტური სისტემით შეცვლა.[14]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოსავლის არათანაბარი რაოდენობა და ქონებრივი უთანასწორობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინასაარჩევნო კამპანიის ვიდეო არათანაბარ შემოსავალზე

სანდერსის კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის ქონებრივ უთანასწორობასთან ბრძოლა, რომელიც თავს იჩენს შეერთებულ შტატებში.

2015 წლის ივლისში სანდერსმა წამოაყენა კანონპროექტი, რომელიც 2020 წლისთვის თანდათან გაზრდიდა მინიმალურ ხელფასს 15 დოლარამდე საათში. ამით მან მხარი დაუჭირა ტროცკისტ კშამოი სავანტს. უთანასწორობასთან ბრძოლისთვის სანდერსი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირადად შეაქო.

გადასახადები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერნი სანდერსი არის გადასახადების პროგრესიულად დაკისრების მომხრე. ის მხარს უჭერს ჰეჯ-ფონდებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებას. ბერნი სანდერსი აამაღლებდა გადასახადს კაპიტალის ზრდაზე, ვერ გადარჩებოდნენ ვერც უმდიდრესი ამერიკელების 1%.  მიღებული შემოსავლის ნაწილს სანდერსი გამოიყენებდა სამუშაო და საშუალო კლასის გადასახადების შესამცირებლად.[15][16] სანდერსის წინადადებით, მდიდრებისთვის მაქსიმალური გადასახადი უნდა იყოს შემოსავლის 90% (პირველად მეორე მსოფლიოს შემდეგ)[17], ხოლო ფედერალური გადასახადი მემკვიდრეობაზე 25%-ით, ანუ 65%-მდე უნდა გაიზარდოს.[18] 

უოლ-სტრიტის რეფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერნი სანდერსი აკრიტიკებს უოლ-სტრიტის კაპიტალის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ხელისუფლებას (ცნობილი არის მისი გამოთქმა : ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კონგრესი უოლ-სტრიტის რეგულირებას ახდენს. სინამდვილეში, ისინი ღრმად ცდებიან. პირიქით, უოლ-სტრიტი არეგულირებს კონგრესს). 2015 წლის 6 მაისს სანდერსმა წამოაყენა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ფინანსური ინტიტუტები, რომლებიც არიან ძალიან დიდი, რათა დაინგრნენ, არიან ძალიან დიდნი არსებობისთვისაც[19][20] (ინგლ. Too big to fail). რადგანაც  ოთხიდან სამმა ბანკმა, რომლებმაც 2007-2008 წლების ეკონომიკური კრიზისის დროს დახმარება მიიღო ფინანსურად უფრო გაიზარდა, ფინანსურ ინსტიტუტებს არ უნდა ჰქონდეთ იმხელა ფონდი, რომლის კრახის შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკა მიიღებს ზარალს. როგორც შტატ ვერმონტის წარმომადგენელმა სანდერსმა არ დაუჭირა გრემ-ლიჩ-ბლაილის კანონს, რომელიც აუქმებდა გლას-სტიგოლის კანონს. გლას-სტიგოლის კანონი უკრძალავდა ფინანსურ ინსტიტუტებს ერთდროულად საბანკო ოპერაციების შესრულებას და ფასიან ქაღალდებთან მუშაობას.[21] 

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი ეწინააღმდეგება ტრანწყნაროკენაურ პარტნიორობას და მას ორი კატასტროფული შეთანხმების, NAFTA-ს და CAFTA-ს გამგრძელებლად მიიჩნევს. სანდერსი თვლის, რომ ამ შეთანხმებებმა გამოიწვიეს ამერიკაში სამუშაო ადგილების და ხელფასების შემცირება. სანდერსის აზრით, ამერიკამ უნდა აღადგინოს თავისი მეწარმეობა ამერიკული ქარხნების მხარდაჭერით და შეწყვიტოს სამუშაო ადგილების ჩინეთში და სხვა ქვეყნებში აუთსორთინგი.[22][23][24][25]

დატვირთვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ოდესღაც ამერიკა მსოფლიოში შევიდა როგორც ქვეყანა, რომელიც აშენებდა უსაფრთხო გზებს და ხიდებს. დღეს კი ამერიკაში 600 000 ხიდია, ხოლო მათი მეოთხედი არის სტრუქტურულად არასრულფასოვანი, ან კიდევ არის ცუდ, ან არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში”... ამ სიტყვებით სანდერსმა შეიტანა შესწორებები სენატის კანონპროექტში, რომელიც მხარს უჭერდა მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნას ინფრასტუქტურაში მილიონებიის ინვესტიციის ხარჯზე. სანდერსმა ასევე მხარი დაუჭირა კანონპროექტის, რომელიც დაეხმარებოდა მუშებს პროფკავშირებში გაწევრიანებაში და გაადვილებდა უკანასკნელთა შექმნას.[26] სანდერსის კამპანიის ვებ-საიტზე ყურადღება მიექცია უმუშევრობის და ნახევრად დაკავებულთა პრობლემას. სანდერსის აზრით, „სინამდვილეში, უმუშევრობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაში წერია. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობენ უმუშევრები, რომლებმაც უკვე კარგა ხანია გაანებეს სმსახურის ძებნას თავი, ან კიდევ ისნი, ვინც არ არიან ბოლომდე დატვირთულნი.. უმუშევრობის დონე გაცილებით დიდია იმ ციფრებზე, რომლების ჩვენებაც ხელისუფლებას უნდა“.[27]

სანდერსი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა და კერძო მეწარმეობა არის ძალიან მნიშვნელობანი, განსაკუთრებით კი მცირე ბიზნესისთვის და მეწარმეთათვის, მაგრამ, კონკურენცია შეერთებულ შტატებში ბოლო დროს უსამართლო გახდა... უპირატესობას უფრო კორპორაციებს ანიჭებენ, ვიდრე სხვებს.. სანდერსმა ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა ხალხს უნდა ემსახურებოდეს, ხოლო ამერიკელების 1% გამდიდრება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. სანდერსი ეკონომიკური შემცირებასაც კი მიიღებდა, რათა ეკონომიკური უთანასწორობა დაემარცხებინა და სამართლიანობა აღედგინა.[28][29]

