თეზეპირის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეზეპირის მეჩეთი

თეზეპირის მეჩეთი (აზერ. Təzəpir məscidi) — მეჩეთი ბაქოში. მეჩეთის მშენებლობა დაიწყო 1905 წელს მეცენატი ქალბატონის ნაბათ - ხანუმ აშურბეკოვას მხარდაჭერით. მეჩეთის არქიტექტორი იყო ზივიარ ბეგ ახმედბეგოვი. მეცენატი ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ მეჩეთის მშენებლობა შეჩერდა, მაგრამ მალე იქნა გაგრძელებული მისი შვილის მიერ და დასრულდა 1914 წელს.

მეჩეთმა იფუნქციონირა მხოლოდ სამი წელი 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამო მეჩეთი დაიხურა. სხვადასხვა წლებში მეჩეთს იტენებდნენ სხვადასხვა დანიშნულებით. მეჩეთის შენობაში განლაგებული იყო როგორც კინოთეატრი, ასევე საწყობი. მხოლოდ 1943 წლიდან დღემდე კვლავ დაიწყო ფუნქციონირება მეჩეთის სახით. 2005 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით შედგა მისი რეკონსტრუქციის გეგმა და პროექტი. 2009 წლის 6 ივლისს რესტავრაციის შემდეგ მოხდა კვლავ მისი საზეიმო გახსნა, რომელშიც მონაწილეობა პრეზიდენტმაც მიიღო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]