ანა ჟენევიევა დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანა ჟენევიევა დე ბურბონი
Anne Geneviève de Bourbon, duchesse d'Estouteville et de Longueville.jpg
ეროვნება ფრანგები
წოდება ლუნევილის ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ანრი, ლუნევილის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი შარლოტ ლუიზა, მადმუაზელ დე დუნუა
ჟან ლუი, ლუნევილის ჰერცოგი
მარი გაბრიელა
შარლ პარისი, ლუნევილის ჰერცოგი
მშობლები მამა: ანრი II, კონდეს პრინცი
დედა: შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსი
ხელმოწერა Signature of Anne (Geneviève) de Bourbon at the marriage of her nephew the Duke of Enghien in 1641.png

ანა ჟენევიევა დე ბურბონი (ფრანგ. Anne Geneviève de Bourbon; დ. 28 აგვისტო, 1619 — გ. 5 აპრილი, 1679) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ანრი II-ისა და შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსის პირველი შვილი. ლუნევილის ჰერცოგინია. აქტიურად ერეოდა საფრანგეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში და მონაწილეობა მიიღო ფრონდაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ჟენევიევა დაიბადა 1619 წლის 28 აგვისტოს შატო დე ვენსენში, საფრანგეთში. იგი იყო კონდეს პრინც ანრი II-ისა და მისი მეუღლის, შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსის პირველი შვილი და ერთადერთი ქალიშვილი. როდესაც იგი დაიბადა, მისი მშობლები ვენსენში პატიმრები იყვნენ, ვინაიდან ისინი მარშალ დ'ანკრეს აუმხედრდნენ, რომელიც დედა-დედოფალ მარია მედიჩის ფავორიტი იყო, რომელიც თავის მხრით თავისი ვაჟის, მცირეწლოვან მეფე ლუი XIII-ის რეგენტი იყო.

მისი დაბადებიდან მალევე მისი მშობლები გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც ისინი პარიზში, სამეფო კარზე დაბრუნდნენ, სადაც აღიზარდა და მიიღო განათლება ანა ჟენევიევამ. 1632 წელს კარდინალ რიშელიეს წინააღმდეგ გამოსვლის გამო დააპატიმრეს ბიძამისი ანრი დე მონმორანსი, 1635 წელს კი ფრანსუა დე მონმორანსიც. მალევე რიშელიე დაუმარცხებელი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ თვით დედოფალი, დედა-დედოფალი და მეფის ძმაც კი იბრძოდნენ.

"მშვიდობისა და შეთანხმების ქალღმერთი"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ჟენევიევა დე ბურბონი

1642 წელს ანა ჟენევიევა ცოლად გაჰყვა ლუნევილის ჰერცოგ ანრი ორლეანელს, რომელიც ასევე ნორმანდიის გუბერნატორიც იყო და გარდა ამისა, ქორწინებამდე ორი წლით ადრე დაქვრივდა. მათი ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა. ჯერ დედა-დედოფალ მარია მედიჩის, შემდეგ კარდინალ რიშელიეს, საბოლოოდ კი ლუი XIII-ის1643 წელს გარდაცვალებით საფრანგეთში ძალათა თანაფარდობა მთლიანად შეიცვალა. ტახტზე ხუთი წლის ლუი XIV ავიდა, რომლის რეგენტიც დედამისი, დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი გახდა, რომელიც კარდინალ მაზარინის გავლენის ქვეშ იყო და მთლიანად თავისი გვარის, ჰაბსბურგთა დინასტიის სასარგებლო რეფორმებს ატარებდა საფრანგეთში. თავდაპირველად ანა ჟენევიევა და მისი ქმარი სამეფო ოჯახის ერთგული იყო და მეტიც, 1643-46 წლებში მათ არაერთ ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა სამეფო ოჯახის სასარგებლოდ. ამის გამო დედა-დედოფალმა ანრის ნემურის ჰერცოგობაც უბოძა. სწორედ ამ დროს ანრიმ საყვარელი გაიჩინა ჰერცოგინია დე შევრეზის სახით.

ფრონდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ მალე თავად ანა ჟენევიევამაც გააბა რომანი ჰერცოგ დე ლა როშეფუკოლდთან, რომელიც გამოჩენილი დიდგვაროვანი და მწერალი იყო. სწორედ ამ დროს, დედა-დედოფლის ცუდი მმართველობით უკმაყოფილო ფრანგი დიდგვაროვნები დიდ აჯანყებას აწყობდნენ, რომლის მოთავეც თავად მეფის ბიძა, ორლეანის ჰერცოგი გასტონ დე ბურბონი და მისი ქალიშვილი იყვნენ. ანა ჟენევიევა ამ შეთქმულებაში მისი უმცროსი ძმის, კონტის პრინც არმანის გავლენით ჩაერთო. ისტორიაში ეს მოვლენა ცნობილია "ფრონდას" სახელით. შეთქმულებაში თითქმის მთლიანი არისტოკრატია იყო ჩართული, რასაც მალევე შეუერთდა ანა ჟენევიევას ქმარი და მისი საყვარელი შევრეზიც. მიუხედავად ყველაფრისა, სამეფო ოჯახმა მოახერხა შეთქმულების ჩახშობა და შეთქმული დიდგვაროვნების გაძევება და სიკვდილით დასჯა.

სამარცხვინო თავშესაფარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრონდაში მონაწილეობის გამო ანა ჟენევიევამ სამუდამოდ დაკარგა თავისი გავლენები და სოციალური სტატუსი, რაც მას სამეფო კარზე ჰქონდა. იგი საბოლოოდ იძულებული გახდა სამუდამოდ დაეტოვებინა სამეფო კარი და მშობლიურ ვენსენში დაბრუნებულიყო. იგი სწორედ აქ, 1679 წელს გარდაიცვალა 59 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შარლოტ ლუიზი (1645-1664), მადმუაზელ დე დუნუა;
  2. ჟან ლუი შარლი (1646-1694), ლუნევილის ჰერცოგი;
  3. მარი გაბრიელა (1646-1650);
  4. შარლ პარისი (1649-1672), ლუნევილის ჰერცოგი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Questa voce incorpora informazioni tratte da Hugh Chisholm (a cura di), Enciclopedia Britannica, XI, Cambridge University Press, 1911.
  • Antonius Lux (Hrsg.): Große Frauen der Weltgeschichte. Tausend Biographien in Wort und Bild. Sebastian Lux Verlag, München 1963, S. 300.
  • Jacques Debû-Bridel, Anne Geneviève de Bourbon, duchesse de Longueville, Paris, Gallimard, 1938.
  • Philippe Erlanger, Mme de Longueville. De la révolte au mysticisme, Paris, Perrin, 1977.
  • Émile Jacques, « Madame de Longueville protectrice de Port-Royal et des jansénistes », Chroniques de Port-Royal, no 29,‎ 1980.
  • Arlette Lebigre, La duchesse de Longueville, Librairie Académique Perrin, 2004.