ლექსო გუგავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლექსო გუგავა
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1982 (1982-08-17) (36 წლის)
დაბადების ადგილი ლენტეხი, საქართველო
სიმაღლე 184 სმ
წონა 91
საქმიანობა სპორტსმენი
ინფორმაცია კლუბის შესახებ
პოზიცია უკანა ხაზი
ეროვნული ნაკრები
კარიერა
ოფიციალური საიტი

ლექსო გუგავა (დ. 17 აგვისტო, 1982)[1] — ყოფილი ქართველი მორაგბე და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი.

ლექსო გუგავას პროფესიული კარიერა დაიწყო კლუბ „ლოკომოტივში“, ხოლო კარიერის დასასრულს კლუბ „ლელოს“ შეუერთდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ლექსო გუგავას 25 კეპი აქვს მოხვეჭილი. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დადებული აქვს ხუთი ლელო და მიღებული აქვს ერთი წითელი ბარათი. მის კარიერაში გამორჩეული მატჩი შედგა 2010 წლის 27 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, როდესაც მატჩის ბოლო წუთზე გამარჯვების ლელო გაიტანა.[2] გუგავას მიღებული აქვს მონაწილეობა 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე.

სარაგბო კარიერის დასრულების შემდგომ, 2012 წლის 4 დეკემბერს ლექსო გუგავა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.[3] ამჟამად ლექსო გუგავა მუშაობს საქართველოს რაგბის კავშირში, ოპერაციული დირექტორის თანამდებობაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]