არტემ მიქოიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტემ მიქოიანი

არტემ ივანეს ძე მიქოიანი (დ. 23 ივლისი/5 აგვისტო, 1905, სოფ, სანინი, ამჟამად ქ. ალავერდის შემადგენლობაში, სომხეთი — გ. 9 დეკემბერი, 1970, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი, საკონსტრუქტორო ბიუროს გენერალური კონსტრუქტორი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968), საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკი, ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1956, 1957). სკკპ წევრი 1925 წლიდან. წარმოშობით სომეხი.

1936 წელს დაამთავრა ნ. ჟუროვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია. 1940 წლიდან იყო თვითმფრინავთმშენებლობის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი კონსტრუქტორი. 1940 წელს მიხეილ გურევიჩთან ერთად შექმნა ავიაგამანადგურებელი მიგ-1, რომელიც მოდიფიცირების შემდეგ (მიგ-3) გამოიყენეს მეორე მსოფლიო ომში (1941-1945). მიქოიანი სსრკ რეაქტიული ავიაციის შექმნის ერთ-ერთი პიონერია, ავტორია რამდენიმე ზებგერითი რეაქტიული ავიაგამანადგურებლისა. არტემ მიქოიანის კონსტრუქციის რეაქტიული თვითმფრინავით ე-266 დაამყარეს რამდენიმე მსოფლიო რეკორდი. სსრკ III-VIII მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სსრკ სახელმწიფო პრემია (1941, 1947, 1948, 1949, 1952, 1953). დაჯილდოებულია 6 ლენინის ორდენით, 4 სხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]