მუშათა პირადი საკუთრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი მხარს უჭერს მუშათა კოოპერატივების შექმნას და 2014 წელს კანონპროექტიც წარადგინა, რომელიც დაეხმარებოდა მუშებს კერძო საკუთრების დამტკიცებაში.[30][31] მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე სანდერსი მხარს უჭერდა დემოკრატიას სამუშაო ადგილებზე და ჯერ კიდევ 1976 წელს განაცხადა: „ვთვლი, რომ საბოლოოდ, რომ საწარმოთა უმრავლესობა ამ შტატში და ქვეყანაში საზოგადოების საკუთრებაში უნდა გადავიდეს და მათი კონტროლის საშუალება იქ მომუშავე ადამიანებს მისცენ“.[32]

1987 წელს სანდერსმა განაცხადა, რომ დემოკრატია არის საზოგადოებრივი საკუთრება და მუშათა თვითმმართველობა: „დემოკრატია ნიშნავს საზოგადოებრივ საკუთრებას წარმოების საშუალებებზე, ნიშნავს დეცენტრალიზაციას, ხალხისთვის მათი სპეციალობის სამუშაოს მიცემას. ბოსების და მუშების მაგივრად ის ნიშნავს დემოკრატიულ კონტროლს ქარხნებზე და მაღაზიებზე ისეთ დიდ მაშტაბებში, როგორშიც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ“.[33]

ოფშორული ზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსმა აღნიშნა, რომ ყველა ერთად აღებულ ამერიკულ კორპორაციას ოფშორებში ერთ ტრილიონ დოლარზე მეტი აქვს. სანდერსმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ბოლოს მოუღებდა ოფშორულ ზონებს და დაავალდებულებდა ამერიკულ კომპანიებს გადაეხადათ საზღვარგარეთ მოპოვებული შემოსავლიდან მაქსიმალური გადახადი.[34] თავის საიტზე სანდერსმა მოიყვანა იმ კორპორაციების მაგალითები, რომლებიც არ იხდიდნენ ფედერალურ გადახადას და ზოგჯერ გადახდილ ფულსაც იბრუნებდნენ, ამასთან ერთად, ეს კორპორაციები ფინანსური კრიზისების დროს იღებდნენ მილიარდობით დოლარის სუბსიდიებს.[35] სანდერსი თვლის, რომ ეს უსამართლო არის და ამერიკულ ეკონომიკასაც აღენებს ზიანს. სანდერსის აზრით, ფული, რომელსაც მთავრობა კორპორაციებს ახარჯავს, უფრო მეტ სარგებელს მოიტანდა იმ შემთხვევაში, თ ჩაიდებოდა მცირე ბიზნესში და პატარა საწარმოებში.[36]

გამჭვირვალობა და კორუპცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საარჩევნო კამპანიების დაფინანსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი მხარს უჭერს „დემოკრატიის გამაგრების აქტს კამპანიების ხარჯების გასაჯაროებით“. სანდერსის აზრით ეს კამპანიების ფონდებს უფრო გამჭვირვალეს გახდიდა და აღარ მისცემდა საშუალებებს უცხოელებს თავისი პოლიტიკური ინტერესების გატარებაში.[37] ის ღიად გამოდიოდა გაერთიანებული მოქალაქეების და ფედერალური საარჩევნო კომისიის სასამართლო პროცესის გადახედვაზე, რომელშიც უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა მაკკეინ-ფეინგოლდის შეზღუდვა, რომელიც ზღუდავდა კორპორაციების და პროფკავშირების პოლიტიკური ხარჯები. ამით, სანდერსის აზრით, პირველი შესწორება იქნა დარღვეული.[38] სანდერსის აზრით, ეს გადაწყვეტილება უმაღლესი სასამართლოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არის და რომ მან საშუალება მისცა დიდ ფულს ამომრჩეველთა ყურადღება რეალური პრობლემებიდან სხვა რამეზე გადაეტანა.[39] ეს პრობლემა მან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად დაასახელა და კონსტიტუციაში შეწსორების შეტანაც გადაწყვიტა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას გააუქმებდა.[40] სანდერსი გვაფრთხილებს: „ახლა ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ მილიარდერებს პირდაპირი მნიშვნელობით არჩევნების და კანდიდატების ყიდვა შეუძლიათ“.[41]

რეიტინგული ხმისმიცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს სანდერსმა ვერმონტის სენატს განუცხადა, რომ ის „მხარს უჭერდა რეიტინგულ ხმისმიცემას, რადგან ის აძლევს ხალხს საშუალებას ხმა მისცენ იმათ, ვისაც უნდათ, და მიიღონ ის, რაც უნდათ, და არ ინერვიულონ, რომ არის შანსი რომ ისინი მიიღებენ იმას, რაც სინამდვილეში არ უნდათ“.[42] კომიტეტმა და ლეგისლატურამ საბოლოოდ მიიღეს კანონი, რომელიც აწესებდა რეიტინგულ ხმისმიცემას კონგრესმენებისთვის და სენატორებისთვის, მაგრამ, გუბერნატორმა კანონს ვეტო დაადო.[43]

მას-მედიის რეფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი იყო მას-მედიის რეფორმის მოძრაობის ლიდერი. ის გამოდიოდა მედია საშუალებების პირად საკუთრებაში კონცენტრაციის წინააღმდეგ.[44] ასევე იყო OpEdNews-ის ავტორი. გამოჩნდა ორ დოკუმენტალურ ფილმში: Orwell Rolls in His Grave და Outfoxed: Rupert Murdoch's War on Journalism.[45]

ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლობალური დათბობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი გლობალურ დათბობას სერიოზულ პრობლემად თვლის.[46] 2007 წლის 15 იანვარს, სენატორ ბარბარა ბოკსერთან ერთად მან წარადგინა კანონპროექტი „2007 წელს გლობალური დათბობის და დაბინძურების შემცირების აქტზე“.[47] სენატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს (2012 წლის 26 ივლისს) სანდერსმა გააკრიტიკა სენატორ ჯიმ ინჰოფის მიერ გაკეთებული განცხადება: „საქმე იმაშია, რომ სენატორ ინჰოფის მოსაზრება იმაზე, რომ გლობალური დათბობა ტყუილია — სიცრუეა. ყოველ შემთხვევაში, კლიმატოლოგების დიდი ნაწილ სხვანაირად ფიქრობს“.[48] კონგრესის 113 მოწვევაში სანდერსი იყო Climate Hawks Vote-ის ყველაზე მაღალი რეიტინგის მფლობებლი.

