საბაილის ციხე
საბაილის ციხე | |
---|---|
ციხის ნარჩენები, რომელიც წყლის ზედაპირზე ჩანს | |
მდებარეობა | აზერბაიჯანი |
თარიღდება | 1234 |
მდგომარეობა | დატბორილი |
საბაილის ციხე (აზერ. Bayıl qalası) — ციხე, რომელიც აშენდა შირვანშაჰი ფარიბურზ III-ის ბრძანებით 1234 წელს. ეს ციხე განლაგებულია ბაილოვზე ბაქოს მახლობლად აზერბაიჯანის ერთ-ერთ კუნძულზე. შემდგომ ამ ციხეს უწოდებდნენ საბაილის ციხეს, შაჰრი საბას, შაჰრი ნაუს, წყალქვეშა ქალაქს, ქარავან-სარაის, ბაილოვოს ქვებს და ა.შ.
თქმულებებით მოცული ციხე ბოლო დრომდე წყლით იყო დაფარული და განლაგებული იყო 350 მეტრის დაწორებით ნაპირისგან. ქვის ფილები 70/25-30 სმ. სისქით რელიეფური ორნამენტებით აღმოჩენილი იქნა 1939 წლის ექსპედიციისას.
2000 წლების ბოლოს წყლის დონის დაკლების შედეგად გამოჩნდა ციხის ზედა პირი. არქეოლოგების მიერ წყლიდან ამოღებული ქვები გამოფენილია შირვანშაჰების სასახლეშირვანშაჰების სასახლის ტერიტორიაზე. წყლიდან ამოღებული იქნა 706 ფილა, რომელზეც გამოსახულია ცხოველები, მცენარეები და ასევე არაბული დამწერლობა.[1] ასევე აღმოჩენილია 12 ფილა ხალხის პორტრეტული გამოსახულებით. ერთ-ერთ ასეთ ქვაზე გამოხატულია შირვანშაჰი, რომლის მმართველობის დროსაც იქნა აშენებული ეს ციხე.
ციხე აშენდა ხუროთმოძღვარ ზეინადინ იბნ აბუ რაშიდ შირვანის მიერ.[2] ციხის დაგეგმარება წააგავს არასწორ მართკუთხედს, რომლის ჩრდილო ნაწილი გაწელილია და სიგრძეში 180 მეტრს, ხოლო სიგანეში 40 მეტრს აღწევს. ციხის ასეთი ფორმა განპირობებულია კუნძულის ფორმით, რომელზეც არის ციხის საძირკველი. ციხეს გარს ერტყმოდა 1,5-2 მეტრის სისქის კედელი 15 კოშკით, რომელთაგანაც 3 იყო მრგვალი, ხოლო დარჩენილი 12 კი — ნახევრადმრგვალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jonathan M. Bloom, Sheila Blair. The Grove Encyclopedia of Islamic Art and Architecture. — Oxford University Press, 2009. — Т. 2. — С. 240. — 513 с. — ISBN 9780195309911.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Замок, которого нет ~ Роза ветров[მკვდარი ბმული]
- ↑ Бабаев К. Баиловские камни // Наука и жизнь. — 1989. — № 4. — С. 40.