ბაქოს არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალწულის კოშკი - ბაქოს ერთ-ერთი მთავარი ტურისრული ღირსშესანიშნაობა

ბაქოს არქიტექტურა არ მიეკუთვნება ერთ კონკრეტულ არქიტექტურულ სტილს. იგი მოიცავს სხვადასხვა პერიოდის სხვადასხვა ხუროთმოძღვრული სტილის ნიმუშებს. ქალაქის გვიანი თანამედროვე და პოსტმოდერნული არქიტექტურა 2000-იანი წლების დასაწყისში განვითარდა. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ძველი შენობები, როგორიც იყო ატლანტის სახლი, ჩანაცვლდა, რათა მათ ადგილას ახალი შენობები აეგოთ. ქალაქის მასშტაბით არაერთი შუშის ნაგებობა აშენდა, რომლის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშებია: SOCAR Tower და ცეცხლის ცათამბჯენები.

ისლამური არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგანაც აზერბაიჯანში დომინანტი რელიგია შიიტური ისლამი იყო, ქალაქის ტერიტორიაზე ისლამური არქიტექტურის უამრავი ნიმუში მდებარეობს. რელიგიური შენობების კედლებსა და სვეტებზე ისლამური კალიგრაფიით შესრულებული წარწერებია შემორჩენილი. 2000 წლის დეკემბერში ბაქოს ძველი ქალაქი, რომელიც შირვანშაჰების სასახლესა და ქალწულის კოშკსაც მოიცავს, იუნესკომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა. ისლამური შენობები ბაქოში იმპერიის პერიოდშიც შენდებოდა. ქალაქის გარეუბანში აჟდარბექის მეჩეთი 1912-1913 წლებში აიგო.[1]

რუსეთის იმპერია და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოში XIX-XX საუკუნის უამრავი შენობა-ნაგებობა მდებარეობს, რომლებიც ვიქტორიანული და დასავლური არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას ქალაქი ერთ-ერთი უმთავრესი სამრეწველო ქალაქი გახდა. ამ პერიოდში აშენდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზის შენობა, აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის შენობა, აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის შენობა და სხვ.

საბჭოური არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს რეზოლუციამ „სამომავლო ინტუსტრიალიზაციის განსაზღვრის, ხარისხის გაუმჯობესებისა და მშენებლობის ღირებულების შემცირების თაობაზე“ 1950-იან წლებში ბაქოში მასობრივ მშენებლობას შეუწყო ხელი.[2] ამ პერიოდში განახლდა ისმაილიას სასახლე, რომელიც დღეისთვის აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას წარმოადგენს. საბჭოური არქიტექტურის ნიმუშებია ლენინის სასახლე (ამჟამინდელი ჰეიდარ ალეივის სასახლე), აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის შენობა და საზღვაო და რკინიგზის სადგურები.[2]

ჰაი-ტექ არქიტექტურა და პოსტმოდერნისტული არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ცენტრის ირგვლივ თამოყრილი ბიზნეს რაიონები ჰაი-ტექ არქიტექტურისა და პოსტმოდერნისტული არქიტექტურის არაერთ შენობას მოიცავს. მათ შორისაა: Socar Tower, ბაქოს შუშის დარბაზი, ჰეიდარ ალიევის ცენტრი, ცეცხლის ცათამბჯენები, ტრამპის საერთაშორისო სასტუმრო და კოშკი და სხვ.[3]

არქიტექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოში მდებარე შუა საუკუნეებით დათარიღებულ ნაგებობებზე არაერთი ხუროთმოძღვრის სახელია ამოკვეთილი, მათ შორის მასუდ იბნ დავიდის, რომელმაც ქალწულის კოშკი ააგო; მისი ვაჟის - აბდულ მაჯიდ მასუდ ოღლუს, საბაილის ციხისა და მარდაქანის მრგვალი ციხის პროექტის ავტორი; მაჰმუდ იბნ საადის, რომელმაც ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი, ნარდარანის ციხე და მოლა აჰმედის მეჩეთი ააშენა და ა.შ.

XIX საუკუნეში ნავთობის ბუმის გამო ბაქო სწრაფად განვითარერბადი ქალაქი გახდა.[4] ქალაქი უფრო გაფართოება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მოსახლეობის რაოდენობის მატებასთან. ამის გამო ქალაქში სომეხი, აზერბაიჯანელი, გერმანელი (ადოლფ ეიჩლერი და ნიკაუს ფონ დე ნონი), პოლონელი (იოზეფ გოსლავსკი და იოზეფ პლოშკო) და რუსი არქიტექტორები ჩავიდნენ, რამაც ბაქოს არქიტექტურულ იერსახეზე დიდი გავლენა მოახდინა.[4] არქიტეტორთა უმრავლესობას სანქტ-პეტერბურგში ჰქონდა განათლება მიღებული.[5] 1860-1868 წლებში ქალაქის მთავარ არქიტექტორად ქაზიმ ბეიჰაჯიბაბაბეიკოვი ითვლებოდა.[6]

საბჭოთა კავშირის ცნობილ არქიტექტორებს შორის აღსანიშნავი არიან მიქაილ ჰუსეინოვი, სადიღ დადაშოვი, ლევ ილინი, ლევ რუდნევი და სხვები.[7] ბაქოში მოღვაწეობდნენ ჰასან მაჯიდოვი (რომელმაც მუზეუმის ცენტრის შენობა დააპროექტა), თალათ ხანლაროვი (ჰეიდარ ალიევის სპორტული და საგამოფენო კომპლექსის ავტორი)[8] და ანვარ ქაზიმზადე (ნავთობისა და ბუნებრივი აირის კვლევისა და დიზაინის ინსტიტუტის შენობისა და ულდუზის მეტროსადგურის დამპროექტებელი).[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Фатуллаев-Фигаров, Шамиль Сейфулла оглы (1998). Архитектурная энциклопедия Баку. Baku: Международная Академия Архитектуры Стран Востока, გვ. 331. 
  2. 2.0 2.1 Архитектурное развитие города (რუსული)
  3. Ronald W. Ferrier, James H. Bamberg. The History of the British Petroleum Company: The Developing Years, 1901—1932. — Cambridge University Press, 1982 — Volume, p. 25 — ISBN 9780521246477
  4. 4.0 4.1 Swietochowski, Tadeusz (1999). Historical dictionary of Azerbaijan. Lanham, Md.: Scarecrow, გვ. 19. ISBN 9780810835504. 
  5. Tigranyan, Edmond (2003). Activity of Armenian Architects in South Caucasus (Armenian). Yerevan: Voskan Yerevantsi, გვ. 263. ISBN 9789993000525. 
  6. Һаҹыбабабәјов Гасымбәј — Azerbaijan Soviet Encyclopedia, 1987. — V. 10. — P. 146.
  7. დაარქივებული ასლი Russian. Our Baku. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 29 April 2014.
  8. Эльтуран Авалов. Яркое творчество мастера დაარქივებული 2015-09-23 საიტზე Wayback Machine. . — Азербайджанские известия, 22 August 2007. — P. 3.
  9. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Russian. Большой энциклопедический словарь. ციტირების თარიღი: 30 April 2014.