შეერთებული შტატების ენერგეტიკული სისტემის გადასარჩენად სანდერსმა კისტოუნის ნავთობის ხაზის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. „თუ ჩვენ ერთდ არ ვიმოქმედებთ, მაშინ პლანეტა, რომელსაც ჩვენს შვილებს და შვილიშველებს დავუტოვებთ, სიცოცლისთვის ნაკლებად სასარგებლო იქნება, ვიდრე ახლა.. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი, კონგრესი და ამერიკელი ხალხი ყურს დაუგდებს მეცნიერთა უმრავლესობას, რომლებიც გასაგებად გვეუბნებიან, რომ კლიმატის ცვლილება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისი, რომელსაც ჩვენ ვეტაკებით“.[49]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასკოლო განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლანდელი ინფორმაციის მიხედვით, წიგნიერებით ამერიკა 36 ქვეყნიდან 33-ე ადგილზეა. მათემატიკაში ამერიკელები 27-ე ადგილს, ხოლო მეცნიარებაში 22-ე ადგილს იკავებენ. საშუალო განათლების სისტემით კი 18-ე ადგილს. ამ ინფორმაციაზე დაფუძნებით სანდერსმა განაცხადა: „ჩვენი მხირდან უნამოსობაა, რომ ჩვენ ბავშვებში ინვესტირებას მათი დაბადებისთანავე არ ვახდენთ“. სანდერსმა შეიტანა კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა ბავშვების მოვლას ექვსი კვირიდან საბავშვო ბაღამდე. სანდერსი თვლის, რომ „აქტი წარმატების საფუძველზე“ უზრუნვეყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვების ყველაფერი საჭიროთი, რაც საბოლოოდ სკოლაში ბავშვების წარმატებას მოიტანდა და აღმოუჩენდა დიდ დახმარებას ბავშვებს, რომლებიც ოჯახიდან ზეწოლას განიცდიან.[50][51][52]

ბერნი სანდერსი მხარს უჭერდა საერთო სახელმწიფოებრივ სტანდარტებს. მაგრამ, დღესდღეობით ამ საკითხზე მისი შეხედულებები უცნობია.[53]

სტუდენტური სესხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი უკვე კარგა ხანია არის იმის მომხრე, რომ კოლეჯები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ის ეწინააღმდეგებოდა სტუდენტური კრედიტების მაღალ განაკვეთებს და აღნიშნავდა, რომ უახლოეს 10 წელიწადში ფედერალური ხელისუფლება ამ განაკვეთებით 127 მილიარდს მოიპოვებდა. სანდერსმა ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტი ობამა, რომელმაც ხელი მოაწერა კანონს, რომელმაც დროებით გაყინა სტუდენტური პროცენტული განაკვეთები უახლოეს ორ წელიწადში განაკვეთის ისტორიაში უმაღლეს მაჩვენებლამდე აყვანის შესაძლებლობის სანაცვლოდ. სანდერსმა შეიმუშავა და წარადგინა კანონპროექტი, რომელიც კორპორატიულ საგადასახადო საძრომებს ბოლოს მოუღებდა. მან ასევე შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შტატური და ფედერალური ხელისუფლებები სტუდენტებს გრანტებს გამოუყოფდნენ, რითიც კოლეჯში სასწავლებლად გადასახდელი თანხა თითქმის ნახევრამდე დაეცემოდა. სანდერსმა გააკრიტიკა დემოკრატები და რესპუბლიკილები ურეფორმობის გამო.[54]

უფასო სახელმწიფო უნივერსიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი მხარს უჭერს სტუდენტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას. ის თვლის, რომ „ჩვენ ვცხოვრობთ მაღალკონკურენტიან მსოფლიო ეკონომიკაში, და ჩვენი ეკონომიკა ძლიერი რომ იყოს, ჩვენ გვჭირდება მსოფლიოში ყველაზე განათლებული სამუშაო ძალა.“ ის ამბობს, რომ დასავლეთ ევროპაში თითქმის ყველა ქვეყანამ გააკეთა ასე. სანდერსი ელოდება, რომ რესპუბლიკული პარტია მის გეგმას დიდ წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ თვლის, რომ საბოლოოდ, გეგმის ბედს ამერიკელი ხალხი გადაწყვეტს.[55][56]

2015 წლის 19 მაისს სანდერსმა წამოაყენა კანონპროექტი: „კოლეჯი ყველასათვის“. მათ დასაფინანსებლად ის გამოიყენებდა რობინ გუდის გადასახადს: საფონდო ბაზარზე ყოველი 100 დოლარიდან 50 ცენტი წავიდოდა სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად.[57]

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი არის საყოველთაო ჯანდაცვის მომხრე, და განაცხადა: „თუ თქვენ სერიოზულად ლაპარაკობთ ჯანდაცვის რეფორმაზე, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ამის ერთადერთი გზა არის ერთიან გადამხდელში“.[58] სანდერსი გამოდის წამლების ფასის დაკლებისთვის. მისი აზრით, ფასები არის მაღალი, რადგან ისინი არიან პატენტის ქვეშ წლების განმავლობაში, ასე, მაგალითად, წამლები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ღირს ათასობით დოლარი, სხვა ქვეყნებში ასი, ან კიდევ უფრო ნაკლები დოლარი ღირს.[59]

როგორც სენატური კომიტეტის მდივანმა პირველად სამედიცინო დახმარებაში სანდერსმა შეიტანა კანონპროექტი, რათა მეორედ გააკეთოს მოხუცი ამერიკელების კანონის ავტორიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ისეთ პროექტებს, როგორიცაა საჭმელი ბორბლებზე. ბერნი თვლის, რომ მოხუცთა მხარდაჭერა სწორი კი არა, ფინანსურადაც მომგებიანი არის. მისი აზრით, ეს ჯობია ძვირ ჰოსპიტალიზაციას და ამავე დროს მოხუცებს სახლში დარჩენის საშუალებას მისცემს.[60]

შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალესტინა-ისრაილის კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ პალესტინელი ხალხი იმსახურებს ცალკე სახელმწიფოს, იმსახურებს ეკონომიკურ მხარდაჭერას.[61] ისრაელს, თავის მხრივ, უნდა ჰქონდეს საშუალება უსაფრთხოებაში იცხოვროს.[62]

