შინაარსზე გადასვლა

აღმოსავლეთი ანტარქტიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთი ანტარქტიდა მარჯვნივ.

აღმოსავლეთი ანტარქტიდა — გეოგრაფიული რეგიონი, ანტარქტიდის ორი ძირითადი რეგიონიდან ერთი. გარს ეკვრის წყნარი, ინდოეთის და ატლანტიკის ოკეანეები. აღმოსავლეთი ანტარქტიდა მოიცავს ისეთ რაიონებს, როგორიცაა უილკსის მიწა, დედოფალ მოდის მიწა და ვიქტორიას მიწა და გამოყოფილია დასავლეთი ანტარქტიდიდან ტრანსანტარქტიკული მთებით.

დასახელება «აღმოსავლეთი ანტარქტიდა» არსებობდა 90 წელზე უფრო მეტი ხნის მანძილზე, მაგრამ ფართე გამოყენებაში შევიდა საერთაშორისო გეოფიზიკური წლისა (1957-1958 წლები) და კვლევების შემდეგ, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ტრანსანტარქტიკული მთები ანტარქტიდის დასავლეთი და აღმოსავლეთი რეგიონების ბუნებრივი გამყოფია.

აღმოსავლეთ ანტარქტიდაში ყინულის გუმბათის სიმაღლე აღწევს თავის მაქსიმუმს და დარეგისტრირებულია პლანეტაზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა: −89,2 °C (1983 წლის 21 ივლისი) (საბჭოთა, დღეისათვის კი რუსული კონტინენტის შიგნით არსებული სამეცნიერო სადგური «ვოსტოკის სადგური»).

პრაქტიკულად აღმოსავლეთი ანტარქტიდის მთელი ტერიტორია, სანაპირო რამდენიმე მონაკვეთისა და ანტარქტიდული ოაზისების გარდა დაფარულია ყინულით მთელი წლის განმავლობაში. ყინულისგან თავისუფალ მონაკვეთებში ჭარბობს ტუნდრის მცენარეულობა სხვადასხვა სახის ხავსებით და ლიქენებით. მხოლოდ ხმელეთის ძუძუმწოვრები არ არსებობენ. ხმელეთის ცხოველებიდან ცხოვრობენ სელაპები უედელის სელაპი, კიბოსმჭამელი სელაპი, ზღვის ლეოპარდი, ზღვის სპილო და ფრინველები (ქარიშხალასნაირების ზოგიერთი სახეობა (ანტარქტიკული ქარიშხალა, თოვლის ქარიშხალა), მეზღვიასნაირების ორი სახეობა, პოლარული მეჭვავია, ადელის პინგვინი და იმპერატორის პინგვინი).

ანტარქტიდის აღმოსავლეთი ფარის ყველაზე მაღალ წერტილზე — არგოს მაღალმთიან პლატო გუმბათ А-ზე (en:Dome A, Dome Argus) ჩინელმა, ავსტრალიელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ააშენეს ავტონომიური ასტრონომიული ობსერვატორია PLATO (PLATeau Observatory). ზეცის ფონური სიკაშკაშე I ზოლში აქ შეადგენს 20,5 ვარსკვლავურ სიდიდეს, რაც მნიშვნელოვნად კარგია, ვიდრე ჩილეს პარანალში (I=19,93) და სერო-ტოლოლოში (I=20,07), და ლა-პალმაში კანარის კუნძულებზე (I=20,1)[1].