შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსი
Charlotte Marguerite de Montmorency.jpg
კონდეს პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 17 მაისი, 1609
მმართ. დასასრული: 26 დეკემბერი, 1646
წინამორბედი: შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალი
მემკვიდრე: კლარა კლემენს დე მაილე-ბრეზი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 მაისი, 1594
დაბ. ადგილი: ერო, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 2 დეკემბერი, 1650, (56 წლის)
გარდ. ადგილი: ლუარე, საფრანგეთი
მეუღლე: ანრი II, კონდეს პრინცი
შვილები: ანა ჟენევიევა, ლუნევილის ჰერცოგინია
ლუი II, კონდეს პრინცი
არმანი, კონტის პრინცი
დინასტია: მონმორანსები
მამა: ანრი, მონმორანსის ჰერცოგი
დედა: ლუიზა დე ბუდოზი
რელიგია: კათოლიციზმი

შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსი (ფრანგ. Charlotte Marguerite de Montmorency; დ. 11 მაისი, 1594 — გ. 2 დეკემბერი, 1650) — მონმორანსის ჰერცოგ ანრი დე მონმორანსის ქალიშვილი. კონდეს პრინცესა 1609-46 წლებში როგორც ანრი II-ის მეუღლე. იგი თითქმის გახდა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ის საყვარელი, მაგრამ მისი ქმარი მასთან ერთად ქორწილის შემდეგვე გაიქცა და უკან მხოლოდ ანრი IV-ის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლოტ მარგარიტა დაიბადა 1594 წლის 11 მაისს სამხრეთ საფრანგეთში. იგი იყო მონმორანსის გრაფ ანრისა და მისი მეუღლის, ლუიზა დე ბუდოზის ქალიშვილი. შარლოტმა დედა ჯერ კიდევ მანამდე დაკარგა სანამ ხუთი წლის გახდებოდა. ამის შემდეგ შარლოტ მარგარიტას მამიდამისი ზრდიდა, რომელიც ანგულემის ჰერცოგ შარლის ქვრივი ქალი იყო. 1609 წელს 15 წლის შარლოტ მარგარიტა ცოლად კონდეს პრინც ანრი II-ს გაჰყვა.

1616 წელს შარლოტ მარგარიტა და მისი ქმარი ღალატისათვის დააპატიმრეს და ვენსენის ციხე-სიმაგრეში გამოკეტეს, სადაც სამ წელიწადში, 1619 წელს მათი პირველი შვილი ანა ჟენევიევა დაიბადა. 1632 წელს შარლოტ მარგარიტას ერთადერთი ძმაც დააკავეს კარდინალ რიშელიეს წინააღმდეგ გამოსვლისთვის.

1646 წელს გარდაიცვალა მისი საყვარელი მეუღლე, 1650 წელს კი თავად შარლოტ მარგარიტაც გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანა ჟენევიევა (1619-1679), ცოლად გაჰყვა ლუნევილის ჰერცოგ ანრი II-ს;
  2. ლუი II (კონდეს პრინცი) (1621-1686), კონდეს პრინცი, მეტსახელად "დიდი კონდე", ცოლად შეირთო კლარა კლემენს დე მაილე-ბრეზი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
  3. არმანი (1629-1666), კონტის პრინცი, ცოლად შეირთო ანა მარი დე მარტინოცი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Holt, Emily Sarah (2010). "Princess of Condé". Memoirs of royal ladies. Nabu Press. p. 135. ISBN 1146580428.
  • Herman, Eleanor (2005). "The Penalties of Defiance". Sex with Kings: 500 Years of Adultery, Power, Rivalry, and Revenge. William Morrow Paperbacks. p. 95. ISBN 0060585447.
  • Chisholm, Hugh. 1911 Encyclopædia Britannica. 16, Navi-Ornithology. p. 986.
  • Fetridge, William Pembroke (1878). The American Travellers' Guides. 17, Part 1. France. p. 421.
  • The Encyclopædia Britannica. Ed. Thomas Spencer Baynes. Henry G. Allen and Company, 1888. Vol. 14, p. 86