ბერნი სანდერსის სენატური ვებ-გვერდის თანახმად, დევიდ პალამბო-ლიუმ აღნიშნა (შეცდომით) რომ სენატორმა სანდერსმა ხმა მისცა ოპერაცია „დაუნგრეველი კლდის“ რეზოლუციას, რომელმაც სინამდვილეში ხმის მიცემის გარეშე ჩაიარა.[63] მის ვებ-საიტზე წერია: „სანდერსი თვლის, რომ ისრაელის მიერ განხორციელებლი თავდასხმები, რომელმაც ასობით უდანაშაულო ადამიანი შეიწირა, მათ შორის, ბავშვები და ქალები, ასევე დასახლებული კვარტალების და გაეორის მიერ კონტროლირებადი სკოლების, საავადმყოფოების და ლტოლვილთა ბანაკების დაბომვა მიუღებელია. ისრაელის მოქმედებებმა უდიდესი ადამიანური დანაკარგი მოიტანეს, და, სავაურაუდოდ, ჰამასის მხარდაჭერა გააძლიერეს. ასევე შეიძლება, რომ ეს ქმედებები სიძულვილის უფრო დიდ ფესვებს თესავენ, რომლებიც თავს მომავალ წლებში გამოაჩენენ“.[64]

ერაყი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ერაყში 2003 წელს შეჭრას და 2002 წელს რეზოლუციას, რომელიც ერაყში ბუშს ძალის გამოყენების ნებას დართავდა მხარი არ დაუჭირა. 2002 წელს სიტყვით გამოსვლის დროს მან განაცხადა: «მე არ ვუჭერ მხარს პრეზიდენტისთვის ძალის გამოყენების უფლების მინიჭებას და შესაბამისად წინააღმდეგი ვარ ერაყში შეჭრაში და მისი ოკუპაციის. შესაბამისად, მე ამ რეზოლუციის წინააღმდეგი ვარ. ჯერ ერთი, ისიც კი არ ვიცით, რამდენი ამერიკელი კაცი და ქალი, და რამდენი ერაყელი ქალი და კაცი შეიძლება დაიღუპოს ამ ომში. როგორც არაგულგრილმა ნაციამ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ ის ტკივილი და წამება, რომელსაც ომი მოიტანს. ომი საერთაშორისო ურთიერთობებში უნდა იყოს ბოლო გადაწყვეტილება, და არა პირველი.[65]

ბირთვული ენერგეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიაში 2011 წლის ბირთვული ავარიების შემდეგ ბერნი სანდერსმა ბირთვული ელექტროსადგურების ლიცენზირების მორატორიუმის წინადადება წამოაყენა. სანდერსმა ასევე უკვე არსებული სადგურების ხელახალი შემოწმება. ამ ქმედებებს მან შეერთებულ შტატებში ბირთვული რენესანსის შენელების მცდელობა უწოდა.[66] პრეზიდენტ ობამას სანდერსმა წერილი მისწერა, სადაც შეერთებული შტატების ბირთვული ელექტროსადგურების უსაფრთხოების შემსწავლელი სპეციალური კომისისს შექმნა სთხოვა. სანდერსი პრაის-ანდერსონის კანონის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც ავალდებულებს გადასახადების გადამხდელებს ბირთვული ავარიის შემთხვევაში ზარალის დიდი ნაწალი აანაზღაურონ. ის ამბობს: „თავისუფალი მეწარმეობის შემთხვევაში ბირთვული ელექტროსადგურები უბედური შემთხვევისგან თავიანთ თავებს თავად უნდა იცავდნენ“.[67]

სანდერსი ხელისუფლების მიერ ბირთვული მრეწველობის ფინანსურად დახმარების წინააღმდეგ გამოდის.[68] გარდა ამისა, სანდერსი შეწუხებული არის ბირთვული ნარჩენებით.[69] სანდერსი ბირთვული ენერგიის ალტერნატივის მხარდასაჭერად გამოვიდა და მაგალითად შტატი ვერმონტი მოიყვანა, რომელიც ალტერნატივის საპოვნელად ყველაფერს აკეთებს და ხელს უშლის ბირთული ელექტროსადგურების ლიცენზიის გავრცელებას. 2011 წელს (იაპონიის მოვლენებიდან ერთი კვირის თავზე) სანდერსმა განაცხადა: „ჩემს შტატში კარგად იგრძნობა, რომ ჩვენ გვსურს წინსვლა ენერგეტიკის სფეროში. ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს ამის უფლება. ვთვლი, რომ ნებისმიერ სხვა შტატს ამ ქვეყანაში აქვს ამის უფლება. თუ ჩვენ გვინდა გამძლე ენერგეტიკაზე გასვლა და მოძველებულ და პრობლემატურ ბირთვულზე უარის თქმა უნდა გვქონდეს ამის საშუალებაც“.[70]

ირანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი მხარს უჭერს ირანთან ბარაკ ობამას და ჯონ კერის მიერ დადებულ შეთანხმებას და მიუხედავად იმისა, რომ მას სანდერსი შეთანხმებას არასრულად მოიხსენიებს, თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს და ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ ომში არ ჩაებას.[71]

ისლამური სახელმწიფო, ისლამოფობია და დევნილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამური სახელმწიფო (ISIS) ბერნიმ მოიხსენია როგორც „ბარბაროსული ორგანიზაცია“, მაგრამ სანდერსი ფიქრობს, რომ შეერთებულმა შტატებმა მათთან პირდაპირი შეაირაღებული კონფლიქტი არ უნდა აწარმოოს. სანდერსი თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა, როგორც სხვა ქვეყნებმა, უნდა შეიტანოს თავისი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში, მაგრამ არ უნდა ჩაერიოს ახლო აღმოსავლეთის გაუთავებულ ომებში, რადგან მუსულმანურმა ქვეყნებმა თავად უნდა მოაგვარონ თავიანთი პრობლემები.[72]

2015 წლის 15 ნოემბერს, პარიზის ტერაქტების შემდეგ სანდერსმა განაცხადა: „ამ რთულ დროს, როგორც ამერიკელები, ჩვენ არ მივემხრობით რასიზმს. ჩვენ არ დავუშვებთ ორად გაყოფას და ისლამოფობიის გავრცელებას. და იმ დროს, როდესაც ასიათსობით ადამიანმა დაკარგა ყველაფერი, ჩვენ არ შევაქცევთ ზურგს დევნილებს!“.[73]

კუბა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში სანდერსმა არაერთხელ აღნიშნა კუბის რევოლუციის მიღწევები.[74] 2015 წლის 14 აპრილს, იმის მერე, როდესაც თეთრმა სახლმა განცხადება გააკეთა რომ, კუბა დატოვებდა იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ტერორიზმს უჭერდნენ მხარს, სანდერსმა განაცხადა: «მიუხედავად იმისა, რომ კუბასთან ჩვენ ბევრი უთანხმეობა გვაქვს, კუბა მაინც არ არის ტერორისტული სახელმწიფო. ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ ობამას, რომელმაც უკან დატოვა აგრესია და დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზაციას შეუწყო ხელი. ცივი ომის 50 წელი საკმარისი იყო. დროა რომ აშშ-მ და კუბამ ურთიერთობები მოაგვარონ».

