ჩარლზ ფრენსის ადამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩარლზ ფრენსის ადამსი
ინგლ. Charles Francis Adams, Sr.
დაბადების თარიღი 18 აგვისტო, 1807(1807-08-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი ბოსტონი
გარდაცვალების თარიღი 21 ნოემბერი, 1886(1886-11-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბოსტონი
მოქალაქეობა აშშ
განათლება ჰარვარდის სამართლის სკოლა, ბოსტონის ლათინური სკოლა[8] და ჰარვარდის კოლეჯი[8]
მამა ჯონ კუინსი ადამსი[9]
დედა ლუიზა ადამსი[9]
მეუღლე/ები აბიგეილ ბრაუნ ბრუქსი[9]
შვილ(ებ)ი ჯონ კუინსი ადამსი II[9] , ჰენრი ბრუქს ადამსი[9] , ჩარლზ ფრენსის ადამსი უმცროსი, ბრუქს ადამსი, ლუიზა კეთრინ ადამსი, ართურ ადამსი და მერი გარდნერ ადამს კუინსი
ჯილდოები ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, კანონიკური და სამოქალაქო სამართლის დოქტორი[8] და კანონიკური და სამოქალაქო სამართლის დოქტორი[8]

ჩარლზ ფრენსის ადამსი (ინგლ. Charles Francis Adams; დ. 18 აგვისტო, 1807 – გ. 21 ნოემბერი, 1886) — ამერიკელი რედაქტორი, მწერალი, პოლიტიკოსი და დიპლომატი. პრეზიდენტ ჯონ კუინს ადამსის ვაჟი და პრეზიდენტ ჯონ ადამსის შვილიშვილი. ჰყავდა ორი ქალიშვილი და ხუთი ვაჟი, მათ შორის ჯონ კუინსი ადამს II, ჩარლზ ფრენსის ადამს უმცროსი, ჰენრი ადამსი და ბრუკს ადამსი.

ორი ვადით აირჩიეს მასაჩუსეტსის შტატის სენატის წევრად. 1848 წლის არჩევნებში, ყოფილ პრეზიდენტთან, მარტინ ვან ბურენთან წარუმატებლად იყარა კენჭი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატურაზე. აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს, აბრაამ ლინკოლნის მმართველობის პერიოდში, იყო შეერთებული შტატების ელჩი გაერთიანებული სამეფოში, სადაც მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრიტანეთის მთავრობის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებასა და ამერიკის კონფედერაციული შტატების დიპლომატიურ აღიარებაში.

მოგვიანებით გახდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ზედამხედველი და ააშენა ადამსის ეროვნული ისტორიული პარკი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამსი დაიბადა ბოსტონში 1807 წლის 18 აგვისტოს, ჯონ კუინსი ადამსის (1767-1848) და ლუიზა ადამსის (1775–1852) ოჯახში. [10] მისი უფროსი ძმები იყვნენ ჯორჯ ვაშინგტონ ადამსი (1801-1829) და ჯონ ადამს II (1803-1834). მისი და, ლუიზა, დაიბადა 1811 წელს, თუმცა გარდაიცვალა 1 წლის ასაკში, 1812 წელს.

სწავლობდა ბოსტონის ლათინურ სკოლასა და ჰარვარდის კოლეჯში, რომელიც დაამთავრა 1825 წელს. სამართალი შეისწავლა დენიელ ვებსტერთან ერთად, ხოლო ადვოკატის ლიცენზიის აღების შემდგომ მუშაობდა ბოსტონში. არის მრავალი მიმოხილვის ავტორი ამერიკისა და ბრიტანეთის ისტორიის შესახებ North American Review-ში.

მოგვიანებით ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსტონში დაბრუნებულმა ადამსმა უარი თქვა ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტობაზე, მაგრამ გახდა მისი ერთ-ერთი ზედამხედველი 1869 წელს. 1870 წელს მან ააგო პირველი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა შეერთებულ შტატებში მამამისის, ჯონ კუინსი ადამსის პატივსაცემად. ბიბლიოთეკა მოიცავს 14000-ზე მეტ წიგნს და მდებარეობს ადამსის ეროვნულ ისტორიულ პარკში, კუინსში, მასაჩუსეტსში.

