ანრი ჟიული (კონდეს პრინცი)
ანრი ჟიულ დე ბურბონ-კონდე | |
---|---|
კონდეს პრინცი | |
მმართ. დასაწყისი: | 11 ნოემბერი, 1686 |
მმართ. დასასრული: | 1 აპრილი, 1709 |
წინამორბედი: | ლუი II |
მემკვიდრე: | ლუი III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 29 ივლისი, 1643 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 1 აპრილი, 1709, (65 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ანა ჰენრიეტა კურპფალცელი (ქ. 1663) |
შვილები: |
მარი ტერეზი, კონტის პრინცესა ლუი III, კონდეს პრინცი ანა მარი, მადმუაზელ კონდე ლუიზ ბენედიქტა, მაინის ჰერცოგინია მარი ანა, ვენდომის ჰერცოგინია |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი II, კონდეს პრინცი |
დედა: | კლარა კლემენს დე მაილე-ბრეზი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ანრი ჟიულ დე ბურბონ-კონდე (ფრანგ. Henri Jules de Bourbon-Condé; დ. 29 ივლისი, 1643 — გ. 1 აპრილი, 1709) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ლუი II-ის ვაჟი. კონდეს პრინცი 1686-1709 წლებში. ჰქონდა კლინიკური ლიქანთროპია და ახასიათებდა შეშლილის თვიბები.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანრი ჟიული დაიბადა 1643 წლის 29 ივლისს პარიზში. იგი იყო კონდეს პრინც ლუი II-ისა და მისი მეუღლის, კლარა კლემენს დე მაილე-ბრეზის უფროსი და ერთადერთი გადარჩენილი შვილი. იგი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ბიძაშვილი და მასზე ხუთი წლით უმცროსი იყო. იგი მშობლებთან ერთად იზრდებოდა ჯერ ოტელ დე კონდეში, შემდეგ კი შატო დე შანტილში. დედამისი იყო გამოჩენილ კარდინალ რიშელიეს დის შვილი. იგი მოინათლა სენ-სალპის ეკლესიაში, დაბადების დღესვე.
1646 წელს მისი ბაბუის, ანრი II-ის გარდაცვალების შემდეგ მამამისი ლუი II კონდეს პრინცი ხდება, თავად ანრი ჟიულს კი ენგიენის ჰერცოგობა მიენიჭა.
მთელი ცხოვრების მანძილზე ანრი ჟიული ფსიქიკურად არასტაბილური იყო. იგი იყო დაბალი, შეუხედავი, დაჩაგრული და ბუნებით სასტიკი.
1673 წლიდან ანრი ჟიული ფრანგულ არმიაში წევრიანდება და მამასთან ერთად იბრძვის ჰაბსბურგების წინააღმდეგ რაინის ფრონტზე. მან ბრძოლაში თავი ისახელა და მამაც გადაარჩინა, რომელიც გერმანელებმა ცხენიდან ჩამოაგდეს.
თავდაპირველად მის საცოლედ განიხილებოდა მეფე ლუი XIII-ის ძმის, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონის შუათანა ასული ელიზაბეტ მარგარიტა ორლეანელი, თუმცა საპატარძლომ უარი თქვა ქორწინებაზე სასიძოს ცნობილი გამოხტომების გამო. მალევე იგი დანიშნეს ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI-ის ასულ ელიზაბეთ სტიუარტისა და მისი ქმრის, ბოჰემიის მეფე ფრიდრიხ V-ის ვაჟის, პფალცის კურფიურსტ ედუარდისა და მისი ცოლის, ანა გონძაგას ასულ ანა ჰენრიეტა კურპფალცელზე. ახალგაზრდა პრინცესა დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა და ბევრი მთხოვნელიც არ ჰყავდა, ამიტომაც მისმა მშობლებმა სასიძოს ხასიათის მიუხედავად მისი ანრი ჟიულზე დაქორწინება გადაწყვიტეს. ანა ჰენრიეტასა და ანრი ჟიულის ქორწინება 1663 წლის 11 დეკემბერს შედგა პარიზში. მრავალწლიანი და არც ისე ბედნიერი ქორწინებიდან წყვილს ათი შვილი შეეძინა. ცნობილია, რომ ანრი ჟიული, რომელსაც საშინელი ბრაზისაკენ მიდრეკილება ჰქონდა, ხშირად სცემდა თავის ჩუმ მეუღლეს.
1686 წლიდან ანრი ჟიული კონდეს პრინცი ხდება. მან საყვარელიც კი გაიჩინა, რომელთანაც შეეძინა ერთი უკანონო ქალიშვილი, სახელად ფრანსუაზ შარლოტი, რომლის ლეგიტიმაციაც 1693 წელს მოხდა.
ანრი ჟიული გარდაიცვალა 1709 წლის 1 აპრილს, 65 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტიტულატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 29 ივლისი 1643 - 26 დეკემბერი 1646: ალბრეს ჰერცოგი;
- 26 დეკემბერი 1646 - 11 ნოემბერი 1686: ენგიენის ჰერცოგი;
- 11 ნოემბერი 1686 - 1 აპრილი 1709: კონდეს პრინცი;
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|