ჰენრი კინისჯერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 11 თებერვლის დემოკრატიული დებატების დროს სანდერსი არ დაეთანხმა ჰილარი კლინტონს, რომელიც აღტაცებული იყო ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის მუშაობით. ამავდროულად სანდერსმა აღნიშნა რომ კისინჯერი იყო თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი დამანგრეველი სახელმწიფო მდივანი.

ვიკიციტატა
„ვამაყობ იმით, რომ ჰენრი კისინჯერი ჩემი მეგობარი არ არის. მე მის რჩევებს არ გავითვალისწინებ. და საერთოდაც, კისინჯერის მოქმედებები კამბოჯაში, როდესაც ამერიკა ამ ქვეყანას ბომბავდა, როდესაც პრინცი სიანუკი ჩამოაგდო, როდესაც ამ ქვეყანაში სტაბილურობას ბოლო მოეღო და ქვეყანაში პოლ პოტი და წითელი კჰმერები მოვიდნენ და საბოლოოდ უკანასკნელებმა სამი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს - მსოფლიოს ისტორიაში გენოციდის ერთ-ერთი უსაშინელესი პრენცენდენტია.[75]

აშშ-ს მიერ სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი პოლიტიკური კარიერის მანძილზე სანდერსი აშშ-ს მიე სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის რადიკალური მოწინააღმდეგე იყო. სანდერსი აკრიტიკებდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ დემოკრატიულად არჩეული ლიდერების თანამდებობიდან ჩამოგდებას (სახელმწიფო გადატრიალებები 1953 წელს ირანში მოჰამედ მოსადიკის წინააღმდეგ; გადატრიალება ჰაკობო არბენსის წინააღმდეგ გვატემალაში 1954 წელს; გადატრიალება სალვადორ ალიენდეს წინააღმდეგ 1973 წელს ჩილეში).[76]

ნიკარაგუას რევოლუციის დროს სანდერსი კონტრასის დაფინანსებას ეწინააღმდეგებოდა, გარდა ამისა კარგი აზრის იყო (და ამას არც მალავდა) სანდინისტებზე. სანდერსმა განაცხადა, რომ ნიკარაგუაში სანდინისტების პოპულარობა უფრო დიდი იყო ვიდრე რეიგანის ამერიკაში, და რომ ნიკარაგუელ ხალხს არ სურდა ამერიკული ჯარის ხილვა.[77]

ნაციონალური უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვალთვალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსს არაერთხელ გაუკრიტიკებია ამერიკული ხელისუფლების თვალთვალის პოლიტიკა. ის პატრიოტული აქტის და მისი ყველანაირი გაგრძელების წინაარმდეგ გამოვიდა და ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო კონტროლიდან გამოსულად მოიხსენია. სანდერსი ხშირად აკრიტიკებდა მოსმენებს ორდერის გარეშე და ამერიკელების სატელეფონო და ინტერნეტული აქტიურობის შესახებ ჩანაწერების შენახვას სათანადო პროცესების გარეშე.[78]

ვიკიციტატა
„ჩემი აზრით, ნუს-ი კონტროლიდან გამოვიდა და არაკონსტიტუციურად მოქმედებს. მე ძალიან ვნერვიულობ ბავშვებზე, რომლებიც იზრდებიან საზოგადოებაში, სადაც ფიქრობენ, რომ მე არ ვილაპარაკებ ამ პრობლემაზე, არ წავიკითხავ წიგნს ამ იდეაზე ან არ გამოვიკვლევ მას, რადგანაც ვინმე იფიქრებს, რომ ტერორისტი ვარ. ეს არ არის ის თავისუფალი საზოგადოება, რომელიც მე ჩვენი შვილებისთვის მინდა.[79]

2015 წლის ოქტომბრის დემოკრატიული საპრეზიდენტო დებატების დროს კანდიდატებს ჰკითხეს აზრი ედვარდ სნოუდენის წინააღმდეგ. კითხვას გმირი თუ მოღალატე სანდერსმა ასე უპასუხა: ვფიქრობ, სნოუდენი თამაშობს მნიშნველოვან როლს ამერიკელებისთვის იმის სწავლებაში, თუ როგორ არის დარღვეული ჩვენი უფლებები. საერთოდ, მან ეს გააკეთა, მან დაარღვია კანონი, რის გამოც უნდა დაისაჯოს კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მან ეს საგანმანათლებლო მიზნებისთვის გააკეთა.[80]

სოციალური საკითხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანაზღაურებადი შვებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი გახდა ისეთი კანონების მომხრე, რომლებიც დაავალებდნენ კომპანიებს მიეცათ თავიანთი თანამშრომლებისთვის დეკრეტი, საავადმყოფოსი და შვებულება. სანდერსი ამბობს, რომ ასეთი კანონები მიღებული იქნა ყველა განვითარებულ ქვეყანაში და რომ ანაზღაურებად საავადმყოფოსი და შვებულებას დიდი გავლენა აქვს თანამშრომლებზე.[81][82]

