ბერბერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბერბერა
სომალ. Barbara
არაბ. بربرة
დროშა

ქვეყანა სომალის დროშა სომალი
რეგიონი ვოკუი-გალბიდის რეგიონი
კოორდინატები 10°26′00″ ჩ. გ. 45°00′00″ ა. გ. / 10.43333° ჩ. გ. 45.00000° ა. გ. / 10.43333; 45.00000
ფართობი 5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3 მეტრი
მოსახლეობა 232 500[1] კაცი (2000)
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
ბერბერა — სომალი
ბერბერა

ბერბერა (სომალ. Barbara, არაბ. بربرة) — ქალაქი სომალის ჩრდილო-დასავლეთში. დღეისათვის ქალაქს აკონტროლებს თვითგამოცხადებული სახელმწიფო სომალილენდი. იგი ყველაზე უფრო დაცული პორტია ადენის ყურის სამხრეთ სანაპიროზე.

ქალაქი იყო ბრიტანეთის სომალის ადმინისტრაციული ცენტრი 1941 წლამდე.

ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა დამთავრდა 1969 წელს საბჭოთა სამხედრო მშენებლების დახმარებით. სამოქალაქო ომამდე სომალიში ის გამოიყენებოდა, როგორც საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ბაზა, ხოლო შემდგომში მას იყენებდა აშშ. დღეისათვის გამოიყენება სავაჭრო პორტის სახით.

საზღვაო გზით დაკავშირებულია იემენის ქალაქ ადენთან, რომელიც მდებარეობს 255 კმ ჩრდილოეთით. საავტომობილო გზებით ქალაქი დაკავშირებულია სომალის ქალაქებთან — ჰარგეისასთან (150 კმ) და ბურაოსთან (120 კმ), ასევე მეზობელი ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებასთან (790 კმ).

1998 წლიდან დაწყებული, როდესაც ერიტრეამ ეთიოპია-ერიტრეის კონფლიქტის შედეგად ეთიოპიისათვის დაკეტა პორტი ასები, ბერბერას პორტი ძირითადი საექსპორტო-საიმპორტო პორტია ეთიოპიისათვის, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი და შესაბამისად საკუთარი პორტი. არაღიარებული სომალილენდისთვის ბერბერა უცხოური ვალუტის შემოსვლის მსხვილი წყაროა.

აეროპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირმა ქალაქში ააშენა დიდი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი საკუთარი სამხედრო-საზღვაო ავიაციისთვის, რომლის სიგრძე რეკორდულია აფრიკაში — 4140 მეტრი. 1977 წლის შემოდგომაზე ოგადენისთვის ბრძოლის დაწყების გამო პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შემდეგ თანამშრომლობა საბჭოთა კავშირთან შეწყდა და მისი ადგილი მაშინვე აშშ-მა დაიკავა. ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი გადავიდა ამერიკელი სამხედროების მმართველობის ქვეშ და 1991 წელს სომალის დაშლამდე ამერიკული კოსმოსური შატლებისათვის იყო სარეზერვო დასაჯდომი ზოლის სიაში.

დღეისათვის სამოქალაქო მგზავრობის ფრენები ხორციელდება არაბთა გაერთიანებული საამიროების, კენიის და ეთიოპიის ავიაკომპანიების მიერ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Somalia City & Town Population. Tageo.com. Retrieved on 2011-12-15.