დავით ზირაქაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით ზირაქაშვილი
Davit Zirakashvili.jpg
დავით ზირაქაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი 1983(1983-09-20) (36 წლის)
დაბადების ადგილი რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 1.83 მეტრი
წონა 120 კილო
მეტსახელი ზირაქა
საქმიანობა მორაგბე
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი კლერმონი
პოზიცია ბურჯი
ნომერი 3
ეროვნული ნაკრები
ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
ნომერი 3
კარიერა
ოფიციალური საიტი
Davit Zirakashvili ვიკისაწყობში

დავით ზირაქაშვილი (დ. 20 სექტემბერი, 1983) — ქართველი მორაგბე. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის „ტოპ 14-ის“ გუნდის, კლერმონის წევრი. მიღებული აქვს მონაწილეობა 2003, 2007 და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. 2010 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ასევე დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.

კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ზირაქაშვილი რუსთავში დაიბადა. ის თავიდან ჭიდაობაზე დადიოდა და კარგადაც გამოდიოდა ჩემპიონატებზე, მაგრამ მეგობრების თხოვნით მან რაგბის თამაში დაიწყო. დავით ზირაქაშვილი გუნდ „სკა“-ში თამაშობდა. შემდეგ — რუსთავის ახალ გუნდ „გორდაში“, რომელიც პირველ ლიგაში ასპარეზობდა. იმავე წელს ზირაქაშვილი 19 წლამდელთა ნაკრებში აიყვანეს, რომლის შემადგენლობაში ახალბედა სპორტსმენმა ჩილეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები მაშინ „ბ“ ჯგუფში გამოვიდნენ. ზირაქაშვილი ამ ნაკრებში მწვრთნელების — დიმიტრი ობოლაძისა და პაატა ნარიმანაშვილის დიდი ხელშეწყობით მოხვდა.

19 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ზირაქაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე 2002 წელსაც გაემგზავრა. მაშინ ქართველმა ჭაბუკებმა იაპონიასა და რუსეთის ნაკრებს მოუგეს. მაგრამ უელსთან დამარცხდნენ ანგარიშით 3:9.

ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა სპორტსმენმა რუსთავის კლუბ „აზოტში“ დაიწყო თამაში თავის თანაქალაქელ ირაკლი ნატრიაშვილთან ერთად, რომელიც დღეს, ზირაქაშვილის მსგავსად, ბორჯარლოსანთა შემადგენლობაშია. იმავე წელს, დავით ზირაქაშვილმა პაატა ნარიმანიძის თხოვნით, თბილისურ გუნდ აკადემიაში გადაინაცვლა. კლუბს იმხანად კომპანია „იმედი ელ“-ი ასპონსორებდა. 18 წლის ასაკში დაოჯახებული ზირაქაშვილისთვის „აკადემია“ საკმაოდ კარგი შემოთავაზება იყო: აქ სპორტსმენს ასი დოლარის ოდენობის ჯამაგირს უხდიდნენ.

ფრანგული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის 23 სექტემბერს, ზირაქაშვილი საფრანგეთის პატარა საკურორტო ქალაქ გრანდ მოტში გამეგზავრა, სადაც მეგობარმა და ლეგიონერმა გოდერძი შველიძემ სამთვიანი სტაჟირება გაუკეთა მესამე დივიზიონის ერთ-ერთ კლუბში.

მოგვიანებით, ზირაქაშვილის კიდევ ერთმა ლეგიონერმა - „ბეზიეს“ მოათამაშე დავით ხინჩაგაშვილმა გაუწოდა დახმარების ხელი და თავის კლუბში ორკვირიანი სტაჟირების შესაძებლობა მისცა: „ბეზიეს“ მარცხენა ბურჯი ტრავმების გამო ვერ თამაშობდა და სასწრაფოდ შემცვლელს ეძებდნენ. ამ დროს ასპარეზზე გამოჩნდა ფრანგი მწვრთნელი ოლივიე საისე: წარსულში საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი, შემდგომ კი განთქმული კლუბების: „კლერმონისა“ და „პერპინიანის“ მწვრთნელი. წარმოშობით ბეზიელი ოლივიე საისე ზირაქაშვილს დაუკავშირდა და ყოველგვარი სტაჟირების გარეშე „კლერმონში“ აყვანა შესთავაზა. „ბეზიეს“ მსგავსად, „კლერმონსაც“ სასწრაფოდ სჭირდებოდა დაშავებული მორკინალის შემცვლელი. 2003 წლიდან მოყოლებული, დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის ამ სახელოვანი გუნდის მოთამაშეა.

2010 წლის სეზონი ზირაქაშვილისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა:საქართველო - რუსეთის მატჩის დროს გატანილმა მისმა შესანიშნავმა ლელომ თამაშში გარდატეხა მოახდინა და დიდწილად განსაზღვრა ბორჯღალოსანთა გამარჯვება. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ზირაქაშვილისთვის ეს სეზონი საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის, ტოპ14-ის, გათამაშებაში, რომელიც მისი კლუბის ჩემპიონობით დაგვირგვინდა.

ტოპ 14 - ის ფინალურ მატჩში „პერპინიანის“ წინაარმდეგ ზირაქაშვილმა მოედანზე მხოლოდ ოცი წუთი დაჰყო - ტრავმების გამო, სრულფასოვანი თამაშის საშუალება არ მიეცა.

ზირაქაშვილს ოთხჯერ აქვს ნათამაშევი საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში. იგი პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც ამ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს ფლობს.

ზირაქაშვილი პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა. რაგბის სამყაროში ჩემოყალიბებული ტრადიციის თანახმად, ნაკრები, სახელწოდებით “WORLD XV” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილი სპორტსმენებით კომპლექტდება და რომელიმე ტიტულოვან გუნდს ეთამაშება.როგორც წესი, მსგავსი შეხვედრები რაიმე მნიშვნელოვან სარაგბო თარიღისა, თუ მოვლენის პატივსაცემად იმართება.

ჩინელი მილიონერის მიერ დაფინანსებული წლევანდელი მატჩი ახალი ზელანდიის ლეგენდარულ „Classic All Blacks” -ის წინააღმდეგ, მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში, ივნისში შედგა და ახალზელანდიური რაგბის მემკვიდრეობას მიეძღვნა. შეხვედრა მსოფლიო ნაკრების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 36:26.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]