სანდერსის კანონპროექტი S.1564 გარანტირებულ ანაზღაურებად შვებულებებზე დაავალდებულებდა კომპანიებს მიეცათ ათდღიანი ანაზღაურებადი შვებულება თანამშრომლებისთვის, რომლებიც მათზე ერთი წელი მაინც მუშაობდნენ. ის იყო სენატის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც მისცემდა მშობლებს თორმეტკვირიან ანაზღაურებად შვებულებას ბავშვის მოსავლელად. ის ასევე საშუალებას მისცემდა თანამშრომლებს ამავე თარიღით აეღოთ შვებულება, თუ მათთვის კიბოს და სხვა სერიოზული დაავადების დიაგნოსტირება მოხდებოდა, ან კიდევ, თუ ისინი დაავადებულ ნათესავს უვლიდნენ. გარდა ამისა, ის არის სხვა კანონპროექტის ავტორი, რომელიც საშუალებას მისცემდა თანამშრომლებს აეღოთ შვიდდღიანი შვებულება პატარა დაავადების გამო.[81][82][82]

სიკვდილით დასჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი პოლიტიკური კარიერის მანძილზე სანდერსი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი იყო.[83] 2015 წლის ოქტომბერში მან განაცხადა: „მირჩევნია, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად იდგეს, ვიდრე ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის ჩინეთი, ირანი და საუდის არაბეთი, რომლებშიც სიკვდილით დასჯას უჭერენ მხარს.“[84]

კანაბისის ლეგალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი მხარს უჭერს კანაბისის ლეგალიზაციას. თავისი პოზიცია მან 2015 წლის 28 ოქტომბერს გამოცხადა.[85]

გენმოდიფიცირებული პროდუქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი გენმოდიფიცირებული პროდუქტების წინააღმდეგ არ გამოდის, მაგრამ 2012 წელს სენატორ ბარბარა ბოქსერთან ერთად მან შეიტანა კანონპროექტი, რომლებიც უფლებას მისცემდა შტატებს საჭმლის ეტიკეტზე გმპ-ს ეტიკეტის დაკრობა მოეთხოვათ.[86]

რასობრივი სამართლიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960-იან წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტში სანდერსი იყო სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1988 წელს სანდერსი მონაწილეობდა ჯესი ჯექსონის საპრეზიდენტო კამპანიაში და ამბობდა: „ჯესი ჯესქონმა, და მხოლოდ მან, გამოაჩინა საკმარისი სიმამაცე, რომელიც აუცილებელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად.“[87]

ლბბტ-საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსის მიერ 1970-ნი წლების დასაწყისში გამოქვეყნებულ წერილში მან ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მიმართული ყველა კანონის გაუქმების ინიციატივა გამოიჩინა.[88]

1980-იან წლებში სანდერსმა მხარი დაუჭირა ბერლინგტონში „გეების და ლესბოსელების სიამაყის დღის“ შემოღებას როგორც ქალაქის მერმა და მოაწერა ხელი რეზოლუციას, რომელშიც ხელისუფლების ყველა ორგანოს ჰომოსექსუალისტების უფლებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.[89]

წარმომადგენელთა პალატაში სანდერსა ქორწინების დაცვის კანონის წინააღმდეგ გამოვიდა.[90] მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა კანონს ხელი 1996 წლის 21 სექტემბერს მოაწერა.

ვერმონტი გახდა პირველი შტატი, რომელმაც ერთსქესიანი კავშირები დააკანონა (2000), ხოლო 2009 წელს გახდა პირველი, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება კანონით ნებადართული გახადა. როდესაც უმაღლესმა სასამართლომ 2015 წელს ამ საკითხის განხილვა დაიწყო, სანდერსმა განაცხადა, რომ ყველა ჰომოსექსუალისტ ამერიკელს, ყველა შტატში აქვს უფლება იქორწინოს. „რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქე თანაბარ უფლებებს იმსახურებს. დროა, უმაღლესი სასამართლო ამერიკელ ხალხს დაეწიოს და ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია მოახდინო“ს.[91]

2006 წლის დისკუსიაში სანდერსმა განაცხადა, რომ მხარს უჭერდა სამოქალაქო კავშირს ერთსქესიანი წყვილებისთვის, მაგრამ არა ქორწინებას.[92]

მიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერსი თვლის, რომ ახალი მიგრანტებისთვის უნდა შეიქმნას გზა მოქალაქეობისკენ.[93] „მან განაცხადა, რომ აღარ აქვს აზრი რომ ასეულობით ათასმა მიგრანტმა ამ ქვეყანაში მინიმალურ ხელფასზე იმუშაოს და ამერიკელ ბავშვებს კონკურენცია გაუწიოს“. სანდერსი გასტრაბაიტერების მოწვევის პროგრამის წინააღმდეგ გამოდის[94] და სკეპტიკურად არის განწყობილი კვალიფიცირებული მიგრანტების ვიზების მიმართ (H-1B) და ამბობს: წ„ინა წელს H1-B გასტრაბაიტერების დამსაქმებელნი იყვნენ ოფშორული კომპანიები. ეს ფირმები პასუხისმგებელნი არიან ამერიკული IT-სფეროს სამუშაო ადგილების ინდიაში და სხვა ქვეყნებში გადატანაში“.[95] Vox-თან ინტერვნიუში სანდერსმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა,  რომ ემხრობა გახსნილ საზღვრებს და თავისი პოზიცია ასე დაახასიათა:

ვიკიციტატა
„მარჯვენა იდეა, საერთოდ, ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები  არ არსებობენ.. თქვენ უარს ამბობთ ნაციონალური სახელმწიფოს კონცეპციაზე. მემარჯვენეები კმაყოფილნი იქნებოდნენ გახსნილი საზღვრების პოლიტიკით. ალბათ კარგი იქნებოდა ადამიანების ჩამოყვანა, რომლებიც საათში ორი ან სამი დოლარისთვის იმუშავებნდნე. ეს მათთვის (მემარჯვენეებისთვის) ბრწყინვალე იქნებოდა. მაგრამ მე ამის არ მჯერა.მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ხელფასები, ვფიქრობ, რომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ ქვეყენაში მილიონობით სამუშაო ადგილის შესაქმნელად.[96][97]

აბორტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NARAL Pro-Choice America-მ სანდერს რეპროდუქციული არჩევანის რეიტინგში 100% მიანიჭა.[98]

