აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1848)
‹ 1844 1852 › | ||||
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები | ||||
7 ნოემბერი, 1848 | ||||
პრეზ. კანდიდატი | ზაქარი ტეილორი | ლუის კასი | მარტინ ვან ბურენი | |
პარტია | ვიგი | დემოკრატი | თავისუფალი მიწა | |
შტატი | ლუიზიანა | მიჩიგანი | ნიუ იორკი | |
ვიცე-პრეზ. კანდიდატი | მილარდ ფილმორი | უილიამ ბატლერი | ჩარლზ ადამსი | |
ამომრჩეველთა კოლეგია | 163 | 127 | 0 | |
შტატში გამარჯვება | 15 | 15 | 0 | |
მოსახლეობა | 1,361,396 | 1,223,460 | 291,501 | |
პროცენტი | 47.3% | 42.5% | 10.1% | |
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკა. ყვითელი შტატები, სადაც ტეილორმა გაიმარჯვა. ლურჯი შტატები, სადაც კასმა გაიმარჯვა. | ||||
მოქმედი პრეზიდენტი | არჩეული პრეზიდენტი | |||
ჯეიმზ ნოქს პოლკი დემოკრატი |
ზაქარი ტეილორი ვიგი |
1848 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიგების პარტიის კანდიდატმა ზაქარი ტეილორმა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ლუის კასი დაამარცხა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1848 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს წინ უძღოდა ამერიკა-მექსიკის ომი, სადაც ამერიკამ გაიმარჯვა და შეიერთა: ტეხასი, ნიუ-მექსიკო, არიზონა, ნევადა, იუტა და კალიფორნია. აშშ-ის მე-11 პრეზიდენტმა ჯეიმზ ნოქს პოლკმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ვიგების პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დაასახელა ამერიკა-მექსიკის ომის გმირი, გენერალი ზაქარი ტეილორი. დემოკრატიულმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა მიჩიგანელი სენატორი ლუის კასი.
1848 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა „თავისუფალი მიწის პარტია“, რომელიც უპირისპირდებოდა მონათმფლობელობას. „თავისუფალი მიწის პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო აშშ-ის მე-8 პრეზიდენტი მარტინ ვან ბურენი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტობისთვის იბრძოდა აშშ-ის მე-6 პრეზიდენტის ჯონ კუინსი ადამსის ვაჟი ჩარლზ ადამსი.
საპრეზიდენტო არჩევნებში ზაქარი ტეილორმა გაიმარჯვა. მან მიიღო 47.28%. მეორე ადგილზე გავიდა დემოკრატი ლუის კასი, რომელმაც მიიღო 42.49%. მესამე ადგილზე გავიდა მარტინ ვან ბურენი, რომელმაც მიიღო 10.12%. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ვიგების პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა.
არჩევნების შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპრეზიდენტო კანდიდატი | პარტია | შტატი | მოსახლეობა | პროცენტი | ამომრჩეველთა კოლეგია | ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი | შტატი |
---|---|---|---|---|---|---|---|
ზაქარი ტეილორი | ვიგი | ლუიზიანა | 1,361,393 | 47.28% | 163 | მილარდ ფილმორი | ნიუ-იორკი |
ლუის კასი | დემოკრატი | მიჩიგანი | 1,223,460 | 42.49% | 127 | უილიამ ბატლერი | კენტუკი |
მარტინ ვან ბურენი | თავისუფალი მიწა | ნიუ-იორკი | 291,501 | 10.12% | 0 | ჩარლზ ადამსი | მასაჩუსეტსი |
ჯერიტ სმიტი | თავისუფლების პარტია | ნიუ-იორკი | 2,545 | 0.09% | 0 | ჩარლზ ფუტი | მიჩიგანი |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|