ფრანსუა დე ბურბონ-კონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანსუა დე ბურბონ-კონტი
FrancoisdeBourbonPrincedeConti.jpg
კონტის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 1581
მმართ. დასასრული: 1614
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: არმან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 აგვისტო, 1558
დაბ. ადგილი: სენა და მარნა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 3 აგვისტო, 1614, (55 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ჟანა დე კუზმი
ლუიზა-მარგარიტა დე ლორენი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი I, კონდეს პრინცი
დედა: ელეანორ დე როი

ფრანსუა დე ბურბონ-კონტი (ფრანგ. François de Bourbon-Conti; დ. 19 აგვისტო, 1558 — გ. 3 აგვისტო, 1614) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. კონდეს პრინც ლუი I-ისა და ელეანორ დე როის უმცროსი ვაჟი. კონტის პირველი პრინცი 1581-1614 წლებში. ანრი I დე გიზის სიძე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუა დაიბადა 1558 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთში. იგი იყო კონდეს პრინც ლუი I-ისა და მისი პირველი ცოლის, ელეანორ დე როის უმცროსი ვაჟი. იგი მომავალში საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ს ღვიძლ ბიძაშვილად ერგებოდა. იგი ფრანგი ჰუგენოტების ოჯახის წარმომადგენელი იყო. დედამისი 1564 წელს გარდაიცვალა, 1569 წელს კი მამამისი ბრძოლაში მოკლეს. მიუხედავად ამისა, მამამისმა მეორედ ქორწინება მაინც მოასწრო ფრანსუაზ ორლეანელზე, რომელთანაც მას ერთი ვაჟი ჰყავდა. შემდგომში სწორედ ფრანსუაზი ზრდიდა ფრანსუასა და მის დაობლებულ ძმას.

1581 წლიდან ფრანსუა კონტის პირველ პრინცად გვევლინება, 1587 წლიდან საფრანგეთის რელიგიური ომების დროს აქტიურად ჩაერია ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში, სადაც იგი თავისი მომავალი სიმამრის, ანრი დე გიზის მხარეს იბრძოდა. მას შემდეგ რაც მეფე ანრი III ვალუამ ანრი დე გიზი მოკლა, ფრანსუა თავისი ბიძაშვილის, ანრი ნავარელის მხარეს გადავიდა, რომელიც 1589 წელს ანრი III-ის შემდეგ ავიდა ტახტზე.

1589 წელს ანრი III-ის მკვლელობისა და ანრი IV ბურბონის გამეფების შემდეგ, იგი მეფის ბიძაშვილი და მაშასადამე ტახტის ერთ-ერთი მემკვიდრე გახდა.

კონტის პრინცმა თავდაპირველად ბონატაბლის ბარონესა ჟანა დე კუზმზე იქორწინა 1581 წლის 17 დეკემბერს პარიზში. ხანგრძლივი ქორწინების შემდეგ ჟანა 1601 წელს უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც 1605 წლის 24 ივლისს იგი მეორედ დაქორწინდა ანრი დე გიზისა და კატრინ კლეველის ასულ ლუიზა-მარგარიტა დე ლორენზე. 1610 წელს ფრანსუას პირველი და უკანასკნელი შვილი შეეძინა, რომელიც გოგონა აღმოჩნდა და რომელსაც იმ დროს საფრანგეთის დედოფალ მარია მედიჩის პატივსაცემად მარია დაარქვეს, რომელიც სამი კვირის ასაკში დაიღუპა. 1614 წლის 3 აგვისტოს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანსუა. მისი ქვრივი ლუიზა-მარგარიტა მეორედ აღარ გათხოვილა, იგი დედოფალ მარია მედიჩის დაუახლოვდა და გარდაცვალებამდე მასთან მსახურობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Egli fu uno dei due principi di sangue reale che sottoscrissero la dichiarazione di riconoscimento di Enrico IV come re.
  • La figlia di primo letto di Giovanna di Coesme, Anna di Montafià (1577 – 1644), sposò nel 1601 Carlo di Borbone-Soissons e divenne suocera di Tommaso, principe di Savoia-Carignano, capostipite del ramo Savoia-Carignano.