სახელმწიფო და ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„გაერთიანებულმა ამერიკელებმა ეკლესიის სახელმწიფოსგან განცალკევებისთვის“ სანდერსი შეაფასეს, როგორც ეკლესიის სახელმწიფოსგან განცალკევების აქტიური მომხრე.[99]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lisa Lerer. Where's the outrage over AIG bonuses?. The Politico (July 16, 2009).
  2. Michael PowellExceedingly Social But Doesn't Like PartiesThe Washington Post (November 6, 2006).
  3. Наташа МозговаяКандидат в президенты: Берни Сандерс"Голос Америки
  4. Путин оказался неотъемлемой частью предвыборной гонки в США
  5. 50 years on, Bernie Sanders still champions values of his Israeli kibbutz
  6. Fighting for Iowa Voters, Bernie Sanders Leads in Yaroslavl - WSJ
  7. Dreier, Peter. Bernie Sanders' Socialism Is as American as Apple Pie, The Huffington Post (May 5, 2015). 
  8. Dylan Matthews, A leading socialist explains what Bernie Sanders’s socialism gets right — and wrongVox (November 20, 2015).
  9. Nicole Gaudiano, Sen. Bernie Sanders to explain his democratic socialist viewsUSA Today(November 18, 2015)
  10. Bernie Sanders’s speech on democratic socialism in the United States (transcribed by Andrew Prokop of Vox), November 19, 2015.
  11. Samuel Goldman. Democrats Are Not Socialists, and Neither Is Bernie Sanders. The American Conservative (15 August 2015).
  12. Josh Barro. Bernie Sanders, Democratic Socialist Capitalist. The New York Times (20 October 2015).
  13. Nancy Marshall-Genzer. Explaining "democratic socialism". Marketplace Elections (18 November 2015).
  14. Patricia Murphy. Real socialists think Bernie is a sellout. The Daily Beast (10 October 2015).
  15. Desjardins, Lisa What does Bernie Sanders believe? Where the candidate stands on 10 issues. PBS (April 30, 2015). 
  16. Benen, Steve The tax rates that don't cause Bernie Sanders to 'flinch'. MSNBC (May 28, 2015).
  17. Bernie Sanders Would Tax The Income Of The Wealthiest Americans At 90 Percent. Center For American Progress Action Fund.
  18. Bernie Sanders Calls For 65% Top Estate Tax Rate.
  19. Sanders, BernieBreak Up Big BanksThe Huffington Post (May 7, 2015).
  20. Resnikoff, NedBernie Sanders proposes breaking up 'too big to fail' banks, Al Jazeera America (May 6, 2015). 
  21. Bernie Sanders backs big bank breakups, in contrast with Hillary Clinton. Politico.
  22. Sen. Bernie Sanders on taxes, trade agreements and Islamic State. PBS (May 18, 2015).
  23. Sanders, BernieThe TPP Must Be DefeatedThe Huffington Post (May 21, 2015).
  24. John Harwood for CNBC. May 26, 2015 10 questions with Bernie Sanders
  25. Will Cabaniss for Punditfact. September 2, 2015 How Bernie Sanders, Hillary Clinton differ on the Trans-Pacific Partnership
  26. Bernie Sanders (December 1, 2014). An Economic Agenda for America: 12 Steps ForwardThe Huffington Post.
  27. Bernie 2016 - Issues - Creating Decent Paying Jobs. berniesanders.com.
  28. Jim Tankersley for the Washington Post. July 13, 2015 The thing Bernie Sanders says about inequality that no other candidate will touch
  29. Feelthebern.org. Bernie Sanders on Small Business and Entrepreneurship. Page accessed Jan 15, 2016
  30. Sanders, Bernie (June 2, 2014).Worker-Owned BusinessesBernie Sanders.com. Retrieved May 22, 2015.
  31. Richard D. Wolff (June 27, 2015).Socialism Means Abolishing the Distinction Between Bosses and EmployeesTruthout. Retrieved July 9, 2015.
  32. Ben Schreckinger and Jonathan topaz (July 6, 2015). The socialist surgePolitico. Retrieved July 8, 2015.
  33. Ben Schreckinger and Jonathan topaz (July 6, 2015). Sanders: «Democracy means public ownership of the major means of production».The Daily Kos. Retrieved February 17, 2016.
  34. Miller, S. A. Bernie Sanders attacks Business Roundtable, offshore tax havens. The Washington Times (18 February 2015).
  35. America’s Top 10 Corporate Tax Avoiders. Bernie Sanders United States Senator for Vermont.
  36. BERNIE SANDERS ON CORPORATE REGULATION. feelthebern.org.
  37. Legislation – Campaign Finance: Bernie Sanders – U.S. Senator for Vermont. Sanders.senate.gov.
  38. Sanders, BernieIf We Don't Overturn Citizens United, The Congress Will Become Paid Employees of the Billionaire Class,Huffington Post (March 22, 2015).
  39. Collins, ElizaBernie Sanders takes dead aim on Citizens United rulingPolitico (May 10, 2015).
  40. Easley, JasonBernie Sanders Files a New Constitutional Amendment to Overturn Citizens UnitedPoliticsUSA.
  41. Zaru, Deena Election 2016: Who are the richest candidates? (May 6, 2015).
  42. U.S. Senator Bernie SandersTestimony to the Vermont Senate Government Operations Committee, March 15 2007 (англ.). FairVote.
  43. Dave Gram. Douglas vetoes campaign finance, instant-runoff voting bills (англ.). The Boston Globe. FairVote (7 April 2008).
  44. The Battle Over Media Ownership is Far From Over, Common Dreams NewsCenter (July 7, 2003).Архивировано из первоисточника 28 июня 2012. Проверено 4 августа 2009. «Members of Congress are finding they cannot avoid talking about media issues because people really are upset with what the FCC did and with the broader issue of who controls the media," says U.S. Rep. Bernie Sanders, I-Vermont, a leading critic of the FCC rule changes [removing limits on the ability of individual companies to dominate more than 35 percent of television communications and to prevent "cross-ownership" schemes that allow corporations to buy up primary newspapers, radio and television stations and cable and Internet services in a city.] and a champion of media reform in the public interest.».