1876 წელს ადამსმა წარუმატებლად იყარა კენჭი მასაჩუსეტსის გუბერნატორის პოსტზე. [11]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისტერ და მისის ადამსები კუინსიში, მასაჩუსეტსში.

1829 წლის 3 სექტემბერს იგი დაქორწინდა აბიგაილ ბრაუნ ბრუკზე (1808–1889). [10] მას ჰყავდა ორი და, შარლოტა, რომელიც დაქორწინებული იყო ედვარდ ევერეტზე, მასაჩუსეტსის პოლიტიკოსზე, [12] და ენი, რომელიც დაქორწინებული იყო ნატანიელ ფროთინგემზე. [13] ადამსებს ჰყავდათ 6 შვილი:

  • ლუიზა კეტრინ ადამსი (1831–1870), რომელიც დაქორწინდა ჩარლზ კუნზე.
  • ჯონ კვინსი ადამს II (1833–1894)
  • ჩარლზ ფრენსის ადამს უმცროსი (1835–1915)
  • ჰენრი ბრუკს ადამსი (1838-1918)
  • არტურ ჯორჯ ადამსი (1841–1846)
  • მერი გარდინერ ადამსი (1845–1928), რომელიც დაქორწინდა დოქტორ ჰენრი პარკერ კუინსიზე.
  • პიტერ შარდონ ბრუკს ადამსი (1848-1927)

ადამსი გარდაიცვალა ბოსტონში 1886 წლის 21 ნოემბერს და დაკრძალეს კუინსში, მაუნტ უოლასტონის სასაფლაოზე. [14]

მისი მეუღლის, აბიგაილის ჯანმრთელობა ქმრის გარდაცვალების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა, იგი გარდაიცვალა 1889 წლის 6 ივნისს [15].

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Adams, Jr., Charles Francis, Charles Francis Adams, Boston and New York: Houghton, Mifflin and Company, 1900.
  • Butterfield, L. H. et al., eds., The Adams Papers (1961– ). Multivolume letterpress edition of all letters to and from major members of the Adams family, plus their diaries; still incomplete.
  • Donald, Aida Dipace and Donald, David Herbert, eds., Diary of Charles Francis Adams (2 vols.). Harvard University Press, 1964.
  • Duberman, Martin. Charles Francis Adams, 1807–1886. Stanford University Press, 1968.
  • Egerton, Douglas R. Heirs of an Honored Name: The Decline of the Adams Family and the Rise of Modern America. Basic Books, 2019.
  • Frothingham, Paul Revere (1925). Edward Everett, Orator and Statesman. Boston: Houghton Mifflin Company. OCLC 1517736. 
  • Varg, Paul (1992). Edward Everett: The Intellectual in the Turmoil of Politics. Selinsgrove, PA: Susquehanna University Press. ISBN 978-0-945636-25-0. OCLC 24319483. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Lundy D. R. The Peerage
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 The Biographical Dictionary of America / R. JohnsonBoston: 1906. — Vol. 1. — P. 36–37.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Kindred Britain
  10. 10.0 10.1 Johnson 1906
  11. See Thomas Nast's satirical cartoon of Charles Adams' campaign at . An explanation can be found in American Heritage Magazine, August 1958 Volume IX Number 5 p. 90.
  12. Varg, pp. 23–24
  13. Frothingham, p. 62
  14. „Charles Francis Adams. The Aged Statement Gone To His Rest. Passing Quietly Away Surrounded By His Family“. The New York Times. November 21, 1886. ციტირების თარიღი: 2008-06-17. ციტატა: „Charles Francis Adams died at 1:57 o'clock this morning, at his residence, No. 57 Mount Vernon-street, in this city. He had not been well for some time and had suffered more or less for the past five years from some brain trouble, the result of overwork.“
  15. MacLean, Maggie, "Abigail Brooks Adams", womenhistoryblog.com, August 18, 2015. Retrieved 2017-02-08.