ტრანსანტარქტიკული მთები
ტრანსანტარქტიკული მთები | |
---|---|
![]() ტრანსანტარქტიკული მთები ვიქტორიას მიწის ჩრდილოეთ ნაწილში, რობერტსის კონცხის მახლობლად | |
კოორდინატები: 85° ს. გ. 175° დ. გ. / 85° ს. გ. 175° დ. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | კერკპატრიკი |
სიმაღლე | 4528[1] მ |
ფართობი | 584,024 კმ² |
სიგრძე | 8105 კმ |
სიგანე | 2005 კმ |
ტრანსანტარქტიკული მთები (ინგლ. Transantarctic Mountains) — ქედი, რომელიც მდებარეობს ანტარქტიდაში ადერის კონცხსა (ვიქტორიას მიწის ჩრდილოეთი) და კოტსის მიწას შორის. ყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ ანტარქტიდებს და შედგება ცალკეული მთათა სისტემებისგან, რომლებსაც, თავის მხრივ, ასევე ხშირად ყოფს უფრო პატარა ქედები. წარმოადგენს დიდ ჰორსტს. აგებულია კამბრიულისწინა მეტამორფული ქანებით, პალეოზოური და მეზოზოური დანალექი და მაგმური ქანებით. 1841 წელს ტრანსანტარქტიკული მთები ვიქტორიას მიწაზე პირველად დაინახა ჯეიმზ კლარკ როსის ინგლისურმა ექსპედიციამ.
პინგვინები, სელაპები და საზღვაო ფრინველები ცხოვრობენ როსის ზღვის სანაპიროზე, ვიქტორიას მიწაზე. შიდაკონტინენტალური რაიონების ბიომრავალფეროვნება გამოიხატება ლიქენებით, წყალმცენარეებით და სოკოებით.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ტრანსანტარქტიკული მთების რუკა (ინგლისური)
- ტრანსანტარქტიკული მთების ტექტონიკა (ინგლისური)
- ტრანსანტარქტიკული მთები Peakbagger.com-ზე (ინგლისური)