  45. Vt. congressman interviewed for filmUSA Today (July 26, 2004).Проверено 4 августа 2009. «Rep. Bernie Sanders has a burgeoning second job: movie star. Vermont's lone congressman is one of many legislators, journalists and media watchdogs interviewed for 'Orwell Rolls in His Grave,' by director Robert Pappas, and Robert Greenwald's latest film, 'Outfoxed: Rupert Murdoch's War on Journalism.'».
  46. Totten, ShaySanders to push global warming legislation in SenateVermont Guardian (January 15, 2007).Проверено 4 августа 2009. «Sen. Bernie Sanders, I-VT, said Monday he was making good on at least one of a handful of campaign promises — introducing a bill designed to cut U.S. contributions to global greenhouse gas emissions in the next decade. ... Sanders added that construction of new power plants is "extraordinarily expensive" and he would prefer to see federal funding support used to expand the development of sustainable energy, as well as biofuels.».
  47. Climate Change Bills of the 110th CongressEnvironmental Defense, May 29, 2007.
  48. Gerken, JamesSenator Bernie 
  49. Ferguson, Amber Bernie Sanders: Passing Keystone XL Means A 'Significantly Less Habitable' Planet. Huffington Post (January 14, 2015).
  50. Sanders, Bernie Family Values Agenda
  51. FAMILY VALUES AGENDA: PAID FAMILY LEAVE, PAID SICK LEAVE, PAID VACATION (PDF).
  52. Sanders, Bernie Release: Sanders Proposes Early Child Care Program. Bernie Sanders Senate Office.
  53. Andrew Mullins: Bernie Sanders | Candidates on Common Core. HSLDA, 25.08.2015
  54. Dash, Stephen What Is Bernie Sanders' Endgame for College Affordability and Student Loans?.The Huffington Post (April 22, 2015).
  55. Wysocki, AaronBernie Sanders: Free College For AllThe Young Turks (May 21, 2015).
  56. It’s Time to Make College Tuition Free and Debt Free
  57. Summary of Sen. Sanders’ College for All Act.
  58. Jaffe, SarahSanders Schools McCain on Public HealthcareThe Nation (July 14, 2009). Проверено 16 октября 2013. «Senator Bernie Sanders is one of the Senate's fiercest advocates for real healthcare reform that puts Americans, not private insurance companies, first. Recently, Sanders told The Nation's Katrina vanden Heuvel, '[I]f you are serious about real healthcare reform, the only way to go is single-payer.'»
  59. Carter, ZachBernie Sanders Offers Plan To Cut Prescription Drug PricesThe Huffington Post (May 19, 2012)
  60. Older Americans Act (May 23, 2015)
  61. War and Peace, Bernie Sanders, Senate website
  62. 2016 U.S. Elections: Bernie Sanders| Jewish Virtual Library
  63. News July 24
  64. War and Peace, Bernie Sanders, Senate website
  65. Flashback: Rep. Bernie Sanders Opposes Iraq War Official Senate Site
  66. US Sen. Sanders: Slow down on nuclear relicensing.BusinessWeek (March 21, 2011).
  67. US Sen. Sanders: Slow down on nuclear relicensing.BusinessWeek (March 21, 2011).
  68. Stop the nuclear industry welfare programme, theguardian.com (13 April 2012).
  69. Stop the nuclear industry welfare programme, theguardian.com (13 April 2012).
  70. March 15, 2012). Nuclear PowerПресс-релиз.
  71. Flashback: Rep. Bernie Sanders Opposes Iraq War Official Senate Site
  72. Bernie Sanders Speaks With Katie Couric - Full Interview. YouTube (June 2, 2015).
  73. Tom LoBianco, CNN. Bernie Sanders on ISIS: U.S. needs to be "tough" not "stupid" - CNNPolitics.comCNN (17 November 2015).
  74. J. Taylor Rushing. Bernie Sanders praised Fidel Castro in 1985 interview: 'He educated their kids, gave their kids health care, totally transformed society'Daily Mail (20 October 2015).
  75. Greg Grandin (February 12, 2016).Henry Kissinger’s “mad and illegal” bombing: What you need to know about his real history — and why the Sanders/Clinton exchange matters.Salon. Retrieved February 12, 2016.
  76. Кандидат в президенты США Сандерс раскритиковал политику смены режимов. РИА-Новости.
  77. BERNIE SANDERS ON LATIN AMERICA. 2016 FEELTHEBERN.ORG.
  78. Sanders Senate Speech on Surveillance.
  79. Rand Paul, Bernie Sanders Revel in NSA RulingThe Guardian, April 29, 2015.
  80. Norman Solomon: Clinton's Debate Comments on Snowden "Give Hypocrisy a Bad Name". Democracy Now! (15 October 2015).
  81. 81.0 81.1 Sanders, Bernie Family Values Agenda
  82. 82.0 82.1 82.2 FAMILY VALUES AGENDA: PAID FAMILY LEAVE, PAID SICK LEAVE, PAID VACATION (PDF).
  83. Zaid Jilani (July 20, 2015). 20 Examples of Bernie Sanders' Powerful Record on Civil and Human Rights Since the 1950sAlternet.Retrieved July 21, 2015.
  84. Kaplan, ThomasOn Senate Floor, Bernie Sanders Calls for Ending the Death Penalty (October 29, 2015).
  85. ABC News. Bernie Sanders Backs Decriminalizing Marijuana on Federal LevelABC News.
  86. Sanders, Bernie. Label Genetically Engineered Food. Huff Post (19 June 2012).
  87. Bernie Sanders (1988) 1988 Bernie Sanders Speech on Race Progress and the Democratic Party.YouTube Retrieved August 11, 2015.
  88. Bernie Sanders Was for Full Gay Equality 40 Years Ago
  89. 32 Years Before Marriage Equality, Bernie Sanders Fought For Gay Rights. Queerty.
  90. Final Vote Result for Roll Call 316. Office of the Clerk, U.S. House of Representatives
  91. Lyons, Kim Bernie Sanders' Views on Gay Marriage Show He's Been a Supporter for a Long Time (April 2015).
  92. Bendery, Jennifer Bernie Sanders Was No 'Pioneer' On Same-Sex Marriage
  93. David Weigel (July 30, 2015).Bernie Sanders criticizes ‘open borders’ at Hispanic Chamber of CommerceThe Washington Post.Retrieved August 1, 2015.
  94. Jamieson, Dave Senator Sounds Alarm On Teen Unemployment(June 19, 2013).
  95. Thibodeau, Patrick Meet Bernie Sanders, H-1B skeptic (May 1, 2015).
  96. Bernie Sanders on Immigrants: Silly, Tribal and Economically Illiterate
  97. Cory Massimino. Bernie Sanders is wrong on open borders; they'd help boost the economy - Cory Massiminothe Guardian.
  98. Bernie Sanders on Abortion. On the Issues (December 29, 2014).
  99. Bernie Sanders on Principles & Values.