არმან დე ბურბონ-კონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არმან დე ბურბონ-კონტი
Undated miniature of Armand de Bourbon, Prince of Conti by an anonymous artist.jpg
კონტის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 11 ოქტომბერი, 1629
მმართ. დასასრული: 25 თებერვალი, 1666
წინამორბედი: ფრანსუა
მემკვიდრე: ლუი არმან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 ოქტომბერი, 1629
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 25 თებერვალი, 1666, (36 წლის)
გარდ. ადგილი: ლანგედოკი, საფრანგეთი
მეუღლე: ანა მარია მარტინოცი
შვილები: ლუი არმან I, კონტის პრინცი
ფრანსუა ლუი I, კონტის პრინცი
დინასტია: ბურბონები
მამა: ანრი II, კონდეს პრინცი
დედა: შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Signature of Armand de Bourbon, Prince of Conti at the marriage of the future Grand Condé in February 1641.png

არმან დე ბურბონ-კონტი (ფრანგ. Armand de Bourbon-Conti; დ. 11 ოქტომბერი, 1629 — გ. 25 თებერვალი, 1666) — ბურბონთა დინასტიის კონტის შტოს დამაარსებელი. კონდეს პრინც ანრი II-ისა და შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსის უმცროსი ვაჟი. კონტის პრინცი დაბადებიდან გარდაცვალებამდე. თავის ძმასთან, კონდეს პრინც ლუი II-სა და დასთან, ლუნევილის ჰერცოგინია ანა ჟენევიევასთან ერთად ჩაბმული იყო ფრონდაში, რის გამოც რამდენიმე წელი სატუსაღოში გაატარა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები და პატიმრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმანი დაიბადა 1629 წლის 11 ოქტომბერს პარიზში. იგი იყო კონდეს პრინც ანრი II-ისა და მისი მეუღლის, შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსის უმცროსი ვაჟი, რომელიც დაბადებისთანავე გამოაცხადეს კონტის პრინცად. იგი თავის და-ძმასთან, კონდეს პრინც ლუი II-თან და ლუნევილის ჰერცოგინია ანა ჟენევიევასთან ერთად იზრდებოდა, რომლებთან ერთადაც მოგვიანებით იგი 1648 წელს სამეფო ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში, ე.წ. "ფრონდაში" ჩაერთო. საბოლოოდ ფრონდა ჩაიშალა და ლუი XIV-მ და დედა-დედოფალმა ანა ავსტრიელმა არმანი, მისი ძმა და სიძე ვენსენისციხეში გამოკეტეს. ისინი მხოლოდ 1650 წელს გაანთავისუფლეს ანა ჟენევიევასა და ლუის ცოლის, კლერ კლემენსის წყალობით.

დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განთავისუფლების შემდეგ არმანს დაქორწინება სურდა შარლოტ მარი ლოთარინგიელზე, რომელიც დედა-დედოფალ ანა ავსტრიელის საუკეთესო მეგობრის, მადამ შევრეზის მეორე ქალიშვილი იყო, თუმცა ნიშნობა არ შედგა. საბოლოოდ სამეფო ოჯახთან ურთიერთობების დასათბობად, მან გადაწყვიტა გავლენიანი კარდინალი მაზარინის ძმის შვილ ლაურა მარგერიტა მაზარინის ასულ ანა მარია მარტინოცზე დაქორწინება. 1654 წელს არმანი და ანა მარია დაქორწინდნენ, რითაც იგი სამეფო ოჯახს შეურიგდა და აღიდგინა ძველი ავტორიტეტი.

იგი აქტიურად ჩაერთო საფრანგეთის სამსახურში და 1654 წელს ესპანეთში, კერძოდ კი კატალონიაში იბრძოდა, ამის შემდეგ კი 1657 წელს იტალიაში, კერძოდ ალესანდრიაში შეიჭრა. აგრეთვე იბრძოდა ლანგედოკშიც, რა დროსაც იგი მისტიციზმმა გაიტაცა.

1666 წელს ლუი XIV-მ ესპანელების წინააღმდეგ საბრძოლველად გააგზავნა, სადაც მან ისინი დაამარცხა კლერმონთან და ჩავიდა ლანგედოკში. ლანგედოკში, კერძოდ პენზანში ბრძოლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა და იგი 36 წლის ასაკში ესპანელებმა მოკლეს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმანი დაქორწინდა რომაელ დიდგვაროვან ანა მარია მარტინოცზე, ჯიროლამო მარტინოცისა და კარდინალ მაზარინის ძმის შვილ ლაურა მარგერიტა მაზარინის ასულზე, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:

  1. ლუი (1658), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. ლუი არმან I (1661-1685), კონტის პრინცი. ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და ლუიზა დე ლა ვალიერის ასული მარი ანა დე ბურბონი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  3. ფრანსუა ლუი I (1664-1709), კონტის პრინცი. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, კონდეს პრინც ანრი ჟიულისა და ანა ჰენრიეტა კურპფალცელის ასული მარი ტერეზ დე ბურბონი, რომელთანაც შვიდი შვილი შეეძინა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Karmen, Henry (1999). Who's Who in Europe 1450-1750. London: Routledge. p. 78. ISBN 9780415147279.