მრგვალი ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მრგვალი ციხე
მდებარეობა მარდაკიანი, აზერბაიჯანი
თარიღდება 1232

მრგვალი ციხე — განლაგებულია აზერბაიჯანში, აბშერონის ნახევარკუნძულზე მარდაკიანის დასახლებაში.

ციხეზე არსებული წარწერების მიხედვით იგი აშენდა 1232 წელს . მისი მშენებელი იყო — შირვანშაჰ გერშაცპეს არქიტექტორი აბდულმეჯიდ იბნ მაქსუდი. ციხე მრგვალი ფორმისაა. მას დღემდე ადგილობრივი მოსახლეობა შიჰ გალასის (შეიჰის ციხეს) უწოდებს.

ციხის ძირითადი გალავანის სიმაღლე შეადგენს 16 მეტრს, ხოლო დიამეტრი 7,6 მეტრს. ციხის შიდა ნაწილი დაყოფილია სფეროს ფორმის გუმბათებით 3 იარუსად. ისინი ერთმანეთს უერთდებიან წრიული კიბეებით.[1].

ციხე იყოფა 5 იარუსად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Усейнов М.А, Бретаницкий Л.С. Всеобщая история архитектуры. Архитектура Азербайджана. Стройиздат, 376