ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ს დროშა

ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ — ავტონომიური რესპუბლიკა საბჭოთა კავშირში, 1936-1944 და 1957-1992 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი გროზნო.

1921 წლისათვის ეს ტერიტორიები უკვე შედიოდა მთების ასსრ-ში. 1936 წელს საბჭოთა კავშირში მიღებული ახალი კონსტიტუციით ეს ტერიტორიები გამოცხადდა ავტონომიურ რესპუბლიკად, რომელიც შედიოდა რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებდნენ გერმანელები. სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები უერთდებოდა მოსაზღვრე რესპუბლიკებს თუ ავტონომიებს, 1944 წელს საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში შევიდა კავკასიის მთიანი ტერიტორიები ახალხევის რაიონი, ეს ტერიტორია 1957 წელს კვლავ ჩეჩნეთ-ინგუშეთს დაუბრუნდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩეჩნეთი და ინგუშეთი ფედერაციულ რესპუბლიკებად გამოცხადნენ, რუსეთის შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]