აფრიკული წყალკვეთია
აფრიკული წყალკვეთია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Rynchops flavirostris (Vieillot, 1816) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 22694262 | |||||||||||||||
|
აფრიკული წყალკვეთია (ლათ. Rynchops flavirostris) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი სხეულის სიგრძეა 25–40 სმ. აქვს გრძელი ფრთები. შეფერილია უპირატესად შავ-მურად, ქვედა ნაწილი და შუბლი თეთრია. ნისკარტი ნარინჯისფერ-ყვითელია, წვერში მთლად ყვითელი.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელებულია აფრიკაში, სენეგალიდან ნილოსის ქვემო წელამდე, კონგოსა და ზამბეზის აუზებში, ანგოლაში, კენიაში, ტანზანიაში. სამხრეთით აფრიკული წყალკვეთია კვაზულუ-ნატალამდე გვხვდება. ბინადრობს მტკნარწყლოვან წყალსატევებთან ახლოს, თუმცა ზღვის სანაპიროებზეც შეინიშნება.
კვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თევზებზე ნადირობა მთელი დღის განმავლობაში შეუძლია, თუმცა ყველაზე ხშირად ღამით მოიპოვებს საკვებს. ნადავლის მოპოვების დროს წყლის ზედაპირთან ახლოს დაფრინავს და მასში თითქმის ჰყოფს ნისკარტს, წყალს „კვეთს“.
გამრავლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონოგამი ფრინველებია. ბუდობენ ცალკეულ წყვილებად ან კოლონიებად, რომელშიც 25-მდე მობუდარი წყვილი შეიძლება იყოს გაერთიანებული. ამასთანავე, ხშირად ერთიანდებიან სხვა სახეობის ფრინველებთანაც. ბუდე ნესტიან ნიადაგზე არსებული ღრმა ორმოა, რომელსაც ორივე მშობელი თხრის. ჩვეულებრივ რამდენიმე ორმოს აკეთებენ და შემდეგ ერთ-ერთს ირჩევენ. იგი მეჩეჩზეა განთავსებული, წყალთან ახლოს. ბუდობა აგვისტო-ოქტომბერში მიმდინარეობს. დედალი დებს 2-დან 4-მდე მოთეთრო ან მოყვითალო კვერცხს მუქი წინწკლებით. ორივე მშობელი კრუხობს მორიგეობით, ინკუბაცია 20–22 დღე გრძელდება. გამოჩეკიდან 1–2 დღეში ბარტყები ბუდეს ტოვებენ. გამოსაყვანი პერიოდი 5–6 კვირა გრძელდება.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- African skimmer — Species text in The Atlas of Southern African Birds.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rynchops flavirostris (African skimmer). Biodiversity Explorer. Iziko Museums of South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-20. ციტირების თარიღი: 2018-4-22.