დავით ქუბრიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით ქუბრიაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1986(1986-03-12) (38 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
ინფორმაცია კლუბის შესახებ
პოზიცია ბურჯი
ეროვნული ნაკრები

დავით ქუბრიაშვილი (დ. 12 მარტი, 1986, თბილისი, საქართველო) — საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების[1] პირველხაზელი. დღეისათვის დავითი ფრანგული „მონპელიეს“ ღირსებას იცავს „ტოპ 14-ში“. რაგბის 2011 და 2015 წლების ჩემპიონატებზე ქუბრიაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყო.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთში ჩასული დავითი თავდაპირველად გუნდ „მასიში“ მხვდა, საიდანაც მალევე ტოპ 14-ის გუნდ „მონპელიეში“ გადავიდა. თუმცა იმის გამო, რომ სათამაშო დროის სიმცირის გამო, „ტულონში“ გადაბარგება არჩია, სადაც 120-ზე მეტი თამაში ითამაშა და პროფესიონალ მორაგბედ ჩამოყალიბდა.

მოგვიანებით 2 წლით „საფრანგეთის სთეიდში“ ითამაშა, 2015 წლიდან კი „მონპელიეში“ დაბრუნდა.

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ქუბრიაშვილის დებიუტი 2008 წელს პორტუგალიის წინააღმდეგ შედგა. სულ ნაკრების შემადგენლობაში 40 კეპი და 5 ქულა მოიხვეჭა.

2011 წელს დავითი ოფიციალურად გახდა პირველი ქართველი, რომელმაც „ბარბაროსების”, მსოფლიოს სხვადასხვა გუნდების საუკეთესო მორაგბეებისგან შემდგარი ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Davit Kubriashvili Profile. Itsrugby.co.uk. ციტირების თარიღი: 8 November 2012.